დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი), მოგზაურობა აღდგომისაკენ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი), მოგზაურობა აღდგომისაკენ |
afxazi |
Feb 6 2010, 01:35 PM
პოსტი
#21
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ცოტა დაგვიანებით, თუმცა მაინც ვხსნი ამ მნიშვნელოვან თემას. ვფიქრობ უადგილა შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს აღდგომა თავისი მნიშვნელობით ზოგადად ეკლესიის და კონკრეტულად თითოეული ადაიანის ცხოვრებაში. ძალიან მიშვნელოვანია ის პერიოდი, რაც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დავესესხები მამა ალექსანდრე შმემანს, რომ დიდი მარხვა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სათავეების ყოველდღიური მომლოცველობაა, სადაც ცხადი ხდება თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება.
ასე რომ ხსენებული მოძღვრის თქმისა არ იყოს ვიმოგზაუროთ აღდგომისკენ და ცხოველად შევიგრძნოთ ამ მოგზაურობის დროს გასავლელი ყოელი დღის მნიშვნელობა. თითოეულის იმედი მაქვს, რომ იაქტიურებს და მაქსიმალურად შეავსებს, ინფორმაციული თვალსარისით, ჩვენს ცოდნას ამ პერიოდის თითოეული დღის მიშვნელობის შესახებ. დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპით, განვლილი კვირეების და მომავალი კვირისაც. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი დიდი მარხვა დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა“. მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის. განა საჭიროა იმის განმარტება, რომ აღდგომა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ-ერთი დღესასწაული, უფრო მეტია, ვიდრე წარსული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და პატივისცემა? ყველა, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია აღდგომის ღამის უზენაესი სიხარული, მზიან დღეზე უფრო უნათლესი, დამეთანხმება. მაგრამ რისი სიხარულია ეს? რატომ გვალობთ სააღდგომო ცისკარზე, რომ „აწ ყოვლითურთ აღვისო ნათლითა ზედა, ქვეყანა და ქვესკნელი?“ რა აზრით ვდღესასწაულობთ „სიკუდილითა სიკუდილისა მოკუდინებასა, შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხორებისასა“? - ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია: ახალი ცხოვრება, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის წინათ გამობრწყინდა საფლავიდან, და მიეცა ყველას, ვინც ქრისტე იწამა. იგი მოგვეცა ჩვენი ნათლისღების დღეს, როცა, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ჩვენ „თანა-დავეფლენით ქრისტესა ნათლისღებითა სიკუდილისა მისისაჲთა, რაჲთა, ვითარცა ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ეგრეთვე ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“. მაშასადამე, პასექის დღესასწაულზე ჩვენ ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას, როგორც ოდესღაც მომხდარს, რაც დღესაც ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. რადგანაც ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ახალი ცხოვრების ეს ნიჭი, შეიძინა მისი მიღებისა და მისით ცხოვრების უნარი. ეს ნიჭი რადიკალურად ცვლის ჩვენს მიმართებას ყოველივესადმი ამქვეყნად, და თვით სიკვდილთანაც კი. ის გვაძლევს საშუალებას, სიხარულით ვამტკიცოთ: „სიკვდილი არ არსებობს!“ რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ჩვენ ჯერ კიდევ პირისპირ ვხვდებით სიკვდილს, ერთ დღეს იგი ჩვენც მოგვაკითხავს. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ თავისი სიკვდილით ქრისტემ სიკვდილის თვით არსი შეცვალა, აქცია ის გადასვლად, პასექის დღესასწაულად, პასექად, ანუ ზეციურ სასუფეველში გადასვლად, და ამგვარად, ყველაზე დიდი ტრაგედია საბოლოო გამარჯვებად გარდაქმნა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა“ - საკუთარი სიკვდილით ჩვენი სიკვდილის გამანადგურებელმა. მან თავისი აღდგომის მონაწილენი გაგვხადა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ სააღდგომო საცისკრო მსახურების დასასრულს, რომ „აღდგა ქრისტე და ცხორებაჲ მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა“ (იოანე ოქროპირი). ასეთი აკლესიის რწმენა, რომელიც წმინდანთა ურიცხვი სიმრავლის მიერაა დადასტურებული და დამტკიცებული. და მაინც, განა ყოველდღე საკუთარი გამოცდილება არ გვიდასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ძალიან იშვიათად გვაქვს ამგვარი რწმენა, რომ ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ მას და ვღალატობთ იმ „ახალ ცხოვრებას“, რომელიც მოგვენიჭა, და რომ არსებითად ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და თითქოს ამ ერთადერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენთვის არავითარი აზრი არ ჰქონდეს? ყოველივე ამის მიზეზი ჩვენი სისუსტეა, რადგანაც შეუძლებელია ჩვენთვის მუდამ „სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით“ ცხოვრება იმ დონეზე, რომელზეც ქრისტემ აღგვიყვანა, როცა გვითხრა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა“ (მთ. 6, 33). ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება ეს, იმდენად ჩაძირულნი ვართ ყოველდღიურ საზრუნავში. და ამ დავიწყების გამო ვსუსტდებით. ამ დავიწყების, ცოდვით განუწყვეტელი დაცემის გამო ჩვენი ცხოვრება კვლავ „ძველია“, - წვრილმანი, ბნელი, ყოველგვარ აზრს მოკლებული:უაზრო აღსასრულისკენ მიმავალი უაზრო მოგზაურობა. ჩვენ სიკვდილიც კი გვავიწყდება, ის კი მოულოდნელად, ჩვენი სასიამოვნო ცხოვრების ლამის შუაგულში გვპოულობს: საშინელი, გარდაუვალი, უაზრო. ზოგჯერ კი შევიგნებთ ხოლმე ჩვენს სხვადასხვა „ცოდვას“ და ვინანიებთ კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეძლევით იმ ახალ ცხოვრებას, რომელიც ქრისტემ განგვიცხადა და გვიწყალობა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე არც არასდროს მოსულა ქვეყნად. ეს ერთადერთი ნამდვილი ცოდვაა, უღრმესი ტრაგედია და სევდა ჩვენი ნომინალური ქრისტიანობისა. თუ ჩვენ ამას მივხვდებით და ვაღიარებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, თუ რა არის აღდგომა და რატომაა აუცილებელი მის წინ დიდი მარხვა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, რომ ეკლესიის ყველა ლიტურგიკული ტრადიცია, მთელი მისი საღვთისმსახურო ციკლი, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ კვლავ დაგვეხმაროს იმ ახალი ცხოვრების დანახვასა და გემოსხილვაში, ცხოვრებისა, რომელსაც ასე ადვილად ვშორდებით და ვღალატობთ, რათა მონანიებით კვლავ დავუბრუნდეთ მას. როგორ შეიძლება გვიყვარდეს და გვსურდეს იმის მიღება, რასაც არ ვიცნობთ? როგორ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე მაღლა დავაყენოთ ის, რასაც არ ვიცნობთ, სიხარული, რომელიც არ გვიგრძვნია? ერთი სიტყვით, როგორ შეგვიძლია ვეძიოთ სასუფეველი, რომლის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ გვქონია? დასაბამიდან და დღემდე საეკლესიო ღვთისმსახურება ერთადერთი შესასვლელია ამ სასუფეველში, ახალ ცხოვრებასთან ზიარებაა. ეკლესია თავისი ლიტურგიკული ცხოვრების საშუალებით გვიცხადებს იმას, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (1 კორ. 2,9). პასექი ამ ლიტურგიკული ცხოვრების ცენტრია, მისი გული და მწვერვალია, მზეა, რომლის სხივები ყველგან აღწევს. ყოველ წელიწადს იხსნება კარი ქრისტეს სასუფევლის ბრწყინვალებისკენ, გვეძლევა წინასწარი შეგრძნება ჩვენთვის აღთქმული მარადიული სიხარულის, მთელი ქვეყნიერების აღმვსები დიდებისა და გამარჯვებისა: „სიკვდილი აღარ არსებობს“. მთელი საეკლესიო ღვთისმსახურება აგებულია აღდგომის დღესასწაულის ირგვლივ: ამიტომაც საწელიწადო სალიტურგიო წრე, დღესასწაულთა და მარხვათა მიმდევრობა აღდგომისაკენ მიმართულ მოგზაურობდა წარმოგვიდგება. ეს დასასრულია, რომელიც ამავე დროს, დასაწყისიცაა: ყოველივე ძველის დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი, ქრისტეს მიერ განცხადებულ სასუფეველში ამა სოფლიდან განუწყვეტელი გადასვლა. მაგრამ ძველი ცოდვიანი და წვრილმანი ცხოვრების დამარცხება და შეცვლა არც ისე ადვილია. სახარება ადამიანისაგან ითხოვს ძალისხმევას, რომლისთვისაც იგი თავსი ჩვეულებრივ მდგომარეობაში სრულიად უძლურია. ჩვენ უხილავთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ: ახალი მიზნის, ცხოვრების, ახალი წესისაკენ მოგვიხმობენ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. თვით მოციქულებმაც კი, როცა მოძღვრის სწავლებას ისმენდნენ, გაოგნებულებმა იკითხეს: „ვითარ შესაძლებელ არს ესე?“ („როგორაა ეს შესაძლებელი?“). მართლაც, არაა ადვილი უარის თქმა ცხოვრების წვრილმან იდეალზე, რომელიც ყოველდღიური საზრუნავისაგან, ცხოვრებისეული სახსრების მუდმივი ძიებისაგან, სიამოვნებებისაგან შედგება - ყველაფრისგან, რაც ასე შორსაა ჩვენი ნამდვილი მიზნის - სრულყოფილებისაგან: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48). სოფელი ესე მთელი მისი „მასმედიით“ გვეუბნება: იყავით ბედნიერნი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ქრისტე კი სახარების მიერ გვეუბნება: იარეთ ბრძოლისა და ტანჯვის ვიწრო გზით, რადგან ეს ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გზაა. ეკლესიის დახმარების გარეშე როგორ უნდა გავბედოთ ეს საშინელი არჩევანი, როგორ შევძლოთ მონანიება და იმ ნათელ და სიხარულით აღსავსე აღთქმასთან დაბრუნება, რომელსაც ყოველწელიწადს აღდგომის დღეს გვაძლევს ეკლესია? სწორედ ამისთვისაა საჭირო მარხვა. ეს დახმარების ხელია, რომელსაც ეკლესია გვიწვდის; სინანულის სკოლაა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შევხვდეთ აღდგომას, არა მხოლოდ როგორც ჭამის, სმისა და დასვენების ნებართვას, არამედ როგორც ჩვენში არსებული „სიძველის“ ნამდვილ აღსასრულსა და ახალ ცხოვრებაში შესასვლელს. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მარხვის უმთავრესი ამოცანა იყო კათაკმეველთა, ანუ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა მომზადება ნათლისღებისათვის, რომელიც სააღდგომო ლიტურგიისას სრულდებოდა. მაგრამ მაშინაც, როცა ეკლესია იშვიათად ნათლავს მოზრდილებს, და როცა თვით კათაკმვლობის ინსტიტუტი (დაწესებულება) აღარ არსებობს, დიდი მარხვის მთავარი მნიშვნელობა იგივე რჩება. რადგანაც მიუხედავად ამისა, რომ მონათლულები ვართ, ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ და ვღალატობთ იმას, რაც ნათლისღებისას მივიღეთ. ამიტომაც აღდგომის დღესასწაული ჩვენი ყოველწლიური დაბრუნებაა ჩვენ საკუთარ ნათლისღებასთან, დიდი მარხვა კი გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის, განუწყვეტელი ძალისხმევისთვის, რომელიც პასექისაკენ, ქრისტეს მიერ ახალ ცხოვრებაში საბოლოო გადასვლისაკენ მიგვიძღვის. ჩვენ ვნახავთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ სახეს, შეგონებისას, თითქოს კვლავ ნათლისღებისათვის მომზადებას გულისხმობდეს. მაგრამ ეს არაა წარსულის „არქეოლოგიური“ ნაშთები, არამედ ჩვენთვის ნამდვილად არსებითი რამ. ამიტომაც დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება და გვძენს იმას, რაც მოგვეცა მაშინ, როცა ჩვენი ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვდექით. მოგზაურობა, მომლოცველობა! მაგრამ როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, - სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
tamuna m |
Feb 10 2010, 02:25 PM
პოსტი
#22
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
2. სიმდაბლე (მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე) წინა საღამოს, შაბათს მწუხრის ლოცვაზე პირველად გადაიშლება დიდი მარხვის საღვთისმსახურო წიგნი - მარხვანი, და ჩვეულებრივ საკვირაო სტიქარონებსა და კანონებს მეზვერისა და ფარისევლის კვირის სტიქარონები და კანონები ემატება. ისინი, უმთავრესად, ეძღვნება სიმდაბლეს (ე.ი. თავმდაბლობას), რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი სინანულისთვის. (ლკ. 18,10-14) 10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. სახარების იგავში ნაჩვენებია საკუთარი თავით მუდამ კმაყოფილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელს „საღმრთო სჯულს“, რელიგიის ყველა მოთხოვნას ასრულებს. იგი საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებულია და ამაყობს კიდევ. მაგრამ სინამდვილეში მას არ ესმის რელიგიის მოთხოვნათა აზრი და ამახინჯებს მას. იგი მასში მხოლოდ გარეგან წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ხედავს და თავის ღვთისმოსაობას იმ ფულით ზომავს, რომელსაც ტაძარს სწირავს. მეზვერე კი, პირიქით, საკუთარ თავს იმდაბლებს და ეს სიმდაბლე ამართლებს კიდეც მას ღვთის წინაშე. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#2 უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIhttp://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/guli-tsmidai.htm http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/20-02-2005.htm http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/12-02-2006.htm მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/zosime/mezvere.htm დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/mezvere.htm ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული http://www.orthodoxy.ge/tserilebi/teofane_mezvere.htm მღვდელი ვ. ვ. შჩუკინი„არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი...“ http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shchukini_ara_var.htm 12.02.2009 14:19 დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/amfiteatrovi/mezvere.htm სქიიღუმენი საბა (ოსტაპენკო) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/saba_ampartavneba.htm „ფარისეველი და მეზვერე“ დაპირისპირებული სახარებისეული წყვილები http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere1.htm http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere2.htm http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere3.htm წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere9.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere6.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere1.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere8.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere7.htm „ფარისეველი და მეზვერე“ http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere3.htm წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი http://www.orthodoxy.ge/tserili/mamebi/mez...-fariseveli.htm მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/mezvere_fariseveli.htm კვირიაკე მეზვერისა და ფარისეველისა http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...oba_mezvere.htm მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli/sindisi.htm 3. მამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე) (ლუკ. 15, 11-32) 11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. 17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. 22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. 25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/zosime/udzgebi.htm დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/udzgebi_shvili.htm შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/maqsimovichi_udzgebi.htm ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული http://www.orthodoxy.ge/tserilebi/teofane_udzgebi.htm თეოდორე გიგნაძე (გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, 1991 წ.) http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/si...li_agsareba.htm არიქმანდრიტი ვასილი(ათონის ივერთა მონასატრის იღუმენი) http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi.htm კვირიაკე უძღები შვილისა http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...oba_udzgebi.htm წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/udzgebi2.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/udzgebi3.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/udzgebi.htm დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/amfiteatrovi/udzgebi.htm უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საკვირაო ქადაგება http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/19-02-2006.htm http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/27-02-2005.htm მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/udzgebi2.htm „უძღები შვილი“ http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi1.htm http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi2.htm პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანიმამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#3 -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი