ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
uperuli |
Sep 14 2008, 10:47 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
Dr_Zuzumbo |
Feb 15 2010, 01:08 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
აჰა, შემოგიერთდით.
ესეც ჩემი პირველი ხატი- ივერიის ხვთისშობელი. ოქროს 24 კარატიანი ფურცლებით შემკობილი, Instacoll Kölner-ის მეთოდით. ხატი ნაწერია ტრადიციულ ხის დაფაზე (2,5 სმ სისქის მუხის ჰორიზონტალური შპონებით), რომელიც დავგრუნტე ტრადიციული წესით, ცარცი+კურდღლის ტყავის წებო. საღებავებიც ტრადიციული, მინერალური პიგმენტებია რომლის შემკვრელადაც გამოყენებულია კვერცხის გული. მეორე სურათი კი იოანე ნათლიმცემელის ხატის ესკიზია, რომლის მოოქროვებაც უკვე დავიწყე. ვისაც შეკითხვები გაქვთ ხატწერის ტექნიკურ საკითხებზე(ტემპერა, მოოქროვება, ხატის საბოლოო დამცავი საშუალებები) შეგიძლია შემეკითხოთ. ძალიან კარგი კურსები გავიარე ბიზანტიურ ტრადიციულ ხატწერაში და აგრეთვე მოოქროვების ტექნიკაში. იოანეს ხატის მოოქროვებას მეორე, ზეთის მეთოდით ვაკეთებ- 12 საათიანი მიქსტიონით. წმინდა ნინოს ხატში ალბათ უძველეს, არაყზე დადების მეთოდს გამოვიყენებ, რომელიც აგატით პრიალდება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი