ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 9 2010, 02:48 PM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Ismail
მართალია. ავიღოთ თუნდაც მეგრული და სვანური. მეგრულს და სვანურს ქართულისგან განსხვავებით აქვს მიმართულებითი ბრუნვა, რომელიც უპასუხებს კითხვას – საითკენ? შენ ხარ სახლ-ში. ––> სი რექ ყუდე-ს. ––> სი ხარი ქორ–ს. შენ მიდიხარ სახლ-ში. ––> სი მეურქ ყუდე-შა. ––> სი ესღრი ქორ–თე. ეს მეგრულსა და სვანურში ცალკე ბრუნვად ითვლება. ნანინა ციტატა და კიდევ, მგონი საინტერესო იქნება ენის სწავლის მეთოდი გაგიმხელთ ჩემ/ჩვენ საიდუმლოს: 1. არ უნდა დაიზარო სწავლა. ენა ისწავლება ინტენსივობით. დღეში რომ სულ 10 სიტყვა დაიზეპირო, 3 თვეში 1000-მდე სიტყვაა! 2. ენის სწავლა უნდა დაიწყო გრამატიკის გაცნობით, რომ იცოდე რა ენასთან გაქვს საქმე. 3. ყველა ადამის შვილი ვართ – ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ორი ენა, რაიმე გრამატიკული საერთო რომ არ ჰქონდეს. ამიტომ ამოირჩიე ის ნაწილი, რაც ქართულს ან შენთვის ნაცნობ ენას ჰგავს და დაიწყე იქიდან. 4. ნუ შეგაშინებს უცხო ენის უცნაურობები. ყველა დაძლევადია. 5. ყველა ენას აქვს სპეციფიური გამოთქმა და ინტონაცია. თვით ისეთი საყოველთაო თანხმოვნებიც კი, როგორებიცაა ტ, პ, კ, ჟ, რ... ყველა ენაზე ოდნავ სახეცვლილად გამოითქმის. ამიტომ უსმინე ამ ენაზე რამე აუდიო ფაილებს, რომ გამოთქმა დახვეწო. 6. ეცადე ლამის იაზროვნო ამ ენაზე – როდესაც რამე შეგხვდება ქუჩაში: წარწერა, ბანერი, წინადადება, ეცადე, რომ თარგმნო ამ ენაზე. არა უშავს, თუ არასწორად ამბობ რამეს, შენ მეტმა ხომ არავინ იცის. დრო მოვა და გამოასწორებ 7. ეცადე, ენასთან ცოცხალი კონტაქტი იქონიო. ინტერნეტი საშუალებას მოგცემს და იკითხე ბევრი იმ ენაზე, თუნდაც არაფერი გესმოდეს. ასე ენას მიაჩვევ თვალს. 8. საკმაო ნასწავლი რომ გექნება, გადადი სიმღერების მოსმენაზე. პარალელურად აუცილებლად უყურე ტექსტს. ეს ენის თავისებურებებს მიგაჩვევს. 9. გადადი შენი პროფესიის ტერმინოლოგიაზე. ადამიანმა მშობლიურ ენაზეც კი ასეულობით სიტყვა არ იცის, რომელიც სხვა პროფესიის ტერმინთა ნაწილია. შენთვის შენი პროფესიის შესახებ ტექსტების გაგებაც საკმარისი იქნება. 10. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურად შექსპირს იგებდე, რუსულად ლერმონტოვს, სპარსულად ფირდოუსს და ესპანურად სერვანტესს. შენ ენა კომუნიკაციისათვის გჭირდება და არა ნობელის პრემიის მისაღებად. თუკი რომელიმე უცხო ენაზე შეგიძლია საშუალო დონეზე საუბარი, იგებ შენი პროფესიის ტექსტებს და თავადაც შეგიძლია შეადგინო რთული წინადადებები, მიღებული პრაქტიკის თანახმად, უკვე ეს ენა იცი. ციტატა რთულია თუ არა განსხვავებული დამწერლობის მქონე ამდენი ენა იცოდე, თან იმ დროს, როდესაც ისინი ნაკლებად შეილება შეგხვდეს პრაქტიკაში? დამწერლობების საქმე კიდევ სხვაა. ზემოთაც დავწერე და გავიმეორებ, რომ არცერთ ენას არ აქვს იდენტური ბგერები. ამიტომ, დამწერლობის სწავლასაც ცალკე მეთოდი უნდა. როგორც უცხოელს ჰგონია, რომ "ც" და "წ" ერთიდაიგივეა და ვერ იგებს, როდის რომელი დაწეროს, ასე არის ჩვენთვის მაგალითად არაბული ح خ ه . ამიტომ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით გავიგოთ, რომელი ბგერა როგორ წარმოითქმის და ეს გაგვიიოლებს სწავლას. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2024 - 03:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი