დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი), მოგზაურობა აღდგომისაკენ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი), მოგზაურობა აღდგომისაკენ |
afxazi |
Feb 6 2010, 01:35 PM
პოსტი
#21
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ცოტა დაგვიანებით, თუმცა მაინც ვხსნი ამ მნიშვნელოვან თემას. ვფიქრობ უადგილა შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს აღდგომა თავისი მნიშვნელობით ზოგადად ეკლესიის და კონკრეტულად თითოეული ადაიანის ცხოვრებაში. ძალიან მიშვნელოვანია ის პერიოდი, რაც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დავესესხები მამა ალექსანდრე შმემანს, რომ დიდი მარხვა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სათავეების ყოველდღიური მომლოცველობაა, სადაც ცხადი ხდება თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება.
ასე რომ ხსენებული მოძღვრის თქმისა არ იყოს ვიმოგზაუროთ აღდგომისკენ და ცხოველად შევიგრძნოთ ამ მოგზაურობის დროს გასავლელი ყოელი დღის მნიშვნელობა. თითოეულის იმედი მაქვს, რომ იაქტიურებს და მაქსიმალურად შეავსებს, ინფორმაციული თვალსარისით, ჩვენს ცოდნას ამ პერიოდის თითოეული დღის მიშვნელობის შესახებ. დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპით, განვლილი კვირეების და მომავალი კვირისაც. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი დიდი მარხვა დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა“. მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის. განა საჭიროა იმის განმარტება, რომ აღდგომა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ-ერთი დღესასწაული, უფრო მეტია, ვიდრე წარსული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და პატივისცემა? ყველა, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია აღდგომის ღამის უზენაესი სიხარული, მზიან დღეზე უფრო უნათლესი, დამეთანხმება. მაგრამ რისი სიხარულია ეს? რატომ გვალობთ სააღდგომო ცისკარზე, რომ „აწ ყოვლითურთ აღვისო ნათლითა ზედა, ქვეყანა და ქვესკნელი?“ რა აზრით ვდღესასწაულობთ „სიკუდილითა სიკუდილისა მოკუდინებასა, შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხორებისასა“? - ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია: ახალი ცხოვრება, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის წინათ გამობრწყინდა საფლავიდან, და მიეცა ყველას, ვინც ქრისტე იწამა. იგი მოგვეცა ჩვენი ნათლისღების დღეს, როცა, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ჩვენ „თანა-დავეფლენით ქრისტესა ნათლისღებითა სიკუდილისა მისისაჲთა, რაჲთა, ვითარცა ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ეგრეთვე ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“. მაშასადამე, პასექის დღესასწაულზე ჩვენ ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას, როგორც ოდესღაც მომხდარს, რაც დღესაც ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. რადგანაც ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ახალი ცხოვრების ეს ნიჭი, შეიძინა მისი მიღებისა და მისით ცხოვრების უნარი. ეს ნიჭი რადიკალურად ცვლის ჩვენს მიმართებას ყოველივესადმი ამქვეყნად, და თვით სიკვდილთანაც კი. ის გვაძლევს საშუალებას, სიხარულით ვამტკიცოთ: „სიკვდილი არ არსებობს!“ რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ჩვენ ჯერ კიდევ პირისპირ ვხვდებით სიკვდილს, ერთ დღეს იგი ჩვენც მოგვაკითხავს. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ თავისი სიკვდილით ქრისტემ სიკვდილის თვით არსი შეცვალა, აქცია ის გადასვლად, პასექის დღესასწაულად, პასექად, ანუ ზეციურ სასუფეველში გადასვლად, და ამგვარად, ყველაზე დიდი ტრაგედია საბოლოო გამარჯვებად გარდაქმნა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა“ - საკუთარი სიკვდილით ჩვენი სიკვდილის გამანადგურებელმა. მან თავისი აღდგომის მონაწილენი გაგვხადა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ სააღდგომო საცისკრო მსახურების დასასრულს, რომ „აღდგა ქრისტე და ცხორებაჲ მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა“ (იოანე ოქროპირი). ასეთი აკლესიის რწმენა, რომელიც წმინდანთა ურიცხვი სიმრავლის მიერაა დადასტურებული და დამტკიცებული. და მაინც, განა ყოველდღე საკუთარი გამოცდილება არ გვიდასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ძალიან იშვიათად გვაქვს ამგვარი რწმენა, რომ ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ მას და ვღალატობთ იმ „ახალ ცხოვრებას“, რომელიც მოგვენიჭა, და რომ არსებითად ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და თითქოს ამ ერთადერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენთვის არავითარი აზრი არ ჰქონდეს? ყოველივე ამის მიზეზი ჩვენი სისუსტეა, რადგანაც შეუძლებელია ჩვენთვის მუდამ „სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით“ ცხოვრება იმ დონეზე, რომელზეც ქრისტემ აღგვიყვანა, როცა გვითხრა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა“ (მთ. 6, 33). ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება ეს, იმდენად ჩაძირულნი ვართ ყოველდღიურ საზრუნავში. და ამ დავიწყების გამო ვსუსტდებით. ამ დავიწყების, ცოდვით განუწყვეტელი დაცემის გამო ჩვენი ცხოვრება კვლავ „ძველია“, - წვრილმანი, ბნელი, ყოველგვარ აზრს მოკლებული:უაზრო აღსასრულისკენ მიმავალი უაზრო მოგზაურობა. ჩვენ სიკვდილიც კი გვავიწყდება, ის კი მოულოდნელად, ჩვენი სასიამოვნო ცხოვრების ლამის შუაგულში გვპოულობს: საშინელი, გარდაუვალი, უაზრო. ზოგჯერ კი შევიგნებთ ხოლმე ჩვენს სხვადასხვა „ცოდვას“ და ვინანიებთ კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეძლევით იმ ახალ ცხოვრებას, რომელიც ქრისტემ განგვიცხადა და გვიწყალობა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე არც არასდროს მოსულა ქვეყნად. ეს ერთადერთი ნამდვილი ცოდვაა, უღრმესი ტრაგედია და სევდა ჩვენი ნომინალური ქრისტიანობისა. თუ ჩვენ ამას მივხვდებით და ვაღიარებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, თუ რა არის აღდგომა და რატომაა აუცილებელი მის წინ დიდი მარხვა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, რომ ეკლესიის ყველა ლიტურგიკული ტრადიცია, მთელი მისი საღვთისმსახურო ციკლი, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ კვლავ დაგვეხმაროს იმ ახალი ცხოვრების დანახვასა და გემოსხილვაში, ცხოვრებისა, რომელსაც ასე ადვილად ვშორდებით და ვღალატობთ, რათა მონანიებით კვლავ დავუბრუნდეთ მას. როგორ შეიძლება გვიყვარდეს და გვსურდეს იმის მიღება, რასაც არ ვიცნობთ? როგორ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე მაღლა დავაყენოთ ის, რასაც არ ვიცნობთ, სიხარული, რომელიც არ გვიგრძვნია? ერთი სიტყვით, როგორ შეგვიძლია ვეძიოთ სასუფეველი, რომლის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ გვქონია? დასაბამიდან და დღემდე საეკლესიო ღვთისმსახურება ერთადერთი შესასვლელია ამ სასუფეველში, ახალ ცხოვრებასთან ზიარებაა. ეკლესია თავისი ლიტურგიკული ცხოვრების საშუალებით გვიცხადებს იმას, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (1 კორ. 2,9). პასექი ამ ლიტურგიკული ცხოვრების ცენტრია, მისი გული და მწვერვალია, მზეა, რომლის სხივები ყველგან აღწევს. ყოველ წელიწადს იხსნება კარი ქრისტეს სასუფევლის ბრწყინვალებისკენ, გვეძლევა წინასწარი შეგრძნება ჩვენთვის აღთქმული მარადიული სიხარულის, მთელი ქვეყნიერების აღმვსები დიდებისა და გამარჯვებისა: „სიკვდილი აღარ არსებობს“. მთელი საეკლესიო ღვთისმსახურება აგებულია აღდგომის დღესასწაულის ირგვლივ: ამიტომაც საწელიწადო სალიტურგიო წრე, დღესასწაულთა და მარხვათა მიმდევრობა აღდგომისაკენ მიმართულ მოგზაურობდა წარმოგვიდგება. ეს დასასრულია, რომელიც ამავე დროს, დასაწყისიცაა: ყოველივე ძველის დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი, ქრისტეს მიერ განცხადებულ სასუფეველში ამა სოფლიდან განუწყვეტელი გადასვლა. მაგრამ ძველი ცოდვიანი და წვრილმანი ცხოვრების დამარცხება და შეცვლა არც ისე ადვილია. სახარება ადამიანისაგან ითხოვს ძალისხმევას, რომლისთვისაც იგი თავსი ჩვეულებრივ მდგომარეობაში სრულიად უძლურია. ჩვენ უხილავთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ: ახალი მიზნის, ცხოვრების, ახალი წესისაკენ მოგვიხმობენ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. თვით მოციქულებმაც კი, როცა მოძღვრის სწავლებას ისმენდნენ, გაოგნებულებმა იკითხეს: „ვითარ შესაძლებელ არს ესე?“ („როგორაა ეს შესაძლებელი?“). მართლაც, არაა ადვილი უარის თქმა ცხოვრების წვრილმან იდეალზე, რომელიც ყოველდღიური საზრუნავისაგან, ცხოვრებისეული სახსრების მუდმივი ძიებისაგან, სიამოვნებებისაგან შედგება - ყველაფრისგან, რაც ასე შორსაა ჩვენი ნამდვილი მიზნის - სრულყოფილებისაგან: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48). სოფელი ესე მთელი მისი „მასმედიით“ გვეუბნება: იყავით ბედნიერნი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ქრისტე კი სახარების მიერ გვეუბნება: იარეთ ბრძოლისა და ტანჯვის ვიწრო გზით, რადგან ეს ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გზაა. ეკლესიის დახმარების გარეშე როგორ უნდა გავბედოთ ეს საშინელი არჩევანი, როგორ შევძლოთ მონანიება და იმ ნათელ და სიხარულით აღსავსე აღთქმასთან დაბრუნება, რომელსაც ყოველწელიწადს აღდგომის დღეს გვაძლევს ეკლესია? სწორედ ამისთვისაა საჭირო მარხვა. ეს დახმარების ხელია, რომელსაც ეკლესია გვიწვდის; სინანულის სკოლაა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შევხვდეთ აღდგომას, არა მხოლოდ როგორც ჭამის, სმისა და დასვენების ნებართვას, არამედ როგორც ჩვენში არსებული „სიძველის“ ნამდვილ აღსასრულსა და ახალ ცხოვრებაში შესასვლელს. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მარხვის უმთავრესი ამოცანა იყო კათაკმეველთა, ანუ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა მომზადება ნათლისღებისათვის, რომელიც სააღდგომო ლიტურგიისას სრულდებოდა. მაგრამ მაშინაც, როცა ეკლესია იშვიათად ნათლავს მოზრდილებს, და როცა თვით კათაკმვლობის ინსტიტუტი (დაწესებულება) აღარ არსებობს, დიდი მარხვის მთავარი მნიშვნელობა იგივე რჩება. რადგანაც მიუხედავად ამისა, რომ მონათლულები ვართ, ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ და ვღალატობთ იმას, რაც ნათლისღებისას მივიღეთ. ამიტომაც აღდგომის დღესასწაული ჩვენი ყოველწლიური დაბრუნებაა ჩვენ საკუთარ ნათლისღებასთან, დიდი მარხვა კი გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის, განუწყვეტელი ძალისხმევისთვის, რომელიც პასექისაკენ, ქრისტეს მიერ ახალ ცხოვრებაში საბოლოო გადასვლისაკენ მიგვიძღვის. ჩვენ ვნახავთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ სახეს, შეგონებისას, თითქოს კვლავ ნათლისღებისათვის მომზადებას გულისხმობდეს. მაგრამ ეს არაა წარსულის „არქეოლოგიური“ ნაშთები, არამედ ჩვენთვის ნამდვილად არსებითი რამ. ამიტომაც დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება და გვძენს იმას, რაც მოგვეცა მაშინ, როცა ჩვენი ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვდექით. მოგზაურობა, მომლოცველობა! მაგრამ როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, - სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
tamuna m |
Feb 11 2010, 01:42 AM
პოსტი
#22
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე) ჩვენი სუფრა შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარადკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება. მის შემდგომ შვიდეულში ეკლესია მოითხოვს ნაწილობრივ მარხვას, ანუ ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას. ეს მოთხოვნა უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ითქვა მარხვისათვის მომზადების შესახებ. ეკლესია უკვე ამთავრებს მორწმუნეთა მომზადებას იმ მოსაგრეობისათვის, რომელიც გველის შვიდი დღის შემდეგ. ეკლესიას თანდათანობით შევყავართ ამ მოსაგრეობის დასაწყისში, რადგანაც იცის ჩვენი არამდგრადობის შესახებ და წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სულიერ უძლურებას. სახარება მათესაგან (25, 31-46) 31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; 32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, 33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. 34. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. 35. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; 36. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. 37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? 38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? 39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. 41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, 42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; 43. უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. 44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? 45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. 46. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.“ შეგვამზადებს რა დიდმარხვის დღეებისათვის, წმიდა ეკლესია აწინდელ სახარებაში ჩვენს თვალთ წარმოუდგენს ღმერთის საშინელი სამსჯავროს სახეს, და წარმოუდგენს ისე, როგორც მას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოსახავდა; და ამით სინანულისაკენ აღგვძრავს ჩვენ ყველას, შეცთომილთა და ცოდვებში ჩაფლულთ. წინა დღე, ხორციელის შაბათი-მიცვალებულთა ხსენების დღეა., ეკლესია აღასრულებს „სასოებითა მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა გარდაცვალებულთა“ („მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების იმედით გარდაცვლილთა“) ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი. მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“,http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/samsjavro1.htm http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/samsjavro2.htm) პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანიდიდი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#4 ხორციელის კვირიაკე - საშინელი სამსჯავროს ხსენება http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...b/samsjavro.htm წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kronshta.../khortsieli.htm არქიმანდრიტი რაფაელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/rafaeli_samsjavro.htm დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/amfiteat.../khortsieli.htm წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kronshtad_khortsieli.htm წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khortsieli1.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khortsieli2.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khortsieli.htm პატრიარქი ილია II http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/khortsieli.htm http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...b/samsjavro.htm დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი სრულდება ყველიერის კვირით. (ხსენება ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე.) ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა. შენდობის დღეს წირვაზე იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან: 14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 21. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა. საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით. ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასგან ითხოვს შენდობას, ანუ პატიებას, თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს. ყოველი ქრისტიანი უნდა ეცადოს, მარხვის დაწყების წინ მიიღოს შენდობა ეკლესიისაგან, მშობლებისაგან, შვილებისაგან, ყველა ახლობელისაგან და განსაკუთრებით იმათგან, ვინც მასზე გულძვირადაა თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას, რაც გვევალება მის მიმართ. გვევალება კი განუზომლად მეტი იმაზე, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე, როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ ყველიერის ხუთშაბათს ყოველთვის ვდღესასწაულობთ ღირსი მამის შიო მღვიმელის ხსენებას. ყველიერის შაბათს არის ხსენება ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინვებულთა. წმინდანები, რომელთა მაგალითს ჩვენც უნდა მივსდიოთ, გვასწავლიან ძნელ გზას, მარხვისა და სინანულის ძნელ ხელოვნებას. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#5 გ) ყველიერის კვირა. ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრეფა. http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...rkhvisatvis.htm უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/09-03-2003.htm წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/kvelieri1.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/kvelieri2.htm კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) სიტყვა ღირსი მამის შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს http://www.orthodoxy.ge/tserilebi/leonide/shio1.htm http://www.orthodoxy.ge/tserilebi/leonide/shio2.htm მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) http://www.orthodoxy.ge/tserilebi/sergi_shendoba.htm დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება. მარხვისა და ურთიერთშენდობისათვისhttp://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/markhva.htm არქიმანდრიტი რაფაელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/rafaeli_samsjavro.htm წმიდა იოანე ბოლნელი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/bolneli_kvelieri.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი