სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
KAIROS |
Feb 15 2010, 08:11 AM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სტალინის ძეგლი (ბიუსტი) დგას ტყიბულშიც, სამტრედიაშიც და სხვა ქალაქებშიც.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქალაქის ცენტრში მთავარ მოედანზე გამოჭიმული მსოფლიო ტირანის და მილიონობით ადამიანის სიცოცხლის შემწირველის ძეგლი (ეს ისტორიული ფაქტია და ამის მტკიცებაც არაა მგონი საჭირო),ნამდვილად მიუღებელია. ასე რომ თუკი იმიტომ რომ არის იქ, რომ დაიბადა, მაშინ ცენტრში ხომ არ დაბადებულა კაცო იყოს, იქ სადაც დაიბადა, ანუ მის სახლმუზეუმში, მინახავს კომუნიზმის მუზეუმბში მისი ძეგლი, თუ იმიტომ არის დასჯადი არაა, მგონი ჩვენთან არც ლენინელობაა დასჯადი, ასე რომ ეს არგუმენტად არ ვარგა, და თუ იმიტომ დგას რომ ქართველი იყო, ნუ ეს ხომ საერთოდ ბერიას დავუდგათ მაშინ, ან მთლად უკეთესი აღვუდგინოთ ძეგლები (და იქნებ სახელებიც ქალაქებს), წულუკიძეს-ხონში, ცხაკაიას-სენაკში, მახარაძეს-ოზუგეთში... ანუ რა ხდება ახლა როცა ქალაქის ცენტრში რაიმეს დგას, ეს იმ ქალაქის სიამაყეა, მისი ღირსებაა და მისი მიზანიც ერთგვარად, თბილისში წმიდა გიორგის ძეგლი იდგას, სხვაგან თამარ მეფის, წმიდა ნინოს და გორში სტალინის? არაა საჭირო ძეგლი ამ ტირანისა იყოს ქალაქის ცენტრში, უცილობლად უნდა იქნას გადატინილი მის მუზეუმში, ეს მოვალოებაც კი არის იმ იუნკერების წინაშე, რომლებიც სტალინ-ლენინის მიერ გამოგზავნილ დამპყრობელებს შეეწირნენ, იმ ინტელიგენტების, მღვდლების, უბრალო ხალხის, მილიონობით ადამიანის წინაშე ვინც მის რეპრესიებს შეეწირა! წმიდანად აღიარება არა ის, აბსურდის იქით აბსურდია ეგ, და მართლაც ცალკეული ჩახვეული სტალინისტების წარმავალი ხუშტურებია, რომელსაც შესანიშნავად პასუხობს დიაკონი ანდრეი კურაევი, მოკლედ რომ ვთქვა ძეგლი გადასატანია. კართაგენი უნდა დაინგრეს-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი