თეატრალური სამყარო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თეატრალური სამყარო |
ქევანა |
Oct 19 2009, 10:42 PM
პოსტი
#1
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მახსოვს ადრე თემა იყო, მაგრამ ვერ ვიპოვნე : )
ამიტომ ვხსნი ახალ თემას. ვისაუბროთ თეატრზე, სპექტაკლზე, მსახიობებზე, დრამატურგიაზე, გავიზუაროთ ერთმანეთს ჩვენი განცდები და შთაბეჭდილებები, დავდოთ ინფორმაცია რომელიმე სპექტაკლზე და მოვაწყოთ ჯგუფური კულტურული სვლა თეატრში : ) რა არის თეატრი? მარტოოდენ შენობა სადაც მსახიობები გამოდიან და ასრულებენ მათთვის დაკისრებულ როლებს, სადაც ყველას თავისი მოვალეობა აქვს შესასრულებელი, თუ ესაა სამყარო, მშვენიერი და მომხიბლავი, ემოციური, ესთეტიური, სადაც თავს იყრის ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითები... "თეატრის ფარდის გახსნა ცხოვრების კარის გახსნასა ჰგავს. გაიხსნება ფარდა და ჩვენს წინაშე წარმოსდგება სინამდვილის მხატვრული მოდელი, ამოძრავებული, ცოცხალი, თიქმის ზუსტად ისეთი, როგორიც არსებობს, როგორიც შეიძლება სინამდვილეში ყოფილიყო. სცენაზე მომხდარი ამბები იმდენად ჰგავს ყოველდღიური ცხოვრების სურათებს, რომ მის გასაგებად და ასათვისებლად საკუთარ თავზე დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება. თეატრი ცხოვრების სარკეაო - გვასწავლიდა დიდი ილია, მართლაც სინამდვილის პოეტური, სცენური ორეული ერთი პირველთაგანია იმათ შორის, ვინც გზას უკვალავს ადამიანს და წინ მიუძღვის ცხოვრების რთულ ლაბირინთებში. ადამიანს ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად, მის ერთგულ მრჩევლად, ჭკუისა და გონების დამრიგებლად თეატრიც ეგულება. ხელოვნების დარგებიდან თეატრი ყველაზე გასაგებ, ყველაზე მისაწვდომ ენაზე მართავს საუბარს ადამიანებთან. ამიტომაცაა, რომ ცხოვრების დედა ენის, ხელოვნების ანაბანის, სილამაზისა თუ მშვენიერების ერთ-ერთ პირველწყაროდ თეატრიცაა მიჩნეული." ხელოვნების დარგებს შორის ეს დარგი მე მიმაჩნია ერთ-ერთ ადვილ აღსაქმელად თუ ადამიანს ელემენტარული აზროვნება შეუძლია, და მინდა აქ, ამ თემაში ვისაუბროთ თეატრზე, გავიხსენოთ პირველი თეატრი რომელ ქვეყანაში დაირწა, ვისაუბროთ შენობების არქიტექიტექურაზე, ვისაუბროთ სამსახიობო ნიჭზე, რეჟისორზე, თუნდაც თეატრის მხატვრობაზე და რათქმაუნდა დიდ დრამატურგებზე. ჩამოვიყალიბოთ გემოვნება და სწორი აზროვნება, მერე იქნებ თეატრში წამსვლელთა ჯგუფიც შევქნათ და დავესწროთ სპექტაკლებს, როცა ამისთვის მზად ვიქნებით და მერე მოვაწყოთ საჯარო განხილვა. მაგრამ ეს სამომავლოდ. პ.ს. ამასთან, მე მინდა რომ არამარტო ქართულ სპექტაკლებზე ვისაუბროთ, არამედ უცხოურ სპექტაკლებზეც, მე ვიცი ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ფორუმელებიც დადიან სპექტაკლებზე, მაინტერესებს მათი აზრიც : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
სოფი |
Feb 13 2010, 09:13 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
14 თებერვალის აფიშა:
15:00 - "ვარსკვლავბიჭუნა" - (ბილეთის ფასი - 5, 7, 8 ლარი) რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა) რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68 19:45 - "სულიერი არსებები" - (ბილეთის ფასი - 8, 10 ლარი) რუსთაველის თეატრი (მცირე სცენა) რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68 20:00 - "ქალი ძაღლით" - (ბილეთის ფასი - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 20:00 - "ეუხენია ბალბოა" (პრემიერა) - (ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 14:00 - "პეპი გრძელი წინდა" - (ბილეთის ფასი - 4, 7 ლარი) 20:00 - "ღმერთო! დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" - (ბილეთის ფასი - 4, 9 ლარი) თავისუფალი თეატრი რუსთაველის 2 ტელ: 98-58-21 19:00 - "კამინო რეალი" - (ბილეთის ფასი - 10 ლარი) თუმანიშვილის თეატრი დ. აღმაშენებლის გამზ. 164 ტელ: 34-28-99 19:00 - "მუსიკის ჰანგები" - (ბილეთის ფასი - 10, 15 ლარი) ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი აღმაშენებლის გამზ. 182 ტელ: 34-80-90 18:00 - "არტურო უის კარიერა" - (ბილეთის ფასი - 5 ლარი) გრიბოედოვის თეატრი რუსთაველის გამზ. 2 ტელ: 93-11-06 12:00 - "ტრამალების რისხვა" 15:00 - "სათაფლიას ზღაპარი", "რწყილი და ჭიანჭველა" - (ბილეთის ფასი - 5 ლარი) თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი დ. აღმაშენებლის გამზ. 99/1 ტელ: 95-78-74, 95-39-27 -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი