ილუსტრაციები, მხატვრული ლიტერატურისათვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ილუსტრაციები, მხატვრული ლიტერატურისათვის |
სოფი |
Feb 9 2010, 09:03 PM
პოსტი
#1
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
პირველად დავიწყებ მამუკა თავაქარაშვილით (თავაქალაშვილი).
“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის” უძველეს თარიღიან ხელნაწერად. თავაქარაშვილები ძველი დროიდან მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს. მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები (თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს (1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა (ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა; პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საუთებში აღარ მოსჩანს” (1). მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634 წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე იგი ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას. სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ პოეტსა და მწერალს მფარველობდა. მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა “ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი” (2). იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. ხელნაწერი იწყება ლევან დადიანის პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაწერა. (ზემოთ – ლევან დადიანის პორტრეტი. ქვემოთ – რუსთაველი კარნახობს თავაქარაშვილს) ხელნაწერი 39 მინიატურითაა შემკული. მინიატურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. (თავად მამაუკა თავაქარაშვილი) შოთა რუსთაველი -------------------- "Happiness only real when shared."
|
tamuna m |
Feb 9 2010, 10:38 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
სოფ, როგორ გამახარე ამ თემის გახსნით
სეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე სერგო ქობულაძე გამახსენდა თავის ცივი მოლურჯო-მოცისფრო ტონებით სერგო სოლომონის ძე ქობულაძე (1909-1978) დაიბადა ახალციხეში "1909 წლის 7 თებერვალს. თბილისში გადმოვიდა, სერგო ქობულაძეს საშუალება მიეცა საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა.– „ბავშობაში ძალზედ მიყვარდა ხატვა–ამბობდა მხატვარი, სკოლაში კი, უნდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო ცუდად ვხატავდი, ვიდე ჩემი თანაკლასელები, მაგრამ საღებავებით უკეთ ვწერდი, ვიდრე ვხატავდი“ 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ე.ლანსერესთან, ი. შარლემანთან და გ. გაბაშვილთან.– „პირველ-მეორე კურსზე, – იგონებდა მხატვარი, – აკადემიაში მხოლოდ ხატვას გვასწავლიდნენ. პირველ კურსზე ხატვას გვასწავლიდა ი. შარლემანი, მომდევნო კურსზე კი ე. ლანსერე, ყველაზე მეტი ვისწავლე და შევიძინე გიგო გაბაშვილისაგან, რომელიც ფერწერას გვასწავლიდა. მისგან გავიგე პირველად, თუ რას ნიშნავს თბილი და ცივი ტონები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდიკლება მოახდინა“. თბილისის სამხატვრო აკადემია სულ სამი წლის დაარსებული იყო, აკადემიაში სწავლის გატარებულ წლებს, მისი შემოქმედების ფორმირებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი სარგებლობდა უფლებით, დასწრებოდა მეცადინეობას სხვა ფაკულტეტებზე. სამხატვრო აკადემიაშივე იღებს დასაბამს მის მიერ ძველი ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა და დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნებით გატაცება. 1931 წლიდან სსრკ-ს დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანისვილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან, მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდი თეატრში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა „ამვბავი ტარიელისა“ (1947 წელი) და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს (1947 წელი) გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა– „სსრკ-ს სახელმწიფო პრემიების ლაურიატი“. 1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში. 1930-1932 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1930 წელს, აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, მხატვარი მუზეუმებში დაცულ ძველ ოსტატთა სურათების გასაცნობად, მოსკოვსა და ლენინგრადში მიემგზავრება. წარსული ეპოქებისადმი ინტერესი, რომელსაც მხატვარი დღესაც ინარჩუნებს. თავის დროზე დიდ როლს ასრულებდა მის შემოქმედების ჩამოყალიბებაში, გემოვნებისა და მხატვრულ მიდგომათა გამომუშავებაში. 1938 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმძღვანელი და ერთ ხანს რექტორი იყო. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას. ნატურის შტუდირებისათვის მას არასდროს მიუნებები თავი, მის მოსწავლეებს ახსოვს, რომ ხატვის გაკვეთილებზე პროფესორი ვერ უძლებდა ცდუნებას, ჯდებოდა მათ გვერდით და ნატურიდან ხატვას იწყებდა, მკაფიო ინდივიდუალური თვისებებით დაჯილდოვებული მხატვარი და პიროვნება, სტუდენტების შემოქმედებით თავისებურებათა გამოვლენას, პატივისცემით იღებდა და მათ სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე ზრუნაცდა, იქნებოდა ეს საუბარი სახვითი ხელოვნების კლასიკური მუსიკის, ლიტერატურის შესახებ, თუ კამათი ფეხბურთისა და ჭადრაკის გულშერმატკივრებთან, მსმენელებს ხიბლავდა სერგო ქობულაძის მახვილგონიერება, იუმორი, მოვლენების სრულიად მოულოდნელ ასპექტეშ დანახვის უნარი. 1957 წლიდან გახდა პროფესორი. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორი. 1958 წელს საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის წევრ კორესპონდენტი. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960) რომეშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა. ფარდა ფარდაზე მუშაობისას სერგო ქობულაძემ გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპი – „ამ გამოკვლევაზე მუშაობით, – ამბობდა შემოქმედი, –დიდი სკოლა გავიარე, იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მრავალი წლის მანძილზე ვერ შეიძენს კაცი“ 1972 წლიდან სერგო ქობულაძე ხელმძღვანელობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი, ახალგაზრდა გარფიკოსების აღზრდის საქმეში. სერგო ქობულაძე გარდაიცვალა 1978 წელს. გარდაცვალების შემდეგ გახდა რუსთაველის პრემიის ლაურიატი. დანტე შოთა რუსთაველის უფრო ვრცლად http://www.sergo-qobuladze.narod.ru/galereaII.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი