ჭედური ხელოვნების ოსტატები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჭედური ხელოვნების ოსტატები |
სოფი |
Feb 11 2010, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებ
ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები. ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია. და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
tamuna m |
Feb 12 2010, 08:09 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ციტატა ბედიის ბარძიმი გამახსენდა ნამდვილად! მინდა ვახსენო ქართული ჭედურობის ერთერთი უძველესი და ღირშესანიშნავი ნიმუში ზარზმის ფერისცვალების ხატი 886 წლით თარიღდება. ძალზედ დაზიანებულ მდგომარეობაშია რეფერატის დაწერა გვტხოვეს, რომ მივედით სანახავად გული მომიკვდა ფერისცვალების" ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIII) საუკუნეების ამბებია აღწერილი. ერთგან აქ ნათქვამია, რომ ზარზმის წინამძღვარმა "სრულყო ეკლესიაY და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაY". სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131x74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი. თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე. "ფერისცვალების" დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის "ფერისცვალების" ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.). ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი, რომელიც "ღირს იქმნა შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა". ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა. აი პერანგის ფრაგმენტები: -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი