![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Ismail |
![]()
პოსტი
#1
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
![]() თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ![]() ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ნანინა
ციტატა თავისთავად ნაცვალსახელის ფუნქცია ხო სახელის ჩანაცვლებაა, აქ კი ორივე ერთად გვხვდება სოფ, ეგ არის საწყისი. ანუ მასე "იწყებდნენ" ნაცვალსახელები განვითარებას ძველ ინგლისურშიც, ალბათ, ჯერ იქნებოდა that house და მერე მივიღეთ the house. ციტატა საინტერესოა საბას გარდა იქნება ალბათ სხვა მაგალითიც ვცდილობდი გამეხსენებინა გიორგი მთაწმინდელისეულ სახარების თარგმანში რამე, მაგრამ ვერ ვიხსენებ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
![]()
პოსტი
#3
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
ციტატა საინტერესოა საბას გარდა იქნება ალბათ სხვა მაგალითიც როგორ არა კაცო, საბასი რა მოგახსენოთ და, უფრო ადრე, შუშანიკის წამებაში მგონი არტიკლის გარეშე არც იხმარება არსებითი სახელები... აბა გდახედეთ ერთი... არტიკლსა და ჩვეულებრივ ნაცვალსახელს შორის აქ განსხვავება შეიძლება პირობითი იყოს. მაგრამ როდესაც ნაცვალსახელის ხმარებას მუდმივი ხასიათი აქვს, ეს უკვე არტიკლია. მაგალითად ჩვენ თხრობისას ყველა არსებით სახელს ნაცვალსახელს არ ვურთავთ ხოლმე, მაგრამ თუკი ძველად ყველას ურთავდნენ, შესაბამისად, ეს არტიკლი ყოფილა. უფრო სწორად, თუ იმას, რაც ქართულში არსებობდა, არტიკლს დავარქმევთ, გამოდის, რომ არსებობდა მხოლოდ განსაზღვრული არტიკლი, განუსაზღვრელი არტიკლი კი არ იყო. მაგალითად: "უხეთქნა ასტამი". ასტამთან ავტორი არ ამბობს მხოლოდ "ასტამი". მაგრამ ავტორს რომ ეს გაემეორებინა, მაშინ უკვე იტყოდა: "იგი ასტამი", "მით ასტამით", "მას ასტამს" ან სხვაგავრად, ბრუნვიდან გამომდინარე. არ ვიცი, თავგამოდებით ვერ დავამტკიცებ, რომ ის რაც ქართულში იყო, აუცილებლად არტიკლია. მაგრამ არტიკლს კი ძალიან გავს და... ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი