თეატრალური სამყარო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თეატრალური სამყარო |
ქევანა |
Oct 19 2009, 10:42 PM
პოსტი
#1
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მახსოვს ადრე თემა იყო, მაგრამ ვერ ვიპოვნე : )
ამიტომ ვხსნი ახალ თემას. ვისაუბროთ თეატრზე, სპექტაკლზე, მსახიობებზე, დრამატურგიაზე, გავიზუაროთ ერთმანეთს ჩვენი განცდები და შთაბეჭდილებები, დავდოთ ინფორმაცია რომელიმე სპექტაკლზე და მოვაწყოთ ჯგუფური კულტურული სვლა თეატრში : ) რა არის თეატრი? მარტოოდენ შენობა სადაც მსახიობები გამოდიან და ასრულებენ მათთვის დაკისრებულ როლებს, სადაც ყველას თავისი მოვალეობა აქვს შესასრულებელი, თუ ესაა სამყარო, მშვენიერი და მომხიბლავი, ემოციური, ესთეტიური, სადაც თავს იყრის ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითები... "თეატრის ფარდის გახსნა ცხოვრების კარის გახსნასა ჰგავს. გაიხსნება ფარდა და ჩვენს წინაშე წარმოსდგება სინამდვილის მხატვრული მოდელი, ამოძრავებული, ცოცხალი, თიქმის ზუსტად ისეთი, როგორიც არსებობს, როგორიც შეიძლება სინამდვილეში ყოფილიყო. სცენაზე მომხდარი ამბები იმდენად ჰგავს ყოველდღიური ცხოვრების სურათებს, რომ მის გასაგებად და ასათვისებლად საკუთარ თავზე დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება. თეატრი ცხოვრების სარკეაო - გვასწავლიდა დიდი ილია, მართლაც სინამდვილის პოეტური, სცენური ორეული ერთი პირველთაგანია იმათ შორის, ვინც გზას უკვალავს ადამიანს და წინ მიუძღვის ცხოვრების რთულ ლაბირინთებში. ადამიანს ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად, მის ერთგულ მრჩევლად, ჭკუისა და გონების დამრიგებლად თეატრიც ეგულება. ხელოვნების დარგებიდან თეატრი ყველაზე გასაგებ, ყველაზე მისაწვდომ ენაზე მართავს საუბარს ადამიანებთან. ამიტომაცაა, რომ ცხოვრების დედა ენის, ხელოვნების ანაბანის, სილამაზისა თუ მშვენიერების ერთ-ერთ პირველწყაროდ თეატრიცაა მიჩნეული." ხელოვნების დარგებს შორის ეს დარგი მე მიმაჩნია ერთ-ერთ ადვილ აღსაქმელად თუ ადამიანს ელემენტარული აზროვნება შეუძლია, და მინდა აქ, ამ თემაში ვისაუბროთ თეატრზე, გავიხსენოთ პირველი თეატრი რომელ ქვეყანაში დაირწა, ვისაუბროთ შენობების არქიტექიტექურაზე, ვისაუბროთ სამსახიობო ნიჭზე, რეჟისორზე, თუნდაც თეატრის მხატვრობაზე და რათქმაუნდა დიდ დრამატურგებზე. ჩამოვიყალიბოთ გემოვნება და სწორი აზროვნება, მერე იქნებ თეატრში წამსვლელთა ჯგუფიც შევქნათ და დავესწროთ სპექტაკლებს, როცა ამისთვის მზად ვიქნებით და მერე მოვაწყოთ საჯარო განხილვა. მაგრამ ეს სამომავლოდ. პ.ს. ამასთან, მე მინდა რომ არამარტო ქართულ სპექტაკლებზე ვისაუბროთ, არამედ უცხოურ სპექტაკლებზეც, მე ვიცი ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ფორუმელებიც დადიან სპექტაკლებზე, მაინტერესებს მათი აზრიც : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
სოფი |
Feb 15 2010, 08:22 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
16 თებერვალი
20:00 - "ონეგინი" (პრემიერა) - (ბილეთის ფასი - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 20:00 - "ხანუმა" - (ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 17 თებერვალი 19:45 - "ვარდნილი სხეულები" - (ბილეთის ფასი - 8, 10 ლარი) რუსთაველის თეატრი (მცირე სცენა) რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68 20:00 - "ეუხენა ბალბოა" (პრემიერა) - (ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 20:00 - "Private Lives" - (ბილეთის ფასი - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 19:00 - "ირმის უკანასკნელი ბღავილი" (სოხუმის თეატრის სპექტაკლი) - (ბილეთის ფასი - 4, 7, 9 ლარი) თავისუფალი თეატრი რუსთაველის 2 ტელ: 98-58-21 18 თებერვალი 19:45 - "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება" +16 - (ბილეთის ფასი - 6 - 7 ლარი) რუსთაველის თეატრი (ექპერიმენტული სცენა) რუსთაველის გამზ. 17 ტელ: 72-68-68 20:00 - "Art-ხელოვნება" - (ბილეთის ფასი - 4 - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 20:00 - "ქალი ძაღლით" - (ბილეთის ფასი - 11 ლარი) მარჯანიშვილის თეატრი (თეატრი სხვენში) მარჯანიშვილის ქ. 8 ტელ: 955-966 19:00 - "ჯინსების თაობა" - (ბილეთის ფასი - 4, 8, 10 ლარი) თავისუფალი თეატრი რუსთაველის 2 ტელ: 98-58-21 18:00 - "მწირი" - (ბილეთის ფასი - 5 ლარი) გრიბოედოვის თეატრი რუსთაველის გამზ. 2 ტელ: 93-11-06 mogzaura ციტატა დარაბებს მიღმა გაზაფხულია როგორ მინდა ამ სპექტაკლზე ამ ახლო ხანში მგონი არსად არ გადის -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი