სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
Ismail |
Feb 11 2010, 12:12 PM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხალხი ძეგლს უდგამს იმ ადამიანებს, ვისი მოღვაწეობა, ნამოქმედარი, განვლილი გზა, დამსახურებები და ვის მიერ წამოწეული იდეოლოგია თუ მსოფლმხედველობაც ამ ხალხისთვის ფასეულობას და გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს; აგრეთვე იმ მოვლენებს (ომი, დემონსტრაციის დარბევა, მეცნიერული აღმოჩენა...), რომლებიც ერისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, საამაყო ქმედება ან სხვაგვარად ერისთვის დადებითად, კარგად გამორჩეული ფაქტი იყო.
სტალინის მოღვაწეობა, მისი ნამოქმედარი და იდეოლოგია, დღეს ქართველი ხალხისთვის საძრახისი და დასაგმობია. შეიძლება ძეგლი დავუდგათ სტალინის მიერ დახვრეტილ ხალხს, მის ეპოქას შეწირული ადამიანების ხსოვნას, მაგრამ სტალინის ძეგლს შეუძლებელია ის დანიშნულება ჰქონდეს, რაც ზოგადად ძეგლს აქვთ. მეტიც, სტალინი საქართველოსთვის წარმოადგენს არათუ ღირებულების არმქონე ფიგურას, არამედ მკვეთრად უარყოფით პიროვნებას ქვეყნის ისტორიაში. მაგალითად ესტონელებისთვის მეორე მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ფასეულობას არ წარმოადგენს და იმიტომაც აიღეს უცნობი ჯარისკაცის ძეგლი. ქართველები აქამდ არ მივსულვართ (საბედნიეროდ) და მეორე მსოფლიო ომში ბრძოლა და გამარჯვება ჩვენთვის დღესაც დასაფასებელი მოვლენაა. შესაბამისად, უცნობი ჯარისკაცის ძეგლიც გვაქვს და 9 მაისსაც აღვნიშნავთ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტალინის ძეგლის აღება სრულიად ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება. თუმცა: მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე (შეიძლება ვცდები) მაინც ვხედავ სტალინის ძეგლის არაღების გარკვეულ გამართლებას. იქნებ იგი დავტოვოთ უბრალოდ რუსეთისა და მის მიერ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულების ხსოვნის სიმბოლოდ და იქნებ ეს ძეგლი იყოს გარკვეული სამუზეუმო ექსპონატის ფუნქციის მატარებელი და არ აღვიქვათ ხოლმე იგი იმ ტრადიციულ ჭრილში, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი (ფასეულობისადმი დადგმული ძეგლი).თქვენ მიპასუხებთ, მაშინ მუზეუმში გადავიტანოთო, მაგრამ იქნებ სადაც დგას იქ უფრო ჰქონდეს მის დგომას "მუღამი"? აგრეთვე იქნებ მომავალში გარკვეული ტურისტული ფუნქციაც შეიძინოს ამ ძეგლმა (საზღვარგარეთ ხომ საქართველოს ხშირად სტალინით იცნობენ ). მოკლედ, ღირს დაფიქრება... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი