ჭედური ხელოვნების ოსტატები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჭედური ხელოვნების ოსტატები |
სოფი |
Feb 11 2010, 09:46 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებ
ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები. ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია. და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Feb 11 2010, 10:34 PM
პოსტი
#22
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ბექა ოპიზარს შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1895, როცა ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რაიონის სოფ. წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა "... ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა".
ბეშქენ ოპიზრი ბექას უფროსი თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე საუბარი მხოლოდ ერთი ნიმუშის, ბერთის სახარების მოჭედილობის მაგალითზეა შესაძლებელი. ოსტატის სხვა ნახელავი არაა შემორჩენილი. XII ს., ბერთის სახარების ზედა ყდა ბერთის სახარების ქვედა ყდა ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა (ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". ყდის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი