სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Feb 9 2010, 09:03 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
პირველად დავიწყებ მამუკა თავაქარაშვილით (თავაქალაშვილი).
“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის” უძველეს თარიღიან ხელნაწერად. თავაქარაშვილები ძველი დროიდან მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს. მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები (თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს (1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა (ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა; პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საუთებში აღარ მოსჩანს” (1). მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634 წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე იგი ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას. სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ პოეტსა და მწერალს მფარველობდა. მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა “ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი” (2). იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. ხელნაწერი იწყება ლევან დადიანის პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაწერა. (ზემოთ – ლევან დადიანის პორტრეტი. ქვემოთ – რუსთაველი კარნახობს თავაქარაშვილს) ![]() ხელნაწერი 39 მინიატურითაა შემკული. მინიატურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. (თავად მამაუკა თავაქარაშვილი) ![]() შოთა რუსთაველი ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| სოფი |
Feb 11 2010, 09:24 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა მე-4 პოსტში ნადირობის სცენა მგონი არაა თავაქარაშვილის?) ციტატა ყველაზე მდიდრული და უხვად ილუსტრირებული ხელნაწერი მეთვრამეტე საუკუნეშია შესრულებული. ხელნაწერი ორი უცნობი ქართველი ოსტატის მიერაა დასურათებული და 87 მინიატურას მოიცავს. http://www.youtube.com/watch?v=4SQ24OKNQI4 ვაა.. არ მქონდა ნანახი,ახლაღა ვიხილე. მე-18? აქ რო მე-17 აწერია? 17th century miniatures by anonym. მამუკასიც ხო XVII საუკუნის მინიატურებია,მაგიტომაცაა ალბათ მაგ ვიდეოში ნაჩვენები და ჩემს მიერ დადებული ნადირობის სცენა ერთი და იგივე. -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი ილუსტრაციები Feb 9 2010, 09:03 PM
სოფი 1647 წელს მამუკამ გად... Feb 9 2010, 09:45 PM
tamuna m სოფ, როგორ გამახარ... Feb 9 2010, 10:38 PM
სოფი tamuna m
:) :მპუა:
მამუკა ... Feb 10 2010, 09:13 PM
სოფი ნახეს მზისა შესაყრ... Feb 10 2010, 10:02 PM
tamuna m ჯერ ინფორმაციას და... Feb 10 2010, 10:21 PM
tamuna m ეს უცნობი მხატვარი... Feb 10 2010, 10:48 PM
qetevani-82 სოფიი რა კარგი თემ... Feb 11 2010, 05:57 PM
qetevani-82
არ ვიცი, შეიძლება ... Feb 12 2010, 01:34 AM
tamuna m ნამდვილად მამუკას... Feb 12 2010, 02:05 AM
KAIROS ქალთა ჯგუფში პირვე... Feb 12 2010, 03:22 AM
tamuna m
ქალთა ჯგუფში პირვ... Feb 12 2010, 01:51 PM
qetevani-82 tamuna m
ახლა ვნახე 1966 წე... Feb 12 2010, 05:12 PM
tamuna m qetevani-82
უცნაურია, ინტე... Feb 12 2010, 05:32 PM
qetevani-82 tamuna m
მგონი არც ისე ძ... Feb 12 2010, 06:09 PM
tamuna m qetevani-82
კი, მაგას დავა... Feb 12 2010, 06:13 PM
qetevani-82
ორნამენტები თუ გა... Feb 12 2010, 06:19 PM
tamuna m ბავშვებო, აქ ოთხთა... Feb 19 2010, 05:31 PM
tamuna m პასუხი არავინ გამც... Feb 22 2010, 04:52 PM
qetevani-82 tamuna m
კარგი გოგო ხარ :*... Feb 22 2010, 08:55 PM
სოფი XVIII ს.–ის მინიატურა, ... Feb 28 2010, 08:07 PM
ქევანა სოფი
სოფ, არ გააგრძ... May 9 2010, 08:38 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2026 - 07:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი