ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 10 2010, 10:48 AM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
არეულ-დარეული საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, დავიწყოთ სისტემატურად.
მე გთავაზობთ, განვიხილოთ მეტყველების ნაწილები. და დავიწყოთ არტიკლიდან, რომელიც უჩვეულოა ქართული ენისთვის. არტიკლი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და უთითებს მის განსაზღვრულ-განუსაზღვრელობას. არტიკლი შეიძლება იყოს: ა) განსაზღვრული ბ) განუსაზღვრელი პოზიციის მხრივ: ა) ცალკე მდგომი ბ) სიტყვაზე მიბმული გრამატიკული რიცხვის მხრივ: ა) მხოლობითი ბ) მრავლობითი გრამატიკული სქესის მხრივ: ა) მამრობითი ბ) მდედრობითი გ) საშუალო განსაზღვრული არტიკლი – არტიკლი, რომელიც უთითებს იმას, რომ ის არსებითი სახელი, რომელსაც იგი დაერთვის განსაზღვრულია, ანუ კონკრეტულ საგანზეა საუბარი. მაგალითად: ინგლისურად - a house (რომელიღაც სახლი) the house (კონკრეტული სახლი) ფრანგულად - de drapeau (რომელიღაც დროშა) le drapeau (კონკრეტული დროშა) გერმანულად - ein Buch (რომელიღაც წიგნი) das Buch (კონკრეტული წიგნი) განუსაზღვრელი არტიკლი - უთითებს იმის თაობაზე, რომ არს. სახელი, რომელსაც იგი დაერთვის განუსაზღვრელია, ანუ ამ საზოგადო სახელქვეშ ნებისმიერი რამ შეიძლება მოვიაზროთ. ხშირად განუსაზღვრელი არტიკლის ფუნქციას ასრულებს სიტყვა "ერთი" ცალკე მდგომი არტიკლი - უმეტეს ენებში არტიკლი არს. სახელისაგან ცალკე დგას. განსხვავებით ამისა, არსებობენ ენები, მაგ. სომხური და ისლანდიური, სადაც არტიკლი არის სიტყვაზე მიბმული ნაწილაკის სახით. სომხურ ენაში, თუ არს. სახელი მთავრდება ხმოვანზე, არტიკლის ნაწილაკია ბოლოსართი "-ნ", ხოლო თუ თანხმოვანზე - ბოლოსართი "-ე" (შუალედური ბგერა ე-სა და ი-ს შორის). მაგალითად: ვრაცი (რომელიღაც ქართველი) ვრაცინ (კონკრეტული ქართველი) ირავუნქ (რომელიღაც უფლება) ირავუნქე (კონკრეტული უფლება) გავაგრძელებ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 10 2010, 03:00 PM
პოსტი
#43
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
სომხურ ენაში, თუ არს. სახელი მთავრდება ხმოვანზე, არტიკლის ნაწილაკია ბოლოსართი "-ნ", ხოლო თუ თანხმოვანზე - ბოლოსართი "-ე" (შუალედური ბგერა ე-სა და ი-ს შორის). მაგალითად: ვრაცი (რომელიღაც ქართველი) ვრაცინ (კონკრეტული ქართველი) ირავუნქ (რომელიღაც უფლება) ირავუნქე (კონკრეტული უფლება) გავაგრძელებ.... ისლანდიურში: maður - კაცი (რომელიღაც) maðurin - კაცი (კონკრეტული) kona - ქალი (რომელიღაც) konan - ქალი (კონკრეტული) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი