ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 10 2010, 09:12 PM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
ციტატა ქართულში არ გვხვდედება და საერთოდ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში რა ხდება ამ მხრივ? იბერიულ-კავკასიურ ენებში, რამდენადაც ვიცი, არტიკლი არ არის. ქართულს აქვს არტიკლის ჩანასახი, კერძოდ გვიანფეოდალური ქართულისთვის მახასიათებელია ნაცვალსახელის გამოყენება არტიკლის ფუნქციით: მან მეფემან ბრძანა... მივიდნენ და ჰკითხეს მას ყადს... აქ ნაცვალსახელებს აქვთ არტიკლის ფუნქციური ნიშანი აქვე უნდა ითქვას, რომ ინდოევროპულ ენებშიც არტიკლი ნაცვალსახელიდან განვითარდა: რომანულ ენებში არსებული il, le, la... მიღებულია ლათინური ille, illa-დან რაც ითარგმნება როგორც "ის" გერმანიკულ ენებში არსებული the, die, das, det... მიღებულია ძველგერმანული dhet-იდან (თანამ. ინგლ. that), რაც ითარგმნება აგრეთვე, როგორც "ის". როგორც ჩანს, ევროპეიზაციის ფონზე ქართულ ენასაც ჰქონდა "მცდელობა" არტიკლი ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ეს აღარ მოხდა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 11 2010, 12:51 PM
პოსტი
#43
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
აქვე უნდა ითქვას, რომ ინდოევროპულ ენებშიც არტიკლი ნაცვალსახელიდან განვითარდა: რომანულ ენებში არსებული il, le, la... მიღებულია ლათინური ille, illa-დან რაც ითარგმნება როგორც "ის" გერმანიკულ ენებში არსებული the, die, das, det... მიღებულია ძველგერმანული dhet-იდან (თანამ. ინგლ. that), რაც ითარგმნება აგრეთვე, როგორც "ის". გერმანულ ენაში ჩვენებითი და კუთვნილებითი ნაცვალსახელის ბრუნებისას ბრუნვის ნიშნები ზუსტად ემთხვევა არტიკლის ბრუნებისას მიღებულ დაბოლოებებს, განსხვავებით არსებითი და ზედსართავი სახელების ბრუნებისა, რომლებიც სულ სხვაგვარად იბრუნება. კანონისტი Ismail და მერე "შუშანიკის წამებაში" სად წერია არტიკლს მიმსგავსებული ნაცვალსახელები? როგორ არა, "მან ყმამან", "მას კაცს", არ წერია?.. მე მახსოვს რომ წერია... ახლა არ მაქვს აქ და ვერც ინტერნეტში ვნახულობ სადმე. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 05:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი