პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
qristiani gio |
Feb 4 2010, 08:04 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 29-January 10 წევრი № 8,072 |
მაინტერესებს თქვენი თვალსაზრისი ინტერნეტში განთავსებული სხვადასხვა ფასიანი პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვიწერთ და შეგვყავს ვიღაცის მიერ ,,მოპოვებული" ან გატეხილი ლიცენზია, ხომ არ შეიძლება ამით ჩვენ ქურდობის თანაზიარი გავხდეთ? |
ikanosi |
Feb 8 2010, 05:11 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ლეონტი
პირიქით არა? უცებ დიდთან შეჭიდება? -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Feb 12 2010, 02:41 AM
პოსტი
#3
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ლეონტი პირიქით არა? უცებ დიდთან შეჭიდება? მამა ანდრიას ზემოთ მოყვანილი პოსტიდან გამომდინარე, არათუ უბრალო პროგრამები, არამედ თვით ოპერაციული სისტემებიც (ვინდოუსი, ლინუქსი, მაკი და ა.შ.) კი ლიცენზირებული უნდა გვეყენოს. საქართველოში ალბათ 98 % მოსახლეობას არალეგალური ვინდოუსი უყენია (არ ვგულისხმობ იურიდიულ პირებს, მხოლოდ ფიზიკურ პირებს), რამეთუ ლეგალური ვინდოუსი რამოდენიმე ასეული დოლარი ღირს, რისი გადახდის საშუალება მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გაგვაჩნია. თვითონ მამა ანდრიას, როგორც ვიცი ლინუქსი უყენია კომპიუტერზე და არა ვინდოუსი. ლინუქსი, მოგეხსენებათ ყველას (ვისაც არ მოგეხსენებოდათ, ახლა მოგახსენებთ), რომ არის ვინდოუსის ალტერნატივა, ჩვეულებრივი ოპერაციული სისტემა რომელიც უფასოდ ვრცელდება. მისი გადმოწერა ინტერნეტიდან და ვინდოუსის ნაცვლად დაყენება კანონის ფარგლებში ჯდება მთლიანად და აბსოლუტურად ლეგიტიმურ საქციელს წარმოადგენს. აგრეთვე, ლინუქსის პროგრამები, ვინდოუსის პროგრამებისაგან განსხვავებით უფასოა. თუ ვინდოუსზე რაიმე პროგრამის დასაინსტალირებლად გვჭირდება მწარმოებლისაგან სერიული ნომრისა თუ აქტივაციის კოდის ყიდვა, ლინუქსზე ყველაფერი უფასოა. ასე რომ არ გვჭირდება კეიგენის/კრეკის/პატჩის და ა.შ. გამოყენებით კანონის დარღვევა. შენ თქვი მცირე ცოდვასთან ბრძოლით დაწყება ჯობიაო და გეთანხმები, მაგრამ ხშირად ძალიან რთულია მცირე ცოდვასთან გამკლავებაც კი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლინუქსზე გადასვლა რთულია მოსახლეობისთვის, რადგანაც იგი განსხვავებულია ვინდოუსისგან და ხალხი კი ვინდოუსსაა მიჩვეული. მე რამოდენიმე ჩემს მეგობარს დავუყენე ლინუქსი და ვერაფერი ვერ გაუგეს. რომ მოენდომებინათ გაუგებდნენ, მაგრამ თავს რატომ აიტკიებდნენ ახალ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობაზე შესწავლით?! აგრეთვე, სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ლინუქსზე არ ინსტალირდება თამაშები. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სწორედ თამაშების გამო ყიდულობს კომპიუტერს. მესამე ასპექტი სირთულისა გახლავთ ის, რომ ლინუქსზე გადასვლა ვერ მოხერხდება მასობრივად, არამედ ზოგიერთი გადადის ლინუქსზე, ზოგიერთი კი ისევ ვინდოუსზე რჩება. როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან რაიმეს კომპიუტერთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ოპერაციული სისტემები. პირად მაგალითს გეტყვით: მე მეყენა ხოლმე ლინუქსი, მაგრამ 99.9 %-ს ვისაც ვიცნობდი ვინდოუსი ეყენა. ამიტომ როცა გამიჭირდებოდა ხოლმე რაიმე, ვერავის ვპოულობდი დამხმარეს. აი ეს სამი ასპექტია, რაც ართულებს მოცემული პრობლემის გადაჭრას. თუმცა არის მეოთხე ბევრად უფრო რთული ასპექტიც: თუ გვინდა ლეგალურად ვიქცეოდეთ და ვიძენდეთ ოფიციალურ ვინდოუსსა და სხვა სამომხმარებლო პროგრამებს მათი მწარმოებლეებისგან, ამისათვის გვჭირდება ძალიან დიდი თანხები.... მოკლეთ, დილემის წინაშე ვდგევართ: 1) ან რთული გზა (ლინუქსზე გადასვლა); 2) ან ძვირი გზა (წინდოუსისა და სამომხმარებლო პროგრამების ყიდვა); 3) ან არალეგალური გზა (პირატული ოპერაციული სისტემებისა და პროგრამების გამოყენება). ამ სამიდან არცერთის არჩევა არაა ადვილი, რადგანაც თითოეული მათგანი შეიცავს უარყოფით ასპექტს. ალბათ 1) და 2) ვარიანტებიდან უნდა ვაკეთებდეთ არჩევანს, მაგრამ ეს ძალიან რთულია... მერე პატარა ცოდვა უძახე ამას... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი