IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბერი გაბრიელი, (ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან)
მარიამი
პოსტი May 13 2008, 04:19 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მამა გაბრიელზე სხვა თემაც არსებობს "მამათა გამონათქვამებში", მაგრამ ამ თემას ცალკე ვხსნი, რადგან მისი ცხოვრებიდან მინდა ეპიზოდები დავწერო და არა გამონთქვამები.
თუ მოდერატორები საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ შეაერთონ smile.gif


გაბრიელ ბერის ცხოვრება აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ:
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_g..._tskhovreba.htm

ესეც ერთი მოგონება:
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/gabrie...khovrebadze.htm


მამა გაბრიელზე უამრავი მოგონება მაქვს კომპში, რამდენიმეს გადავხედე დღეს (ძირითადად მოკლეებს, რადგან გრძელი ტექსტების კითხვა შედარებით რთულია მონიტორიდან) და აქ შემოგთავაზებთ smile.gif

* * *

გაბრიელ ბერი მასთან მიმსვლელის ყოველ დაფარულ საქმეს და განზრახვას ცნობდა, გონებისა და გულის აზრებს კითხულობდა. მისი ნათქვამი სიტყვა არ გაცუდდებოდა, ვისაც დალოცავდა, მისი საქმე კეთილად წარიმართებოდა. რჩევისათვის მისული ადამიანები იკურნებოდნენ, მშვიდდებოდნენ.

მამა გაბრიელს უცნობი ქალბატონი ესტუმრა და ახლობლისთვის საჩუქრად ხატი სთხოვა. გაკვირვებულმა, შიშით შევხედე ამ ქალბატონს, როგორ გაუბედა ამის თქმა-თქო, რადგან გაბრიელ ბერს არ უყვარდა ხატების ტყუილუბრალოდ გაჩუქება. ამ ქალბატონს კი მაშინვე ჩამოუღო ღვთისმშობლის ხატი. ქალბატონი გაოცებული აკვირდებოდა ხატს. ამ დროს მამა გაბრიელმა ჯვარიც ჩამოიღო და ისიც აჩუქა. მაშინ კი მუხლებზე დაემხო სტუმარი და მამა გაბრიელს მიმართა: - ნუთუ თქვენ გონებისა და გულის აზრებს კითხულობთ? ამ წუთს გავიფიქრე, ნეტავი ეს ჯვარიც მაჩუქოს-თქო და შემისრულეთ!


* * *

გულში, ჩუმად, ღვთისმშობლის ტროპარს ვლოცულობდი, დავამთავრე და „ამინ“ მითხრა მამა გაბრიელმა. პირველად ვერ მივხვდი, მაგრამ მეორედ და მესამედ რომ ვილოცე და კვლავ „ამინ“ მითხრა, მაშინ მივხვდი, რომ გულისა და გონების აზრებს კითხულობდა.


* * *

ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აჩუქეს მამა გაბრიელს. შუადღე გადასული იყო. ძლიერ გახარებია. უთქვამს: „ღვთისმშობელი ტყუილად არავისთან მივა“. ბინდდებოდა, წყალმანკის მძიმე სნეულებისაგან საწოლს მიჯაჭვული ბერი გაბრიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა და მიულოცა არქიმანდრიტის ხარისხში აყვანა. რადგან იგი მუდამ გაურბოდა ადამიანთა მხრიდან პატივს და დამცირებას არჩევდა, კათოლიკოსმა სიტყვის თქმა არ აცალა, უკვე ნაკურთხი ხარო. მთელი მონასტერი საღმრთო სიყვარულით აღივსო და სიხარულით ულოცავდნენ გაბრიელ ბერს. მეორე დღეს კი მუცლიდან წყალი გაუქრა. ამ ფაქტის გამო გაოცებული ექიმი ამბობდა, რომ ჯერ არავის უნახავს „ცეროზი“ შეჩერებულიყოს, მუცლიდან წყალი კი გამქრალიყოსო და გაბრიელ ბერს ეკითხებოდა ღიმილით, წყალი რა იქნაო?


* * *

გაბრიელ ბერი კელიის წინ იჯდა და ამბობდა: დღეს საბერძნეთი დაიჩოქებს! მართლაც, ცოტა ხანში ათონის მთიდან ჩამოსული ორი ბერძენი ბერი ესტუმრა. დიდი სიყვარულით მიიღო, დალოცა და მათი სახელობის ხატები აჩუქა. ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარი მუხლებზე დაემხო. გაბრიელ ბერმა თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა: - როგორ გაიფიქრე! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა? ამის გაგონებაზე მუხლმოდრეკილი ბერძენი ბერი გაკვირვებული დარჩა, მამა გაბრიელს შენდობა სთხოვა და აღიარა: - აი, ახლა, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: - ღვთისმშობელო, როგორ მიგიტოვებია საქართველო. ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე. შემდეგ კი მამა გაბრიელს ისევ შენდობა სთხოვა. - ძმაო, მე კი ნუ მთხოვ, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე, - დაუყვავა გაბრიელ ბერმა, მოეფერა და გულში ჩაიკრა. - ჩვენთან წამოდი – ათონზე, ასეთი დიდი ბერის ადგილი სწორედ იქ არის, – მიიწვია ათონელმა. ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, - უპასუხა მამა გაბრიელმა.


* * *

იერუსალიმის რუსული მონასტრიდან სტუმრად იღუმენია და ორი მონაზონი ჩამოვიდა. სიწმინდეები მოილოცეს და გაბრიელ ბერთან შესვლა ითხოვეს. სათითაოდ შემოვიდნენო, – თქვა მამა გაბრიელმა, ხოლო მისი კელიიდან გამოსულები აცრემლებულნი ამბობდნენ: - ასეთი დიდი მამა ჩვენ არ გვინახავს და არცა გვყავს!
მთელი ქვეყანა ლოცვით მოვიარეთ და აქ რომ ვიგრძენით ასეთი დიდი მადლი არსად გვიგვრძვნია? აქ იერუსალიმის მადლი ტრიალებს. ეს ნამდვილად მეორე იერუსალიმია!


* * *

ერთ დიდი ხნის ნაცნობს რამდენიმე კაცი მიჰყავდა მამა გაბრიელთან და გზაში ეუბნებოდა მათ, რომ წმიდა მამაა და არაფერს ჭამსო. სტუმრები რომ მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ყვირილი დაიწყო და უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამდა. ჯამს ეცა და გაიძახოდა: - დღეს რაღაც მგელივით მომშივდა! ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს, ეს ვინ ყოფილაო და წავიდნენ. გაბრიელ ბერმა ნაცნობს უთხრა: ­ შვილო, ერთი წმინდა მამა იყო და ერთი უგუნური მოწაფე ჰყავდა. მოწაფემ წმინდა ბერი ხალხთან აქო და ადიდა. შემდეგ კი ხალხი ჩაიყვანა და დაუყენა წინ. ამ მოწაფის სახით ბოროტს უნდოდა ბერის ორმოცწლიანი ღვაწლი ერთ წამში წყალში ჩაეყარა.


* * *

გაბრიელ ბერი თავისი კელიის წინ იდგა. მივედი და ლოცვა-კურთხევა ავიღე. მითხრა: - აქ დამელოდე, სატრაპეზოში შევალ და ეხლავე დავბრუნდები. ფეხი არ მოიცვალო აქედან. ვიდექი და ჩემს პირდაპირ, ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. ჩემთვის გავიფიქრე: - ბოლო ჟამს წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ, ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ეს მთები გადასწიოს ან გადმოსწიოს? რა კარგი იქნება, თუნდაც ჩემი გულისთვის რომ გააკეთოს ეს. ვერც კი გავიგე, ამ დროს როგორ მოვიდა მამა გაბრიელი. ის ფიქრები გადამავიწყდა და მას შევხედე... მამა გაბრიელი დაჟინებით მიყურებდა და ბოლოს მითხრა: - გინდა, ეხლა მე აი, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ და ამას შენი გულისთვის გავაკეთებ, გინდა? იმ მომენტში ძალიან შემეშინდა და არა, არ მინდა მეთქი ვუთხარი. მან კი განაგრძო: - მაგრამ რაში გჭირდება შენ ეს? გულში გავიფიქრე, რომ მთების გადაწევისას არ დაიმსხვრეს ყველაფერი და ამის გაფიქრებაზე მომიგო: - ნუ გეშინია, არაფერი დაინგრევა, თუ გინდა, გადავწევ ამ მთებს. აი, პირდაპირ შენს თვალწინ! ძალიან შემეშინდა და არ მინდა-მეთქი ვუთხარი. მერე კი თავი ჩავღუნე და მაინც ეჭვი შემეპარა. როცა ავიხედე, მამა გაბრიელი ტიროდა. მითხრა: - რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ სასწაული ისაა, როცა ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებაა!



* * *

დიდმარხვის წინ, მიტევების დღეს, აუცილებლად ჩამოვიდოდა ტაძარში, ამბიონზე მუხლს მოიყრიდა, შენდობას ითხოვდა და მოგვამრთავდა: - სიყვარულით გაგვეტარებინოს ყოველი დღე! თუ ვინმეს განურისხდებოდა და ისე დაღამდებოდა, რომ შენდობაზე არ მოვიდოდა – თვითონ აკითხავდა და სთხოვდა: – მაპატიე თუ რაიმე გაწყენინე.


* * *

გაბრიელ ბერთან მოდიოდნენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები და კურთხევას სთხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი ყველას მართლმადიდებლად მონათვლის სურვილი უჩნდებოდა.


* * *

მძიმედ სნეული გაბრიელ ბერი საწოლში იწვა, როდესაც მითხრა:

- ახლა შავნაბადაზე მივდივარო.

მე ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემდაუნებურად შევეკითხე: - იყავი შავნაბადაზე? მიპასუხა: - ვიყავი, ყველანი კარგად არიან და ტრაპეზობდნენ, როცა მივედიო. - შენ არ გამოჩნდი-მეთქი? – ვკითხე და - არაო, - მიპასუხა, თან დაამატა: - რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. ამასთან, მეც არ მინდოდა გამოჩენა. - მამა შიო რას აკეთებდა-მეთქი? - ვკითხე და მიპასუხა: - ხალხს ითვლიდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ მამა შიო მოვიდა გაბრიელ ბერის სანახავად. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი მოიკითხეს, მამა შიოს ვკითხე, ბევრნი იყვნენ თუ არა შავნაბადას მონასტერში, რაზედაც მიპასუხა: - რა ვიცი, იმდენი მოდიან და მიდიან, რომ ვეღარ ვგებულობ. მხოლოდ ტრაპეზზე ვითვლი ხალხსა.

მამა გაბრიელმა ჩემს კითხვასა და მამა შიოს პასუხზე ღიმილით გადმომხედა.

სხვა დროს, როცა მითხრა: ­ მარტყოფის მონასტერში მივდივარო, ­ გაკვირვებით და ინტერესით დავუწყე ყურება. ნახევარი საათის შემდეგ ვკითხე: ­ იყავით-მეთქი? მიპასუხა: ­ ვიყავიო. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მონასტრულიო. იმ ადამიანმა, გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დატოვა მონასტერი.


* * *

„მამა გაბრიელს სისხლი ჩემი ხელით ავუღე, ნათიასთან ერთად. რაიმე კონსერვანტი არ დაგვიმატებია. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოვათავსეთ, განსაკუთრებული სტერილობის, ან დაბალი ტემპერატურის პირობებში არ ინახებოდა. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ 4 წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, სისხლი არც შედედდა, არც გაიხრწნა, არც ჰემოლიზი განიცადა. სისხლის ანალიზი, რომელიც სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთდა, ადასტურებს ზემოაღნიშნულს.

რა ფენომენია ეს – უბრალო შემთხვევითობა, თუ კანონზომიერება?! შეიძლება, განსაკუთრებულ ასკეტურ პირობებში ცხოვრებით და ღვთის მადლით შეიძინა სისხლმა გაუხრწნელობის უნარიც, ჩემი აზრით, ეს ასეა. გაივლის დრო და ყოველივე გაცხადდება. მეცნიერულად ამ მოვლენის შესწავლა, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.“
ექიმი ზურაბ ვარაზაშვილი



* * *

ზოგჯერ პირდაპირ გეტყოდა სათქმელს, ზოგჯერ კი მის ნათქვამს ვერც მიხვდებოდი. შეიძლება იმ წუთში განსაკუთრებული ყურადღება არც კი მიგექცია, ან გეფიქრა, ეს რისთვის თქვაო? გადიოდა დრო და ამოტივტივდებოდა მამა გაბრიელის ნათქვამი. მაშინღა ხვდებოდი, რომ ის სწორედ შენ გეხებოდა, შენს საქციელს, ან შენს უძლურებასა და ცოდვას, რომელიც არც კი გაითვალისწინე აღსარებისას.


* * *

სამონაზვნონი ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ მონაზვნები ისედაც რამდენს ლოცულობენ, რამდენი ღვაწლი აქვთ და რა მოხდებოდა ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო. საუბარს რომ მორჩნენ, მოვიდა მამა გაბრიელი და დაიწყო: „კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა? ჩქარა გაახსნილეთ“. ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ჩვენც ავდექით და გავახსნილეთ. მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: „მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთ“. როდესაც ხუშთაბათი დადგა მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს, რამეთუ შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენში სინდისი გააღვიძა – ამის შემდგომ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა.


* * *

ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა: – მარხვა რა არის?

ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: – „მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ“. მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი: – აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს!


* * *

გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი („იეღოველი“) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ბოლოს ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ.


* * *

ერთ დღეს ჩუმად ვიჯექი გაბრიელ ბერის კელიაში და უნებურად გამიჩნდა ასეთი აზრი: „მრავალი სასწაული მოიმოქმედა გაბრიელ ბერმა, ნეტავ, თუ შეუძლია, მეძავები მოაქციოს?“ ამ ფიქრებში მყოფს, გაბრიელ ბერმა მითხრა: „დღეს ჩემთან სტუმარი მოდის და არ მიმატოვო.“ რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამა გაბრიელს სთხოვა, ეშველა მისი მეგობრისათვის, რომელსაც მეძავობის საშინელი ბოროტი შეჰყროდა. გაბრიელ ბერმა დაამშვიდა იგი და უთხრა: „ნუ გეშინია, მე მაგის სახლში ვარ ნამყოფი, მაგასთან პური მიჭამია და როგორ არ ვუშველი.“ სასწაული ის იყო, უძლურებაში მყოფი მას არ დაუბარებია, არც არაფერი უკითხავს მასზე, ხოლო როდესაც გაოცებულმა მთხოვნელმა თვითონ ჰკითხა, რომ თქვენთან ხომ არ ჩამოვიდესო, უპასუხა: არა, საჭირო არ არისო. უფლის უსაზღვრო მოწყალებითა და გაბრიელ ბერის ლოცვის ძალით, იმ ქალის მდგომარეობა მალე შეიცვალა და ღვთის სასოებით სინანულად მოიქცა. მოგვიანებით, როდესაც ეს ქალბატონი თვითონ ჩამოვიდა მამა გაბრიელთან, ცრემლებით უხდიდა მადლობას ხორციელი და სულიერი განკურნებისათვის და სთხოვდა, მისი ლოცვითი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო მუდამ. მან კი უპასუხა: „უფალი ყველას ეწევა და სასწაულებსაც ის ახდენს.“ შემდეგშიაც მრავალი მინახავს ამგვარი სენისგან ასე საკვირველად განკურნებული და მამა გაბრიელის ლოცვით ღვთის რწმენისაკენ მობრუნებული.


* * *

მამა გაბრიელის გაცნობამდე რელიგიური ცხოვრების საკმაო გამოცდილება მქონდა (მე ასე ვფიქრობდი), მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ერთხელ მამა გაბრიელს ვესტუმრე, კელიაში შემიპატიჟა, მესაუბრა, შემდეგ წიგნი მომაწოდა და მთხოვა, წამიკითხეო. თვითონ ხატებს აკეთებდა. წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა დავიწყე. კელიაში მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა და ბნელოდა, ძლივს ვკითხულობდი. უცებ მთელი კელია განათდა. ინსტიქტურად ნათურას ავხედე, ისევ ძველებურად ბჟუტავდა. მამა გაბრიელისაკენ გავიხედე. ის ადგილი, სადაც მამა გაბრიელი ზის მთლიანად განათებულია. როდესაც იგრძნო, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, თავი დამიქნია და საქმიანობა გააგრძელა.

ერთხელ მამა გაბრიელმა გამომიცხადა, დღეს სახლში წასვლაზე კურთხევას არ გაძლევ, იღუმენიას სთხოვე და მონასტერში დარჩიო. ბევრი ვეხვეწე, მშობლები შეშინდებიან-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მე მინდა, ერთად ვილოცოთ, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოო. მივხვდი, რაღაცისთვის მამზადებდა, მაგრამ რისთვის? დავრჩი მონასტერში. მეორე დილას ხის ჯვარი, კანდელი, საკმეველი და ხატი მაჩუქა და სახლში გამომისტუმრა. რამოდენიმე დღეში სრულიად მოულოდნელად მამა გარდამეცვალა და მამა გაბრიელის ნაჩუქარი ჯვარი, ხატი, კანდელი და საკმეველიც დამჭირდა.

ერთხელ მამა გაბრიელთან რომ მივედი, ვნახე მონასტერში ჩემი თანამშრომელი მისულიყო. იმ დღეს მამა გაბრიელმა მითხრა, იღუმენიას ვთხოვე, მორჩილი გამოეყო, რადგან ავად ვარ და მომვლელი მჭირდებაო. გულში გავიფიქრე, ნეტავ ჩემი თანამშრომელი აკურთხონ, უფრო თავისუფლად მივალ ხოლმე-თქო. წამოსვლისას მამა გაბრიელი მეუბნება, როგორც შენ ფიქრობ, ისე იქნებაო. ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. შემდეგ ჩასვლაზე მამა გაბრიელის მომვლელად ჩემი თანამშრომელი დამხვდა – ახლა უკვე დედა პარასკევა.


* * *

ღვთის შეწევნით ათონის წმიდა მთაზე წავედი და იქ დავუახლოვდი ბერებს. შევხვდი ხუცესებს და მათი ქცევები ჩამრჩა გულში. ათონის მთიდან ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ქსეროპოტამიის მონასტრის იღუმენი და სამი მორწმუნე, რომელთა შორის ერთი – სახელად სტილიანოსი –სპეციალობით ღვთისმეტყველი იყო და ყოველდღიურად ქადაგებდა რადიოთი.

ისინი შეხვდნენ მამა გაბრიელს. მე თარჯიმანი გახლდით. საუბრის შემდეგ იღუმენი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ შესთავაზა, თუ გინდათ, წაგიყვანთ ათონის წმიდა მთაზე, თქვენნაირი მლოცველები ათონზე საჭირონი არიანო. მამა გაბრიელმა დიდი მადლობა მოუხადა და თქვა: „მე საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, მე ჩემს ათონზე ვარ“. ამის შემდეგ ქსეროპოტამიის იღუმენმა მითხრა, რომ შენი ბერობის საკითხზე მამა გაბრიელს ჰკითხე, მაინტერესებს, რას გეტყვისო. მე ვკითხე: „მამა გაბრიელ, ბერობა მინდა“. მან კი მიპასუხა: „რახან ბერობა გინდა, მაშინ უკვე ხარ ბერი“. იღუმენს მოეწონა ასეთი პასუხი. კელიაში შესვლისას მამა გაბრიელს აჩუქეს ხატები, სანთლები და სხვა პატარ-პატარა საჩუქრები სუვენირებთან ერთად. საუბრის შემდეგ, დამშვიდობებისას მამა გაბრიელმა იმ ერისკაცებს მისთვის მირთმეული ხატებიდან ერთ-ერთი აჩუქა. თეოლოგს კი, რომელსაც სტილიანოსი ერქვა და რომელმაც უშუალოდ გადასცა მამა გაბრიელს ხატები, დაუბრუნა წმინდა სტილიანოსის ხატი. გაკვირვებულმა სტილიანოსმა მკითხა: „ეს ხატები მე ვაჩუქე მას და ამ ხატს მე მაძლევს?“ მამა გაბრიელს მივმართე, მან გაიცინა და სტილიანოსს უთხრა: „ჰო, ამ ხატს შენ გჩუქნი“. აღფრთოვანებულმა სტუმარმა წამოიძახა: „ეს ბერი ჩვეულებრივი ბერი არ არის და შეიძლება სახარებიდან გარკვეული ადგილების შესახებ ვკითხო?“ მამა გაბრიელი დათანხმდა. შეკითხვებზე მამა გაბრიელმა ისეთი პასუხები გასცა, ღვთისმეტყველი აღფრთოვანდა ბერის სიბრძნით და ძალზედ კმაყოფილი დაემშვიდობა, რადგან მამა გაბრიელი, ენის ბარიერის მიუხედავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ძალზედ მარტივად, გასაგებად განუმარტავდა. გზაში თეოლოგი გაოცებას ვერ მალავდა და მეუბნებოდა, ეს ძალიან დიდი მამა არისო. ამ ამბის შემდეგ დავუახლოვდი მამა გაბრიელს და ხშირად ვაკითხავდი კელიაში. იგი ყოველთვის ამომწურავად მიხსნიდა ჩემთვის საინტერესო საკითხებს.

ერთხელ მივედი მონასტერში. კიბეზე ჩამომჯდარიყო. დალოცვა ვთხოვე. მან ხელი უკან გასწია და მკითხა: „შენ როდის უნდა დამლოცო?“ იმ საღამოს საპატრიარქოში პატრიარქმა მითხრა: „მოემზადე მღვდლად კურთხევისათვის“.

გახარებული მეორე დღესვე გავეშურე მამა გაბრიელთან ამ ამბის სათქმელად, თუმცა გზაში ვფიქრობდი, კარგი არ იქნება, ვუთხრა, თქვენი წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდ მამებს არ უყვართ, როცა აქებენ. შევედი თუ არა სამთავროს დედათა მონასტერში, უეცრად ატყდა წივილ-კივილი. რაც მეტად ვუახლოვდებოდი კელიას მამა გაბრიელის ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა მესმოდა. იგი ამბობდა: „თქვე ფარისევლებო, უგუნურებო“ და კიდევ ისეთ რაღაცეებს ყვიროდა, მენიშნა, ამგვარი ფიქრებით არ უნდა ვხლებოდი. კურთხევის ასაღებად მისულს, სრულიად შეცვლილმა მკითხა: „სად არის შენი „პროფესორა?“ (ღვინოს გულისხმობდა). აღარაფერი მათქმევინა, რადგან მამები გაურბიან ქება-დიდებას.

მამა ვიტალი რამდენჯერმე ესტუმრა მამა გაბრიელს და შემდეგ თქვა: „ეს ძალიან დიდი ბერია“.
სხვასთან საუბარში მამა გაბრიელმა მამა ვიტალიზე თქვა: „ანგელოზია“.

ბევრჯერ გადავურჩენივარ და წარმწყმედელი მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, იცის ღმერთმა და მამა გაბრიელის სულმა.


* * *

ერთ სასულიერო პირს განვიკითხავდი გულში. მამა გაბრიელთან რომ მივედი, პირდაპირ მანიშნა იმ ადამიანზე და მითხრა: „შენ იცი, ვის განიკითხავ? – ღმერთს, რადგან მას უნდა ეგ დაცემული პიროვნება აღდგეს და ღმერთთან უფრო ახლოს მივიდეს, შენ კი ღმერთის საქმეებში ერევი“.

ერთხელ კი ასეთი შემთხვევა იყო: სარწმუნოებაში ახლადმოქცეული ერისკაცი განვიკითხე, რომელიც ძლიერ ნაყროვანებაში ჩავარდა. მივედი მამა გაბრიელთან და პირდაპირ მითხრა: „შენ, ბერო, იცი სინანული? იმ ერისკაცს რატომ განიკითხავ, რომელიც ნაყროვანებაშია? ის ხომ ახლადმოქცეულია და სინანული არ ეცოდინება. ამიტომ ჩააგდო ღმერთმა ამ ცოდვაში (დაუშვა ღმერთმა მისი ამ ცოდვით დაცემა), რომ სინანული მისცეს, დაცემული აღადგინოს, თავისთან უფრო მიიახლოვოს. შენ კი ღმერთს განიკითხავ, რატომ ჩააგდო ეს კაცი ნაყროვანებაშიო“.


* * *

„მე დედაჩემს არ ვუთმობდი, როცა საჭირო არ იყო და შენ რატომ უნდა დაგითმო“, - მეტყოდა და კელიიდან დამითხოვდა. მე მხოლოდ მაშინ მაგონდებოდა, რომ სწავლაზე ჩემი ნებით დავთანხმდი და შენდობისთვის ვბრუნდებოდი. დიდი სიყვარულით მიღებდა. განგებ მაბრაზებდა, რომ ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისებები გამოემზეურებინა და ასე გამოვესწორებინე. ეს ყველაფერი კი, ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, რომ მე ვერ ვგრძნობდი. მაჩვევდა სიმტკიცეს, მორჩილებას და განსაცდელის მოთმინებით ატანას. წინასწარ მეტყოდა: დღეს გეჩხუბებიან. აბა, თუ გაუძლებ?. იმ დღეს აუცილებლად მეჩხუბებოდნენ. მამა გაბრიელი გამომცდელად მაკვირდებოდა, როგორ გავუძლებდი ყვედრებას, ცილისწამებას, ლანძღვას. მე ყოველთვის ვერ ვუძლებდი. ამას იგი წინასწარ გებულობდა, დამიყვავებდა, და ამ სიტყვებით ტიროდა: „მე მინდა, მალე გაგზარდო, შვილო“. „როცა მე გამიხსენებ, ისიც გაიხსენე, რომ გიბრაზდებოდი... რაც მეტად გიბრაზდებით, მით უფრო მეტად მიყვარხართ“.
თუ ვინმეს მკაცრად და ხმამაღლა მიმართავდა, იქვე აუხსნიდა, რომ ყოველი სწავლება ღვთისგან მოდის, ჩემგან არ გეგონოსო.

ერთხელ ერთ მონაზონს ლანძღავდა სხვების გასაგონად, თავისთვის კი ჩუმად ლოცავდა. დამინახა, რომ შევამჩნიე და გაუკვირდა, როგორ მიმიხვდიო.

ერთი ერისკაცი იმ დროს ეწვია, მონაზონს რომ უყვიროდა. ის კაცი წინ გადაუდგა და სთხოვა, გაჩერდითო. მამა გაბრიელი შემოტრიალდა და ცრემლმორეულმა უთხრა: „იცი, ეს მონაზვნები როგორ მიყვარან? მაგრამ მე რომ არ ვყავდე მათ, ცაში დაიწყებენ ფრენას“. ის ყველას ლოცავდა, ძალიან თბილი გული ჰქონდა.


გავაგრძელებ კიდევ. ჯერ ეს იყოს


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
giorgi 7
პოსტი Feb 12 2010, 09:49 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Image

მიტროპოლიტი სერგი(ჩეკურიშვილი):

მამა გაბრიელზე გაგონილი მქონდა, რომ პირველ მაისს ლენინის სურათი დაწვა და შინადანად ყოველთვის მშურადა მისი, ძლიერ ადამიანად მიმაჩნდა. სამწუხაროდ, მასთან ღრმა და სერიოზული ურთიერთობა არ მქონდა.
ერთხელ მახსოვს, მეჩხუბა. მარცხენა ხელი და ფეხი მტკიოდა და სამთავროს დედათა მონასტერში მონაზონი ტატიანა საგანგებო ლოცვებს მიკითხავდა. ერთ დღეს მივედი დედა ტატიანასთან, ძალიან მეჩქარებოდა, პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მამა გაბრიელმა კი თავის სენაკში შემიპატიჟა. მე მოვუბოდიშე. მან დაჟინებით მთხოვა, უნდა შემოხვიდეო, მაგრამ ისევ უარი რომ ვუთხარი დამიწყო ყვირილი, სიყვარული სადა გაქვსო. ამიტეხა აყალმაყალი. გამოვეპარე და წამოვედი, მართლა პატრიარქს უნდა შევხვედროდი, მაგრამ სამწუხაროდ, მე მას ვერ შევხვდი.
მამა გაბრიელს იქნებ რაიმე სერიოზული უნდოდა ეთქვა, მომავალში როგორ მეცხოვრა, დავერიგებინე, მე კი ამის საშუალება არ მივეცი.
სამაგიეროდ, გარდაცვალების შემდეგ გვაქვს კონტაქტი. ფაქტობრივად, რასაც ვთხოვთ გვისრულდება. როცა ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე პანაშვიდს ვუხდით და ისიც არ აყოვნებს შეწევნას.
ერთი უნუკალური შემთხვევა გვქონადა: ვიყიდეთ დიდი მანქანა, სატვირთო, ხუთი ათას ხუთასი დოლარი მივეცით. ორი წლის მანძილზე ვერც გამოვიყენეთ და ვერც გავყიდეთ. წავედით სამთავროში მე, მამა გაბრიელი, მამა იაკობი და ბერი გაბრიელის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. დამთავრებისთანავე დამირეკეს და მეუბნებიან: მეუფე, თქვენს მანქანაში ათი ათასი დოლარი რომ მოგცეთ, მოგვყიდითო?
ეს შეიძლება ძნელი გასაგები იყოს სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ მამა გაბრიელმა გაგვიმართა ხელი.
კიდევ იყო ასეთი უნიკალური შემთხვევა: ჩვენი სულიერი ძმა საგადასახადოში მუშაობს. ერთხელ დამირაკა და მითხრა: მეუფე, ვიღუპები, პრობლემები გვაქვს, მოლიონი ლარი გვაკლია გეგმაზე და თუ ვერ შევასრულებთ, სამსახურს ვკარგავთო. ვკითხე: მამა გაბრიელს თუ იცნობდი-მეთქი. მიპასუხა: როგორ არა, ერთხელ საქეიფოდ მივდიოდით და რომ ნახა თევზი მიგვქონდა, გვითხრა: რა კარგია, იქნებ ცოტა მეც დამიტოვოთო. მას შემდეგ ხშირად მივდიოდით მასთანო. მე მათ ვურჩიე, ეთხოვათ მამა გაბრიელისთვის დახმარება.
ბერის საფლავზე პანაშვიდს რომ იხდიდნენ, ბევრჯერ დაურეკეს სამსახურიდან. პანაშვიდის მსვლელობისას იძულებული იყვნენ გაეთიშათ ტელეფონი. როცა დამთავრდა, თანამშრომლებმა განსაცვიფრებელი ამბავი შეატყობინეს: კაცი მოვიდა და ამბობს: შემიძლია მილიონი ლარი ჩაგირიცხოთ დღესვეო. ამ სასწაულის შემდეგ ყოველ გავლა-გამოვლაზე ბერი გაბრიელის საფლავზე სულ სანთელს ვანთებთ და პანაშვიდებს ვუხდითო.
ბევრი განკურნებები ხდება მამა გაბრიელის საფლავზე. ხშირად სულიერ საკითხებშიც, როცა მილოცია, სულ სხვანაირი გზა გახსნილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი წმინდანია. ჩვენდა სამწუხაროდ, ხალხმა არ იცის, რა არის სალოსობა, სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები.
ერთი ასეთი შემთხვევა იყო: დიდი მარხვა დაიწყო. გამოვიდა წინამძღვარი ეკლესიის წინ, დიდი ძეხვი გამოიტანა და დაიწყო ჭამა. ხალხი შეცბუნდა; ზოგმა მიაფურთხა, ზოგმა პირჯვარი გადაიწერა. ორი ბერი უყურებდა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ამ საქციელს რაღაც მიზანი აქვს და ჰკითხეს: რატომ გააკეთე ესო. მან უპასუხა: ზედმეტი ტვირთი მოვაშორე ჩვენს ეკლესიას. ვინც განმკითხველია და ფარისეველი, ყველა წავიდა, ნორმალურმა ადამიანებმა პირჯვარი გადაიწერეს, ღმერთო, იმასაც უშველე და ჩვენცო და შევიდნენ ეკლესიაში.სალოსობა სწორედ ის არის, ვერავინ გაიგოს, რომ სალოსი ხარ.
ფაქტია, რომ მამა გაბრიელი სასუფეველშია. ამდენ სასწაულებს ახდენს. ადამიანს რომ პანაშვიდს გადაუხდი და გამოგეხმარება, სურვილი აგისრულდება, ეს ნიშნავს, რომ ის ღმერთთანაა, შეუძლია უფალს სთხოვოს და დაგეხმაროს მისი შეწევნით.
ჯერჯერობით ბერი გაბრიელის წმინდანად Dშერაცხვაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთაგან შეუძლებელი, ღვთის შემწეობით, ბერი გაბრიელისთვის შესაძლებელია. ზოგს პანაშვიდს რომ ვუხდი, ტრაგედიები ხდება. ბებიაჩემს კი, რომელიც 27 წლის დაქვრივდა, სამი შვილი გაზარდა და მარხვას ინახავდა, ეზიარებოდა, რამდენი პანაშვიდიც გადავუხადე, ღვთის შეწევნით ხან ბიბლია მაჩუქეს,ხან ჯვარი იერუსალიმიდან ჩამოტანილი. ის იმას ნიშნავს, რომ ბებიაჩემი სასუფეველშია. მით უმეტეს რაოდენ მეტია ბერი გაბრიელი, რომელიც ასეთ სასწაულებს ახდენს იმ სამყაროდან: ეს თუ ადამიანს არ ესმის, რა ეკლესიაზე, რა საიქიო ცხოვრებაზე და რა სულის ცხონებაზეა ლაპარაკი.
საჭიროა ასკეტური ცხოვერბა და ყოველდღიური მეტანიები. როდესაც ადამიანი ასკეტობს, სარწმუნოებაში ღრმავდება. შენ თუ არ ხარ მზად, არც შეგისრულდება თხოვნა, რომ სიხარბეში ჩავარდე. ადამიანს ის კი არ უხარია, რომ ღმერთია ცაში, არამედ ის, რომ მანქანა აჩუქეს. გახსოვთ, ალბათ უფალთან რომ მივიდნენ უთხრეს, ეშმაკები გვემორჩილებოდნენო. უფალმა უპასუხა: ის კი ნუ გიხარიათ, რომ ეშმაკები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ სასუფეველშია თქვენი სახელები დაწერილიო.
მე სიცოცხლეში შეიძლება პატივი არ მიცია მამა გაბრიელისთვის, მაგრამ ვამბობ და ვცდილობ, რომ ახლა მივაგო პატივი და რაღაც გავაკეთო.
იერუსალიმში რომ ჩაიტანეს მამა გაბრიელის უბრალო სურათი, ბერძნებმა თქვეს, ეს სურათი დაგვიტოვეთ, ეს კაცი სასუფეველშია, წმიდანიაო. თვითონ ის ფაქტი, რომ ლენინის სურათი დაწვა, მაშინ როცა კომუნისტები ზეობდნენ, მოწამეობის ტოლფასია. ეს მოწმობს, რომ უფალს ჰყავს ბევრი შვილი, რომელთაც შეუძლიათ თავი შეწირონ ღმერთს.
ბერი გაბრიელი 24 საათში უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა და გადაარჩინა. შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი წმინდანია და ვერავინ ვერასოდეს გადამარწმუნებს ამაში.

IPB Image

მამა სერაპიონი(ჯიშკარიანი):

მამა გაბრიელთან შეხება ასე იყო მეუბნებოდნენ: საქართველოს ეკლესიაში არის ნათელი ადამიანი, წმიდა ადამიანი შენ რომ მოგეწონება და შეგიყვარდება, - ბერი გაბრიელიო.
1995 წლის ზაფხულში წავედი მის სანახავად მცხეთაში. მამა გაბრიეი ავად დამიხვდა ჩაწოლილი იყო, თავის მრგვალ კოშკში იმყოფებოდა და მასთან არავის უშვებდნენ. ვთხოვე დედებს და შემიშვეს. მამა გაბრიელი ხატებით გადაჭედილ სენაკში თავის ტახტზე იწვა. მივედი მის თავთან ჩავიმუხლე და შეცბუნებულმა რადგანაც არ ვიცოდი რას ვამბობდი ვკითხე: - რა ვქნა ახლა მე? მან მიპასუხა: ,,ილოცე ჩემთვის" ავდექი გამოვემშვიდობე, გარეთ გამოვედი და იქვე წმ. ნინოს სალოცავში შევედი. ჯიბეში ჩაწყობილი ფურცლები ამოვიღე რომელზეც ჩემთვის საჭირო სხვადასახვა ლოცვები მქონდა დაწერილი და მთელი სულით და გულით მამა გაბრიელის შესაწევნელად ვილოცე.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის,მამა გაბრიელის წმიდა სული შეგწეოდეთ თქვენ ყველას, მთელ საქართველოს და კაცობრიობას! ამინ!

IPB Image


არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი:

მამა გაბრიელი გვიამბობდა რომ მასთან მოდიოდნენ აღსარებისთვის სასულიერო პირები, ეს მას უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, მაშინ მან დაიწყო ამ ადამიანებისთვის ეპიტიმიების დადება, ამის შემდეგ მათ შეწყვიტეს მამა გაბრიელთან აღსარება და იპოვეს სხვა მოძღვრები.
ერთ ქალი მამა გაბრიელის სულიერი შვილი მოგვითხრობდა: ერთხელ ძალიან მომინდა ჩემი მოძღვრის ნახვა, თუმცა განსაკუთრებული შეკითხვა მასთან არ მქონდა. ვიფიქრე რა წავუღო მას? ფული კი მხოლოდ 20 კაპიკი მქონდა, ზუსტად გზის ფული. მაშინ მე გადავწყვიტე მეყიდა ერთი პური და ფეხით წავსუიყავი. როცა მასთან მივედი, მითხერა: მე სუპი მოვადუღე, პური კი არ მქონდა დაჯექი ერთად ვისადილოთ. შემდეგ მან მითხრა რომ სენაკიდან გამოსვლა არ უნდოდა და ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის პური გამოეგზავნა.
სიკვდილის წინ მამა გაბრიელმა თქვა: ,,სამი წლის შემდეგ გახსენით ჩემი საფლავი და მე შეგხვდებით თქვენ".( მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყელა რომ მამა გიორგი მხეიძის საფლავი გაიხსნებოდა და ის უხრწნელი დახვდებოდათ, ეხლა მიდის მამა გიორგის საფლავის გახსნაზე საუბარი და შემდეგ ალბათ როგოც თვითონ თქვა მისი საფლავიც გაიხსნება და გამოჩნდება მისი უხრწნელი სხეული)
თვითმხილველნი გვიამბობენ რომ მამა გაბრიელის საფლავზე კურნებები აღესრულება. ბევრი ავადმყოფი მიდის, რომ წამოიღოს ზეთი მის საფლავზე მუდმივად ანთებული კანდელიდან. ბოლო წლებში ასეთი ხალხის ნაკადი იმდენად გაიზარდა რომ ერთ მონაზონს აქვს ასეთი მორჩილება: ის უვლის მამა გაბრიელის საფლავს სისტემატურად უმატებს ზეთს კანდელში და შემდეგ ურიგებს მლოცველებს.


IPB Image

დედა პელაგია(ქსოვრელი):

ჩემი ოთხთაგან ერთ-ერთი შვილი – მანანა, სამი წლის ასაკიდან ერთს და იმავე დროს, ყოველდღე ზუსტად გაიქცეოდა კუთხეში, დაიჩოქებდა და დაიწყებდა ლოცვას. ესე გრძელდებოდა 15-20 წუთი. მან დამაწყებინა მარხვის შენახვა. ღოცა მარხვაზე ვიყავი, როცა მარხვაზე ვიყავი ბავშვი მშვენივრად გრძნობდა თავს, თუ დავარღვევდი, ისე ცუდად გახდებოდა,გეგონებოდა კვდებაო.
მეორე გოგონა თანდაყოლილი გულის მანკით მყავდა დაავადებული. ღმერთს შევთხოვე: მაჩუქე შვილი და რასაც ინებებ იმას გავაკეთებ მეთქი. იმ დროს მქონდა გამოცხადება: ნარიყალას კლდეზე ეშვებოდა წმიდა გიორგი. ხეზე აფიშა იყო გაკრული. უცებ ხე გაიხსნა და გამომეცხადა ღვთისმშობელი, შემდეგ – ქრისტე. მათ ჩემი ქალიშვილების ბედი შევთხოვე, ხე დაიხურა , დარჩა მხოლოდ გამოყოფილი ხელი რომელმაც უარის ნიშანი მომცა.
გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი სისრულეში მოვიყვანე ჩანაფიქრი, მაგრამ რაღაც შემიჩნდა და ისევ სახლში დავბრუნდი. იმავე ღამეს ვნახე ჩვენება: მიცვალებულები მოვიდნენ და მომცეს ორი ჯვარი, ორივე უნდა მეზიდა. ამ დროს მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ შემომითვალა:,,დაბრუნდი თორემ ძალიან დაისჯები“. სულიერება არ მქონდა და ურჩობაში ჩავვარდი, ჩემი ცოდვა ერთ-ერთ შვილზე გადავიად, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაიყვანა უფალმა.
ამის შემდეგ ისევ მონასტერში წავედი. საბედნიეროდ იქ მამა გაბრიელი დამხვადა. მას ბავშვობიდანვე ვიცნობდი, მამამისის სახელს – ვასიკოს ეძახდნენ. ჩემი ძმის მეგობარი იყო. ჯარშიც ერთად მსახურობდნენ ბათუმში.
12 წლის ასაკში ჰქონდა ჩვენება: მამაშენმა ეკლესია დაანგრია შენ წადი და წმიდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები გაწმინდეო, ამ კურთხევის შესრულებას მაშინვე შეუდგა.ერთხელ როცა ლოდებს იღებდა და კუთხეში ალაგებდა, გაიარა ბიძაჩემმა.იგი მოჭიდავე იყო, მეტსახელად მუხას ეძახდნენ. ვასიკომ მას სთხოვა: ,,აბა მუხა ძია ეს ლოდი აიღე და კუთხეში გადადე“. ბიძაჩემმა ერთი ლოდიც კი ვერ დაძრა ადგილიდან. სულ იმას ამბობდა: მე ძვრა ვერ ვუყავი და ეს პატარა ბიჭი ამხელა ლოდებს როგორც კენჭები ისე ატრიალებდაო.
ბიძაჩემისთვის მამა გაბრიელი ამოუცნობი დარჩა ისევე როგორც მრავალთათვის.
სამთავროს დედათა მონასტერში ერთ-ერთი ტრაპეზის შემდეგ დაგვამწკრივა დედები დედა ქეთევანს თასი დააჭერინა ხელში და გვაკურთხა: ყველამ ხელები დაიბანეთო. კურთხევა შევასრულეთ. საკმაოდ ბევრი ჭუჭყიანი წყალი მოგროვდა,შიგ საჭმლის პატარ-პატარა ნაფლეთებიც კი დაცურავდნენ. მამა გაბრიელი მიუბრუნდა დედა ქეთევანს და უთხრა: ,,ეს თასი ბოლომდე დალიე“. ყველას გვიკვირდა გული როგორ არ აერია. დედა ქეთევანმა თასი ბოლომდე მშვიდად დაცალა. ამით ნასიამოვნებმა ბერმა შუბლზე აკოცა, მერე ყველას თვალი მოავლო და საგულდაგულოდ დალოცა.
ამ დროს მონასტრის იღუმენია დარო(აჭაიძე) გარდაცვლილი იყო. იღუმენიობის მსურველნი ბლომად გახლდნენ. ამ ფაქტით მამა გაბრიელმ აჩვენა ყველას რომ იღუმენიობის ღირსი არის მხოლოდ დედა ქეთევანი.
ამის შემდეგ დაწვა კარებში და ყველას გვაკურთხა: ,,ყველამ გულზე გადამიარეთ“ გვეუხერხულებოდა ამ კურთხევის შესრულება მაგრამ ისე მტკიცედ გაგვიმეორა, იმავე წამს შევუდექით მორჩილებას, პირადად მე, თითქმის გადავახტი, ისე მსუბუქად დავაბიჯე ფეხი, ყველამ თავისებურად შეამსუბუქა ნაბიჯი და ისე გადაუარა. ხოლოდ აწ განსვენებულმა დედა სიდონიამ არ გადაუარა არაფრით მან შემოუარა ბერს და ისე გავიდა გარეთ.
მონასტერში განხეთქილება იყო. იღუმენიის უმძიმესი ჯვარი ზოგს მსუბუქი ეგონა, ეშმაკმა აღუძრათ სურვილი პირველობისა და დაეწყოთ ბრძოლები. მათი ურჩობით გაბეზრებულმა დედა ქეთევანმა მოიხსნა ჯვარი და თქვა: ვისაც უნდა იმან ჩამოიკიდოს ჯვარი და როგორც უნდა ისე წარმართონ საქმეო. დაეყუდა სენაკში და ტრაპეზზედაც არ გამოვიდა. ამ დროს სატრაპეზოში მამა გაბრიელი შემოვიდა მიიხედ-მოიხედა და განრისხებულმა დაიყვირა: ,,სად არის იღუმენია?! ვის გაუგია ტრაპეზი მონსტერში იღუმენიის გარეშე?!“ მან კურთხევა გასცა იღუმენია მოეყვანათ, იგი უარზე იყო აღარ უნდოდა თავის სენაკიდან გამოსვლა. დიდი ხვეწნით გამოიყვანეს გულზე ჯვარი არ ეკიდა. მამა გაბრიელმა თვალით მოავლო იქ მყოფთ, ჯვარი მოატანიანა თავისი ხელით დაჰკიდა გულზე და უთხრა: პირველად ქრისტემ დაქკიდა ეგ ჯვარი პატრიარქის ხელით, მეორედ- მე, იცოდე კარგათ დაიმახსოვრე“.
რაც არ უნდა უცნაური ემოქმედა ბერს, ჩვენ მაინც გვჯეროდა ღვთივმინიჭებული მისი ძალისა. იგი ყოველთვის ზეციდან მოწოდებული აზრით მოქმედებდა. ამ ფაქტით მან ბევრს დაუკარგა სურვილი პირველობისა.
ერთხელ მამა გაბრიელმა დამიჭირა და ისე მცემა, მთელი სხეული ტაძრის დედაბოძზე მარტყმევინა. ირგვლივ ხალხი იდგა, შემდეგ გავიგე თურმე მათ აინტერესებდათ მონასტრული ცხოვრება, და აი აჩვენა ბერმა რამდენად მძიმეა ზოგჯერ იქაური ყოფა. ამის შემდეგ მამა გაბრიელმა დაიჩოქა და დაიწყო ტირილი: შემინდე დედაო, ხომ მაპატიებ? მითხარი ხომ მაპატიებ? Mმევედრებოდა ტირილით, მეც დავიჩოქე და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ამით დიდი მადლი შემოვიდა ჩემში, რამაც საოცრად გამაძლიერა. ის მოქმედება რაც ყვეასათვის გაუგებარი იყო ჩემთვის ნათელს ხდიდა საკუთარი სულის უძლურებას. ამით მან განდევნა ბოროტი ჩემგან.
საკურთხეველი დავალაგოთო მითხრა ერთხელ ბერმა ტაძარში ყოფნისას. მე საკურთხევლის კარებთან დამაყენა თვითონ შედიოდა და გამოდიოდა ძალიან ხშირად თან ლოცულობდა უწყვეტლივ. ესე გაგრძელდა საკმაო ხანს მერე უცბათ გამოვარდა საკურთხევლიდან და დაიყვირა ხატებს მირონი მოსდითო. შევხედე კანკელის ხატები დაცვარული იყო მირონით სასწაულის მოახლოვება იგრძნო და ამიტომ ლოცულობდა გამუდმებით.მირონი ხატებს ერთი თვის განმავლობაში სდიოდათ.შემდეგ ხალხმა უდიერად დაიწყო უხეში ნაჭრებით მირონის აღება, რის გამოც ხატებმა შეწყვიტეს მირონდენა.
ერთ-ერთ მონასტერში კრებულის წევრი აჰყავდათ ხარისხში. წირვა დაიწყო თუ არა მამა გაბრიელიც ალაპარაკდა., ყოველ სიტყვაზე პირში ეჩრებოდა მწირველს, ლაპარაკობდა გაუჩერებლივ, სამი საათის მანძილზე ითმენდნენ მის საქციელს, მაგრამ როცა ბერი მწირველის სკამთან მივიდა და თითქმის ყვირილით წარმოთქვა: ,,შენ ამ სკამის რა ღირსი ხარ,აქ მე უნდა ვიჯდე.“ Mმწირველმა ვეღარ მოითმინა და გასცა კურთხევა გარეთ გაეყვანათ. ორი მორჩილი მივიდა მასთან, მოჰკიდეს ხელი და ვიდრე გაიყვანდნენ, მოტრიალდა აცრემლებული თვალებით და გულისტკივილით უთხრა მწირველს: ,,შენ კიდე ვერ გამიგე“...
არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ის ვინც ხარისხში აჰყავდათ განდგომილი გახდა. მამა გაბრიელმა რაც ილაპარაკა წირვის დროს მისი გონებიდან ამოიკითხა.
ბერის არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი უმიზნოდ. მას შინაგანად მიხწეული ჰქონდა ძლიერება სულისა და გარეგნულ მხარეს არაფრად აგდებდა.იმდენად ამაღლებული იყო და დაშორებული ჩვენგან გვიჭირდა გაგება,თუმცა ბავშვობიდან ვგრძნობდი მის ძლიერებას.
ვთხოვ მამა გაბრიელს ევედროს ღმერთს გაგვაძლიეროს ისე,რომ არ მივეცეთ განკითხვას ძმისა და მოგვმადლოს სიყვარული მოყვასისა.



IPB Image

მამა არჩილ მინდიაშვილი:


გვიანი ცივი შემოდგომაა.სამთავროს დედათა მონასტრის ბაღში ჭაბუკი სემინარიელი მიმოდის ,,დავითნით“ ხელში,ფსალმუნებს იზეპირებს: უკვე მესამე კანონს მისდგომია და ერთ-ერთ შემობრუნებაზე შეკრთება:შორიახლოს მოხუცებულ ბერს მოჰკრავს თვალს ძველ,გახუნებულსა და დაკერებულ სამოსში,- უჩვეულოდ გამოიყურება,- სასოებით დაუკრეფია გულზე ხელები და ოდნავ გვერდზე თავგადაგდებული თბილად,სიყვარულით იმზირება.
-აბა,მოყვასო,აქეთ მობრძანდი,-მიმართავს ჭაბუკს.სემინარიელიც მისკენ გაეშურება.ფეხქვეშ ხმელი ბალახისა და ფოთლების შრიალი ისმის,გული აჩქარებით უცემს.
-დამლოცეთ, მამაო,-სთხოვს მიახლოვებისას
-ღმერთმა დაგლოცოს,მოყვასო და ამ სიტყვებზე უჩვეულოდ მაღლა აღმართავს ხელს და მთელ სხეულზე გადასახავს ხვარს ბერი.
-რას სწავლობ შვილო?
-ასორმოცდაათივე ფსალმუნი მსურს დავისწავლო.წავიკითხე,რომ,უწინ პახუმი დიდის სავანეში ამის გარეშე არ იღებდნენ,მონოზვნად შედგომის ერთ-ერთი პირობა ესეც ყოფილა.
-მერე შენ ბერობას ფიქრობ?
-ახალგაზრდამ თავი დახარა და გაუბედავად ამოილუღლუღა:დიახ, მამაო.
-გლოცავ, მოყვასო, გლოცავ!
და ბერმა გულში ჩაიკრა სემინარიელი.
ასე შედგა ჩვენი პირველგაცნობა მამა გაბრიელთან 1981 წლის ნოემბერში.მას შემდეგ მისი სენაკის ხშირი სტუმარი გავხდი.სენაკად ვიტყვი,თორემ სინამდვილეში ერთი მომცრო გალიაკი იყო,ფიცრული,საქათმე უწინ.ზამთრობით არაერთხელ მინახავს მის სენაკში გაყინული წყალი და გამკვირვებია,როგორ უძლებდა ამ ფარღალალა ფიცრულში ასეთ სასტიკ ყინვებს. მოგვიანებით, როცა უკვე კოშკში იყო დავანებული,სადაც არანაკლები ყინვა ისადგურებდა ხოლმე,მოძღვარზე შეწუხებული მორჩილისთვის, დედა პარასკევასთვის,უთქვამს: მე არც სიცივეს ვგრძნობ და არც სიცხესო.იესუს ლოცვა იყო მისთვის ყოველგვარი ნაკლულოვანების აღმავსებელი და მისი განმანათლებელი,ისე, როგორც მისი წინამორბედი ისიხასტი მამებისა და მისთა სულიერთა ბეთანიელთა მოძღვართა. Pპირველი გაკვეთილები ამ ძალმოსილ ლოცვაზე, ბერების მახვილად რომ იწოდება,მეც მისგან მივიღე. მასწავლიდა სულიერი მდგომარეობის სამგვარ ხარისხზეც: განმწმენდელ, განმანათლებელსა და მადლით განმაბრწყინვებელ მდგომარეობაზე. გარინდებული ვუსმენდი 50 ფსალმუნის მისეულ განმართებას,სახელდობრ,ამ ადგილისა ,,უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე“. მოგვიანებით ასეთივე განმარტება მისცა ერთ-ერთ თავის გულითად მსმენელსაც, რომელმაც ღვთის მადლით აღადგინა მამა გაბრიელის ეს ნაუბარი და წერილობით გადმოსცა. აუწერელი ტანჯვა-წამებით მოპოვებულ სალოსობით ფარავდა, რის გამოც ხშირად უწევდა სხვათაგან დაცინვისა და დამცირების ატანა. ვაგლახ რო მრავალმა ჩვენთაგანმა ვერ შეიცნო მის სისცოცხლეში ეს ღვთივ მოვლენილი ღირსი მამა...
რაკიღა ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოვთქვი,ბერი გაბრიელი დინჯად მიხსნიდა ანგელოზური სქემის საიდუმლოებას, თუ როგორი ბრძოლები, რა განსაცდელები ელოდება ამგვარი ცხოვრების მოსურნეს ვიდრე სისხლთა დათხევამდე და არათუ სამარის,არამედ სასუფევლის კარამდე.და მოჰყავდა თავისი ნათქვამის დასტურად მაგალითები ანტონი დიდის,ამონის,პაფნუტის,სისოის,
აკარი მეგვიპტელის,ჩვენი ასურელი მამების(რომელთაგან განსაკუთრებით შიო მღვიმელისადმი ავლენდა სიყვარულს), გრიგოლ ხანცთელის,სერაპიონ ზარზმელის და სხავათა ცხოვრებებიდან. სასულიერო სემინარიის პირველი კურსელისათვის ამგვარი საუბრები ყოველგვარ თაფლსა და გოლეულზე უტკბესი იყო.ის იყო ჩემი პირველ მოძღVარი,მაცხოვრისაკენ გზის გამკვალავი.თავადაც უთქვამს,თურმე, ერთ-ერთი ხანდაზმული მორწმუნისთვის მოგვიანებით,თქვენი მოძღვარი ჩემი გამოზრდილიაო. ჰე, სანატრელო მამაო, ჭეშმარიტად ასეა!
მამა გაბრიელს სამთავროს მონასტერში პირველყოფნის შემდეგ დაყუდების სურვილი გასჩენია, რისთვისაც შიო-მღვიმის მონასტერში ასულა.ერში მოღვაწე ბერს,როგორც წმიდა მამები ამბობენ,ადამიანურ გაბოროტებასთან უწევს ბრძოლა, ხოლო დაყუდებულს თავად ეშმაკთან. მაგრამ აღმოჩნდა რომ უფალი გაბრიელ ბერს სხვაგვარ ჟვარს უმზადებდა: ,,წადი და შენს ხალხს ემსახურე!“ – მიიღო ღვთისაგან ბრღანება. და მანაც ღვთისადმი სრული მორჩილებითა და სასოებით აღასრულა კურთხევა მაღლისა.სამთავროს წმიდა ნინოს მონასტერში დაბრუნდა და კოშკში განაგღძო მოღვაწეობა,აი რას ამბობდა იგი ამასთან დაკავშირებით: ,,...როგორც იონამ ვეშაპის მუცელში დაჰყო სამი დღედაღამე, შიო მღვიმელმა 15 წელიწადი დაჰყო მღვიმეში(სადაც ადამიანებისადმი სიყვარულმა ჩაიყვანა იგი), ასევე მეც ამ კოშკიDან არ უნდა გავიდე. Aხლა შიო-მღვიმეში დიდი მონასტერია, აქ კი მომავალში რა იქნება უფალმა იცის“.
,,თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა,გულდაწყვეტით იტყოდა:-არავინ მოვიდა,ჩანს აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო“- იგონებს მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო პერიოდზე მამა გაბრიელის მორჩილი დედა პარასკევა.ერთხელ ერთ-ერთმა მადლიერმა მომსვლელმა ბერი გაბრიელი ამგვარად დალოცა:,,მამა გაბრიელ, ღმერთს ვთხოვ, დიდიხანს, დიდხანს იცოცხლოთ“.მან კი უპასუხა: ,,მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ“ და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. ანუ მამა გაბრიელი აქვე უკვე სასუფევლის მკვიდრი იყო და თუ ტოვებდა ღმერთი მიწაზე,მხოლოდ ჩვენი სარგებლობისთვის, რათა ჩვენ მის მიერ განვემდიდრებინეთ სარწმუნოებითა და მადლით: კურნებით,შეწევნით,წინასწარმც
ნობელობით,სასწაულთქმედებით,დ
აფარულ ცოდვათა მამხილებლობით (ჩემთანაც არაერთი ჩემი სულიერი შვილი გამოუგზავნია აღსარებაში დაფარულ სასიკვდინე ცოდვებში მხილებით ), მადლით განწმენდილი მისი გულის სიღრმიდან ამოსული ცოცხალი, ცეცხლოვანი ქადაგებიტ,სალოსობით,რომელსაც
ღმერთშემოსილი მამები მოღვაწეობის ყველაზე უფრო მძიმე სახედ მიიჩნევენ(მათ შორის მესვეტეობაზეც კი)... და მაინც ყველაზე უფრო მეტად მამა გაბრიელში გული იყო მნიშვნელოვანი,მისი სიყვარულით აღსავსე გული. როგორადაც აღათონ დიდი ამბობდა მოზღვავებული სიყვარულით: მე მსურს ჩემი ჯამრთელი სხეული ავიღო და კეთროვანის სხეულში გავცვალოო.ასეთი იყო სწორედ ბერი გაბრიელი: უსაზღვროდ შეყვარებული უფალსა და მოყვასზე და მათთვის თავდადებული. მისი ღვთისაგან გამორჩეულობა პირველად 12 წლის ასაკში გამოჩნდა და ეს გამორჩეულობა უფალმა მამა გაბრიელის ცხოვრების განმავლობაში მრავალფერი სასწაულებითა და ნისებით დაამოწმა და თავად ბერმა წმიდა ცხოვრებით.
ვინც კი მამა გაბრიელს იცნობდა,დამემოწმება,რომ იგი იყო უაღრესად თავმდაბალი,უბრალო,მოსიყვარულ
ე,მაგრამ დიდად შემრისხველი და პირდაპირი ამპარტავანი და უნანელი ადამიანების მხილების ჟამს. როდესაც ის გრისხავდა და გამხილებდა, გრძნობდი, რომ მისი პირით თავად უფალი გეზრახებოდა, ღვთიური ხელმწიფება ჰქონდა მის სიტყვას. ხოლო თუ შეგამჩნევდა, რომ სინანულსში მოხვედი, გულში ჩაგიკრავდა და გადარჩენის სასოებას ჩაგისახავდა. იგი წმინდა მამათა სიბრძნიასაებრ, მტირალთან ტიროდა და მოხარულთან ხარობდა – მან ჩვენდამი სიყვარული უფალთან აიტანა!
გარდა ამ ყველას მოყვარულს განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო: ,,მე ჩემ საქართველოს ათონზე ვერ გავცვლიო“ მიუგო ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარს შემოთავაზებაზე, შენდარი დიდი მამა ათონზეც არ გყვავს, შენ იქ უნდა იღვაწოო. ,, მე ჩემს ათონზე ვარო“ ღიმილით უთხრა მამა გაბრიელმა. მან თავისი უკანასკნელი ლოცვა და ამოსუნთქვაც საქართველოს დაუკავშირა: გარდაცვალების წინ ცრემლები ჩამოუგორდა,-იგონებს დედა პარასკევა,-დავიჩოქე. დამლოცა. მთელ საქართველოს ოთხივ კუთხით ჯვარი გადასახა,დალოცა სიყვარულით მოავლო ცრემლიანი თვალი ყველაფერს...საოცარი იყო, საოცარი იყო რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმის შეგრძნება კი არა,არამედ გასაოცარი სიყვარულის, სიმსუბუქის განცდა, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული დაგვიტოვა...მამა გაბრიელმა თან წაიღო ყოველი ადამიანის სიყვარული“.
მისი ამ სოფლიდან გასვლის შემდეგაც ზამთარ-ზაფხულ მის სამარესთან უამრავი მთხოვნელი მოდის და თითქოს საფლავიდან ამოგვძახის ბერი გაბრიელი: მოყვასნო, ,,მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ!“
სამარემან დასიკვდილმან ვერ დააბრკოლა!
ბერი გაბრიელი კვლავაც ჩვენთანაა!
და ამას ამოწმებს მისი გარდაცვალების შემდგომი კურნებანი სა შეწევნანი, მისი საფლავიდან აღებული მიწაც კი რომ კურნავს, საფლავიდან, სადაც მის დაკრძალვამდე ნაგავსაყრელი იყო, და სადაც მისივე კურთხევით დაკრძალეს(ესეც ერთ-ერთი ნიშანი მისი თავმდაბლობიასა). ჭეშმარიტად როგორც წმიდა მამები ამბობენ: ადგილი კი არ განწმედს კაცს, არამედ კაცი ადგილს. და მისი განუხრწნელი სისხლი(ვიდრე საფლავის გახსნამდე მისი განუხრწნელი სხეული გამოჩნდება)? აკი 14 წელიწადმა განვლო მისი აღსრულებიდან! Dა მეც მისი უღირსი შვილობილი ჩემს სამღვდელო სამნაწილე ჯვარში ვატარებ მის უხრწნელ სისხლს, ნიშნად მისდამი მადლიერებისა და სიყვარულისა!
,,ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე“.- მოგვმართავს მამა გაბრიელი და ღვთისაგან მისდა ბოძებული ჯვარი იყო მისი ჩვენდამი მსახურება, რომელიც მან თავისი ტანჯვა-წამებისა და რუდუნების სისხლში განბანა...
საუკუნოდ იყავ ხსენება, ხსენება და კურთხევა შენი, ქრისტესმიერ საყვარელო მამაო!

მეზღვაურის ნაამბობი
გასულ წელს ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და ასეთი რამ გვიამბო მამა გაბრიელის შესახებ:
იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდგომ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვრები გადმოვლახე. აი, უკვე მცხეთაშიც შემოვედი. ბინდდება. უჟმურ ამინდია, თოვლჭყაპი. მოულოდნელად ვხედავ ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკს წააგავს. Gავცდი არ გავუჩერე, ვფიქრობ ჩემთვის: ,,ჩასვი ახლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას... არა არ გავუჩერებ“. მაგრამ 700-800 მეტრამდე რო გავიარე სინდისმა ქენჯნა, მიყო, მოვაბრუნე მანქანა და უკან დავბრუნდი. ჩავისვი უცნობი. შევხედე და მიჟირს გავარჩიო ჩაცმულობის გამო, გლახაკია თუ სასულიერო პირი, გახამებული, დაკერებული სამოსი აცვია. მიღიმის. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენითაუწერელი კეთილსურნელება შეიგრძნობა. ვფიქრობ: ,,საიდან მოდის ასეთი სურნელი? მანქანაში არც სუნამო მაქვს და არც ოდეკოლონი“. ,,რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა?“ – ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. ვეკითხები სახელს, ,,ბერი გაბრიელი ვარ“- მპასუხობს ისიც. შაუბარი გაება ჩვენს შორის. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. ,,რა მინდა მე მის საფლავზე, ან რა ვიცი სად დაკრძალავენ?“- ვბუზღუნებ გულში.
გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ ჩსული მანქანის ჩამოსაყვანად(ამით ვარჩენ ოჯახს, პენსიაზე გასული)გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი, მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ რაკი საქართველოსკენ მივემგზავრები, მცხეთის დედათა მონასტერში მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვადასხვა ნივთები ჩავიტანო. მე ვუარობ ამათ ეტყობა არ იციან რომ საბაჟოზე ამ ნივთების გადასახადი ცალკე უნდა გადავიხადო, მანქანისა კი ცალკე, ვფიქრობ მე. ნივთების გადასახადს ცვენ გადავიხდით,- თითქოს ხმამაღლა პასუხობენ ისინი ჩემს ფიქრებს. მე უარს ვეუბნები. რამდენადმე შეურაცხყოფელი ხმით, ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ.
...მცხეთაში რო შემოვედი, უკვე დილის 4 საათი იყო ჯერაც ბნელოდა. მონასტერს რომ მივუახლოვდი ვხედავ რკინის ჭიშკარი ჯაჟვითაა დაკეტილი და ადევს კლიტე. ავღელდი. ,,მშიერ-მწყურვალი,დაქანცული,ვდგევარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. Aქ რა მინდა? – ვფიქრობ გაღიზიანებული. Vიწყებ მთელი ძალით რკინის კარზე რახუნს. Mონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. ,,გერმანიიდან თქვენთვის რაღაცეები გამომატანეს“,- მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა. ეძახის სხვა მონაზვნებს. მიქვთ შეწირულობა. ამ მონაზონს კი მონასტრის ეზოში შევყავარ. Bინდ-ბუნდში წესიერად ვერც ვარჩევ სად ვარ. Mაგრამ აი, მოულოდნელად აღმოვაჩენ,რომ საფლავებს შორი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მარიამი   ბერი გაბრიელი   May 13 2008, 04:19 PM
მარიამი   * * * სამონაზვნედ ვიყ...   May 13 2008, 05:25 PM
tuchlik2   ძალიან მიყვარს.... http...   May 13 2008, 05:34 PM
მარიამი   * * * 1991 წლის ბრწყინვა...   May 13 2008, 05:47 PM
ქავთარაძე   მაგარი ადამიანი იყ...   May 13 2008, 06:22 PM
nana_007   ქავთარაძე, ანჩხლო...   May 13 2008, 06:25 PM
მარიამი   * * * მონასტერში ახალ...   May 13 2008, 08:44 PM
KAIROS   აქაც მე? :( მე სრულია...   May 13 2008, 09:00 PM
მარიამი   * * * მამა გაბრიელი პი...   May 13 2008, 10:16 PM
nino_ni   საოცარია........... ძლაი...   May 13 2008, 10:25 PM
მარიამი   http://i002.radikal.ru/0805/47/b8f278226030.jpg ...   May 13 2008, 10:37 PM
მარიამი   უწმინდესის გვერდი...   May 13 2008, 10:43 PM
მარიამი   * * * მონასტერში სკოლ...   May 14 2008, 11:41 AM
მარიამი   * * * გაბრიელ ბერმა მ...   May 14 2008, 12:04 PM
sandro40   * * * ბერი გაბრიელი თ...   Jun 4 2008, 09:25 AM
მარიამი   * * * ერთხელ მივედი მ...   May 14 2008, 03:10 PM
მარიამი   * * * ჩემი სულიერი მდგ...   May 14 2008, 09:23 PM
მარიამი   ახალი ჩამოსული ვარ...   May 15 2008, 09:16 PM
მარიამი   * * * 1984 წლის ზაფხული ი...   May 15 2008, 09:38 PM
მარიამი   * * * ერთხელ მამა გაბრ...   May 15 2008, 10:13 PM
მარიამი   ახლა ერთ სასწაულს ...   Jun 3 2008, 09:32 AM
დავით ივერიელი   აი, რას იგონებს სამ...   Jun 3 2008, 11:45 PM
მარიამი   დავით ივერიელი ერთ...   Jun 3 2008, 11:50 PM
დავით ივერიელი   არა წიგნი არ ამქვს...   Jun 3 2008, 11:52 PM
მარიამი   ჰოო, ეგ ჟურნალი არ ვ...   Jun 3 2008, 11:53 PM
nino_ni   მარიამი არადა მთა...   Jun 4 2008, 12:02 AM
staywhite   nino_ni მაგრამ საკითხა...   Jun 4 2008, 12:07 AM
მარიამი   nino_ni მაგრამ საკითხა...   Jun 4 2008, 12:12 AM
mariami-k   მამა გაბრიელზე უკვ...   Jun 4 2008, 10:10 AM
მარიამი   მამა გაბრიელზე უკ...   Jun 4 2008, 10:43 AM
@mariami@   მამა გაბრიელი უდიდ...   Jun 16 2008, 10:48 AM
syd   მას თურმე შევარდნა...   Jun 20 2008, 05:05 PM
marine   გუშინ ვიყავი მამა ...   Jun 23 2008, 10:20 AM
safia   უღრმესი მადლობა რო...   Apr 16 2009, 02:52 PM
taa   ხმით ნათქვამი არ გ...   Apr 18 2009, 12:30 AM
ანნო   ბევრი წიგნი მაქვს ...   Jun 26 2009, 10:12 PM
m16   რომელ წელს გარდაიც...   Nov 10 2009, 03:19 PM
kesaria777   1995 წლის 2 ნოემბერს   Nov 12 2009, 11:36 PM
llaasshhaa   1995 წლის 2 ნოემბერს 4 ...   Nov 13 2009, 02:51 AM
b-a-r-b-a-r-e   4 წლის ვიყავი :cray: მე...   Nov 13 2009, 01:32 PM
b-a-r-b-a-r-e   http://s11.radikal.ru/i184/0911/7b/e33b599c12c9.jp...   Nov 13 2009, 12:40 AM
Atman   ერთ სასულიერო პირს...   Dec 18 2009, 11:20 AM
izi-bartki   მე დამამახსოვრდა ე...   Dec 18 2009, 11:53 AM
b-a-r-b-a-r-e   მე დამამახსოვრდა ...   Dec 18 2009, 11:59 AM
izi-bartki   b-a-r-b-a-r-e საოცარია:) რა...   Dec 18 2009, 12:02 PM
izi-bartki   სიკვდილი გარდაცვა...   Dec 18 2009, 12:12 PM
izi-bartki   ”ზოგი იტყვის სიყვა...   Dec 18 2009, 12:15 PM
izi-bartki   Atman აი ფერისცვალება...   Dec 18 2009, 12:18 PM
Iona   "შინაგანი ტანჯვი...   Dec 18 2009, 12:47 PM
giorgi 7   http://s39.radikal.ru/i083/0912/b4/c06b7dc7f2ac.jp...   Dec 19 2009, 11:14 PM
giorgi 7   http://i027.radikal.ru/0912/58/9577822b66c1.jpg [...   Dec 20 2009, 12:05 AM
giorgi 7   http://s46.radikal.ru/i113/0912/a0/94f18d1d9a16.jp...   Dec 20 2009, 06:46 AM
giorgi 7   http://s40.radikal.ru/i087/0912/3c/34e4de86bb1c.jp...   Dec 20 2009, 06:56 AM
giorgi 7   http://s47.radikal.ru/i118/0912/0c/3acc5d6f82ac.jp...   Dec 20 2009, 07:07 AM
giorgi 7   http://bin.ge/file/110246/mama-gabrielis-xma.mp3.h...   Dec 20 2009, 07:39 AM
giorgi 7   http://bin.ge/file/110250/VTS-01-1.vob.html მ...   Dec 20 2009, 09:33 AM
b-a-r-b-a-r-e   საინტერესოა ძალია...   Dec 20 2009, 09:45 AM
Atman   ფორუმელებო! მამა ...   Dec 20 2009, 12:46 PM
S a l l y   ფორუმელებო! მამა ...   Dec 21 2009, 12:08 PM
giorgi 7   http://bin.ge/file/110332/mama-gabrieli--....ა...   Dec 20 2009, 02:56 PM
giorgi 7   20. კითხვა: მამა გიორ...   Dec 20 2009, 04:01 PM
giorgi 7   http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31...   Dec 21 2009, 06:37 AM
giorgi 7   http://s44.radikal.ru/i103/0912/68/7a2bc85cad43.jp...   Dec 21 2009, 08:03 AM
giorgi 7   [img]http://i082.radikal.ru/0912/da/431d5a3b827c.j...   Dec 21 2009, 08:30 AM
giorgi 7   http://i020.radikal.ru/0912/b0/a5a55919e4e4.jpgმ...   Dec 21 2009, 06:37 PM
giorgi 7   [img]http://s60.radikal.ru/i169/0912/de/dc4bd8e283...   Dec 21 2009, 10:49 PM
giorgi 7   http://s42.radikal.ru/i096/0912/92/36c108339a0e.jp...   Dec 22 2009, 03:51 PM
giorgi 7   http://s52.radikal.ru/i138/0912/b5/40142f7ea6b1.jp...   Dec 22 2009, 04:12 PM
b-a-r-b-a-r-e   დღეს ვიყავით მცხეთ...   Dec 22 2009, 08:48 PM
giorgi 7   მამა გაბრიელის მიე...   Dec 27 2009, 06:58 PM
giorgi 7   მამა გაბრიელის გამ...   Jan 3 2010, 08:46 PM
giorgi 7   http://srv3.imghost.ge/out.php/i81648_mit20sergi20...   Feb 12 2010, 09:49 PM
giorgi 7   [img]http://s43.radikal.ru/i102/1002/78/3fb6b76ce6...   Feb 13 2010, 10:38 AM
თამარ   თავს უფლებას მივცე...   Mar 8 2010, 11:29 PM
marine   თავს უფლებას მივც...   Mar 9 2010, 04:39 PM
izi-bartki   giorgi 7 :* თამარ შემოგევ...   Mar 12 2010, 05:56 PM
giorgi 7   ფილმი მამა გაბრიელ...   Mar 15 2010, 04:19 PM
izi-bartki   giorgi 7 შემოგევლეეე,გა...   Mar 15 2010, 05:55 PM
თამარ   giorgi 7 გაიხარე, გიორგ...   Mar 16 2010, 03:50 PM
giorgi 7   “შვილო ჩემო, ქვეყნ...   Mar 23 2010, 01:35 PM
თამარ   წმიდა სიმეონი ბევ...   Mar 23 2010, 04:28 PM
KAIROS   არანაირად არ მსურ...   Mar 26 2010, 04:33 AM
gurulo   KAIROS ფრაგმენტულად მა...   Apr 5 2010, 01:45 AM
llaasshhaa   ეხლა აპრილში უნდა ...   Apr 5 2010, 08:29 PM
აკაკი   რამდენიმე დღის წინ...   Apr 5 2010, 09:09 PM
თამარ   აკაკი გაიხარე! ას...   Apr 6 2010, 02:30 PM
აკაკი   თამარ არვიცი რესტა...   Apr 6 2010, 02:50 PM
Atman   ერთხელ გაბრიელ ბერ...   Apr 6 2010, 03:31 PM
ნონა   შეიძლება არ უნდა ვ...   Apr 6 2010, 04:22 PM
terra   ჯერ უნდა გამოვიკვ...   Apr 6 2010, 04:33 PM
Atman   რომ გაიგო ეგ სიტყვ...   Apr 6 2010, 04:31 PM
ნონა   რომ გაიგო ეგ სიტყვ...   Apr 6 2010, 04:41 PM
თამარ   ეს წინადადება გულ...   Apr 6 2010, 04:43 PM
Atman   თამარ როგორ სხეულ...   Apr 6 2010, 04:47 PM
giorgi 7   უცებ წამოდგა მამა ...   Apr 6 2010, 11:23 PM
თამარ   giorgi 7 შეიძლება. ბორჯ...   Apr 18 2010, 12:53 AM
მხევალი ნინო   თამარ თუ ამ ისტორ...   Apr 18 2010, 10:59 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 06:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი