სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
კანონისტი |
Feb 11 2010, 12:51 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
სტალინის ძეგლი არ დგას თბილისში, არც საქართველოს სხვა ქალაქებში.
მისი ძეგლი ერთადერთ ქალაქშია, გორში, სადაც ის დაიბადა. საგულისხმოა ერთი რამ: განსხვავებით ადოლფ ჰიტლერისა, იოსებ სტალინი ევროპის ისტორიაში არ არის შეფასებული, როგორც ცალსახად უარყოფითი პიროვნება. ცხადია, მას, როგორც საბჭოთა იმპერიის ბელადს მეტად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენებენ, მაგრამ სტალინის მხარდამჭერობა და სტალინელობა მაგალითად, იმავე ჰიტლერელობისაგან განსხვავებით, არ არის დასჯადი ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ტურისტული ფუნქციით, სტალინის ძეგლის არსებობა მის მშობლიურ ქალაქში, ჩემი აზრით გამართლებულია. ქართველი იყო, ბოლო-ბოლო... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 13 2010, 12:36 AM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
სტალინის ძეგლი არ დგას თბილისში, არც საქართველოს სხვა ქალაქებში. მისი ძეგლი ერთადერთ ქალაქშია, გორში, სადაც ის დაიბადა. საგულისხმოა ერთი რამ: განსხვავებით ადოლფ ჰიტლერისა, იოსებ სტალინი ევროპის ისტორიაში არ არის შეფასებული, როგორც ცალსახად უარყოფითი პიროვნება. ცხადია, მას, როგორც საბჭოთა იმპერიის ბელადს მეტად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენებენ, მაგრამ სტალინის მხარდამჭერობა და სტალინელობა მაგალითად, იმავე ჰიტლერელობისაგან განსხვავებით, არ არის დასჯადი ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ტურისტული ფუნქციით, სტალინის ძეგლის არსებობა მის მშობლიურ ქალაქში, ჩემი აზრით გამართლებულია. ქართველი იყო, ბოლო-ბოლო... 100%! აი ამ აზრზე ვიყავი და ან ვერ ვახერხებდი აზრის ჩამოყალიბებას, ან მეთვითონ ვერ ვერკვეოდი ჩემს პოზიციაში. : D -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი