სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| astral |
Apr 23 2009, 01:05 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 23-April 09 წევრი № 6,872 |
გამარჯობა მამაო! თამბაქოს ვეწევი ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ფიქრისას კონცენტაციის საშუალებას მაძლევს. რაოდენ საზიანოა მოწევა საერთოდ სულისთვის?
|
![]() ![]() |
| დეკ. ანდრია |
Feb 9 2010, 08:28 PM
პოსტი
#2
|
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
თამბაქოს წევას საფუძვლად არ უდევს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორც ეს არის, ვთქვათ, ნაყროვანების ან მრუშობის ცოდვის შემთხვევაში. ის მთლიანად არის ცოდვისმიერი წარმომავლობის. როგორც ყველა ცოდვა, თამბაქოს წევა აზიანებს სულსაც და ხორცსაც, ვნებს ღმრთის მიერ მონიჭებულ ჯანის სიმრთელეს, გვიმოკლებს სინანულისათვის, განწმედისათვის მოცემულ დღეებს და ამით უკვე არის საკმაოდ დიდი ცოდვა. მაგრამ ყველაზე მძიმე არის ვნებულობა, რომლის გამოვლინებაც არის თამბაქოს წევა.
წმიდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებაში არის აღწერილი ასეთი შემთხვევა: ამ წმიდა მამასთან მოვიდა ერთი დედაკაცი, რომელმაც აღიარა, რომ ეწეოდა. "არაუშავს, არ არის დიდი ცოდვა", - უპასუხა ბერმა. "მაგრამ, ვერ ვანებებ თავს, მამაო", - მიუგო დედაკაცმა. "აი, სწორედ ეს არის უბედურება, რომ ვერ ანებებებ, ეს არის ვნებისადმი მონობა", - ბრძანა წმიდა მამამ. მათლაც უბედრება არის არა მხოლოდ წევა, არამედ უმეტესად ამ ვნებისადმი მონური დამოკიდებულება, რომელშიც ჩანს მისი ბოროტი წარმომავლობა, თამბაქოს წევით ბოროტისადმი მონობა. ერთხელ წმიდა სილუანე ათონელს მოუწია რუსეთში ჩასვლა. მატარებელში მას დაემგზავრა ერთი ვაჭარი, რომელიც ეწეოდა თავად და ბერსაც შესთავაზა სიგარეტი. ბერმა უარყო შემოთავაზება. ვაჭარმა დაიწყო ჩაძიება, რატომ იყო ცოდვა თამბაქოს წევა. მაშინ მამა სილუანემ შესთავაზა მოწევის წინ ეთქვა "მამაო ჩვენო". "არა, რაღაც ვერ მიდის ლოცვა მოწევის წინ", - უპასუხა ვაჭარმა. "მაშ, არც უნდა ვაკეთოთ საქმე, რომლის წინ ვერ იქნება ლოცვა", - მიუგო ღირსმა მამამ. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი