დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
abo |
Feb 15 2010, 09:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
syd
ციტატა ძველი თაობა დასახოცია. ასეთი მიდგომა ძმისშვილიშვილო არ გამოგადგება, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ რომ მშობლებსაც კი დახოცავ თუ მათი მითითითება არ მოგეწონა. შენი სხვა პოსტები ხშირად არასერიოზულ ხუმრობად აღითქმება, იმედია ახლაც ხუმრობ. თუ არადა... ასეთი აზროვნების კიდევ ბევრი თუ არის, უფრო ცუდად გვქონია საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია. ბადრი ციტატა ჩვენს ქვეყანაში არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა (მაგრამ ძირითადად ფურცელზე). დარწმუნებით ვიცი რომ ქუთაისში 2 და თბილისში 5 სკოლაა ამერიკული პროგრამით "გადავარჩინოთ ბავშვები". სკოლების მატ.ტექ. ბაზაც შეიცვალა და სპეციალისტებიც იქნა გაგზავნილი ტრენინგებზე ვილნიუსში. უკვე 2 წელია ასწავლიან ინვალიდ ბავშვებს. რაც შეეხება ინკლუზიურ სავლებას სახ პროგრამით, განათლების კანონში დევს და ალბათ მოებმება თავიც, მხოლოდ ფორმიანი არ უნდა იყოს მინისტრი, არამედ პედაგოგიური განათლებით აჯობებს. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი