IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჭედური ხელოვნების ოსტატები
სოფი
პოსტი Feb 11 2010, 09:46 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებsmile.gif


ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები.


ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში

IPB-ს სურათი

ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია.




და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა

IPB-ს სურათი


წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა

IPB-ს სურათი


წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Feb 12 2010, 08:09 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
ბედიის ბარძიმი გამახსენდა

ნამდვილად! wub.gif wub.gif wub.gif

მინდა ვახსენო ქართული ჭედურობის ერთერთი უძველესი და ღირშესანიშნავი ნიმუში ზარზმის ფერისცვალების ხატი 886 წლით თარიღდება. ძალზედ დაზიანებულ მდგომარეობაშია sad.gif
რეფერატის დაწერა გვტხოვეს, რომ მივედით სანახავად გული მომიკვდა
IPB-ს სურათი

ფერისცვალების" ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIII) საუკუნეების ამბებია აღწერილი. ერთგან აქ ნათქვამია, რომ ზარზმის წინამძღვარმა "სრულყო ეკლესიაY და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაY". სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131x74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი. თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე. "ფერისცვალების" დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის "ფერისცვალების" ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.). ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი, რომელიც "ღირს იქმნა შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა". ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა.

აი პერანგის ფრაგმენტები:

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
სოფი   ჭედური ხელოვნების ოსტატები   Feb 11 2010, 09:46 PM
სოფი   ბექა ოპიზარს შეუსრ...   Feb 11 2010, 10:34 PM
ეკატო   რა კარგი თემაა, კარ...   Feb 11 2010, 11:55 PM
tamuna m   ქართული ჭედური ხელ...   Feb 12 2010, 02:03 PM
qetevani-82   სოფიი რა კარგი გოგ...   Feb 12 2010, 06:36 PM
სოფი   ამაზე ყველასთვის ...   Feb 12 2010, 07:33 PM
tamuna m   ნამდვილად! :wub: :wub: :...   Feb 12 2010, 08:09 PM
qetevani-82   სოფი გელოდები :wub: ta...   Feb 13 2010, 06:09 PM
ქევანა   ოო, ძალიან კარგი თე...   Feb 13 2010, 06:26 PM
სოფი   ქევანა XVIII ს., ჩხარი...   Feb 13 2010, 08:22 PM
სოფი   XVI ს., შუამთა, ღმრთის...   Feb 15 2010, 08:51 PM
tamuna m   შუამთის ხახულის ღვ...   Feb 15 2010, 09:14 PM
სოფი   აგერ მცირე ინფოც: ...   Feb 15 2010, 11:28 PM
ქევანა   მამნე ოქრომჭედელი,...   Mar 1 2010, 02:14 PM
terra   ვენი ვიდი :)))   Mar 1 2010, 05:02 PM
tamuna m   XVIს. დასაწყისი არა? :...   Mar 1 2010, 05:46 PM
ქევანა   tamuna m ხო, სწორია, ეხლა ...   Mar 1 2010, 05:56 PM
tamuna m   საინტერესო იქნებო...   Mar 1 2010, 06:02 PM
სოფი   ქევანა ქეთ პირველ...   Mar 1 2010, 06:18 PM
ქევანა   გადმოატრიალე :) ადვ...   Mar 1 2010, 06:39 PM
KAIROS   ძალიან საინტერესო...   Mar 1 2010, 08:55 PM
სოფი   ქევანა უი,ეგ კი აღა...   Mar 3 2010, 11:02 PM
სოფი   http://s40.radikal.ru/i089/1003/6b/64e68c49a89f.jp...   Mar 8 2010, 01:33 PM
kinoteli   კობა გურული - 30 წლამ...   May 17 2010, 11:20 PM
თამარ   kinoteli ბატონო (თუ ქალბ...   Sep 20 2014, 12:12 AM
marine   "საჭრეთლით ამბობ...   Jul 8 2017, 11:41 AM
marine   "თლილი ქვით ნაგებ...   Aug 1 2017, 03:11 PM
marine   "ჯუმათის მონასტე...   Aug 1 2017, 03:35 PM
marine   "XI საუკუნის პირვე...   Aug 24 2017, 01:38 PM
marine   "მნიშვნელოვანია ...   Sep 4 2017, 10:39 AM
marine   "[ლაგურკის] ეკლეს...   Sep 22 2017, 11:42 AM
marine   "ერთი სახარება ბე...   Feb 11 2018, 07:55 PM
marine   "ჯუმათის მონასტე...   Jan 3 2020, 10:08 PM
marine   "XVII საუკუნეში საქ...   May 21 2020, 09:22 PM
marine   "დახელოვნებით მო...   Jan 29 2022, 06:51 PM
marine   "საქართველოში ჭე...   Feb 28 2022, 07:08 PM
marine   "თამარის დროს მოღ...   Mar 1 2022, 09:37 PM
marine   "ოქრომჭედლობის თ...   Mar 6 2022, 05:04 PM
marine   "უახლესი აღმოჩენ...   Mar 6 2022, 06:42 PM
marine   "განსაკუთრებით ბ...   Mar 7 2022, 12:34 PM
marine   "ძვ.წ. II ათასწლეულ...   Mar 7 2022, 01:04 PM
marine   "ეს მხატვრულ-სტილ...   Mar 8 2022, 03:09 PM
marine   "ოქროს მოსაპოვებ...   Apr 24 2022, 02:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი