სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Feb 11 2010, 09:46 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებ
ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები. ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ![]() ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია. და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა ![]() წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა ![]() წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| სოფი |
Feb 15 2010, 11:28 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი აგერ მცირე ინფოც: ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული. ციტატა კარგი იქნებოდა თუ უკანა მხარის ფოტოსაც მოვიძიებდით. სამწუხაროდ მე არ მომეპოვება ესეც ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი: ![]() მართლმადიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელგანთქმული ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდეა. ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში, ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან არის წარმომდგარი. ღვთისმშობლის კარედი ხატი სიმაღლით 1,47 მ-ია, ხოლო სიგანე, გაშლილი კარით 2,02 მ. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შემკულობა (X ს.). შემდგომში ხახულის ღვთისმშობლის ხატი ახლადაგებულ გელათის მონასტერში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, აქ იგი ხელახლა მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები - ოქროში დაფერილი ვერცხლით) რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრით და ჯვრებით გაამშვენეს. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრეა მოხსენიებული. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, XIX საუკუნეში ხახულის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ეკლესიის სხვა უამრავ სიწმიდეთა მსგავსად) გაიძარცვა. კარედის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთლიანად ტიხრული მინანქრის ხატი (რომელიც ტიხრული მინანქრით შესრულებული უდიდესი ხატი იყო მსოფლიოში) ქუთაისის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა სულ ნატეხ-ნატეხ გაიტანა საქართველოდან. დამპყრობელთა უწმიდურ ხელებს, ღვთის მადლით, ხატის მხოლოდ სახე და ხელები გადაურჩა. ხახულის ღვთისმშობლის ხატი რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის შემდეგ (1921 წ.), ბოლშევიკურმა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სხვა სიწმინდეებთან ერთად ჩამოართვა და იგი ამჟამად თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ესეც ხახულის კარედის ფრაგმენტები: ![]() ![]() ![]() ![]() XII ს., მარიამ დედოფალი და იმპერატორი მიხეილ VII -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი ჭედური ხელოვნების ოსტატები Feb 11 2010, 09:46 PM
სოფი ბექა ოპიზარს შეუსრ... Feb 11 2010, 10:34 PM
ეკატო რა კარგი თემაა, კარ... Feb 11 2010, 11:55 PM
tamuna m ქართული ჭედური ხელ... Feb 12 2010, 02:03 PM
qetevani-82 სოფიი რა კარგი გოგ... Feb 12 2010, 06:36 PM
სოფი
ამაზე ყველასთვის ... Feb 12 2010, 07:33 PM
tamuna m
ნამდვილად! :wub: :wub: :... Feb 12 2010, 08:09 PM
qetevani-82 სოფი
გელოდები :wub:
ta... Feb 13 2010, 06:09 PM
ქევანა ოო, ძალიან კარგი თე... Feb 13 2010, 06:26 PM
სოფი ქევანა
XVIII ს., ჩხარი... Feb 13 2010, 08:22 PM
სოფი XVI ს., შუამთა, ღმრთის... Feb 15 2010, 08:51 PM
tamuna m შუამთის ხახულის ღვ... Feb 15 2010, 09:14 PM
ქევანა მამნე ოქრომჭედელი,... Mar 1 2010, 02:14 PM
terra ვენი ვიდი :))) Mar 1 2010, 05:02 PM
tamuna m
XVIს. დასაწყისი არა? :... Mar 1 2010, 05:46 PM
ქევანა tamuna m
ხო, სწორია, ეხლა ... Mar 1 2010, 05:56 PM
tamuna m
საინტერესო იქნებო... Mar 1 2010, 06:02 PM
სოფი ქევანა
ქეთ პირველ... Mar 1 2010, 06:18 PM
ქევანა
გადმოატრიალე :) ადვ... Mar 1 2010, 06:39 PM
KAIROS ძალიან საინტერესო... Mar 1 2010, 08:55 PM
სოფი ქევანა
უი,ეგ კი აღა... Mar 3 2010, 11:02 PM
სოფი http://s40.radikal.ru/i089/1003/6b/64e68c49a89f.jp... Mar 8 2010, 01:33 PM
kinoteli კობა გურული - 30 წლამ... May 17 2010, 11:20 PM
თამარ kinoteli
ბატონო (თუ ქალბ... Sep 20 2014, 12:12 AM
marine "საჭრეთლით ამბობ... Jul 8 2017, 11:41 AM
marine "თლილი ქვით ნაგებ... Aug 1 2017, 03:11 PM
marine "ჯუმათის მონასტე... Aug 1 2017, 03:35 PM
marine "XI საუკუნის პირვე... Aug 24 2017, 01:38 PM
marine "მნიშვნელოვანია ... Sep 4 2017, 10:39 AM
marine "[ლაგურკის] ეკლეს... Sep 22 2017, 11:42 AM
marine "ერთი სახარება ბე... Feb 11 2018, 07:55 PM
marine "ჯუმათის მონასტე... Jan 3 2020, 10:08 PM
marine "XVII საუკუნეში საქ... May 21 2020, 09:22 PM
marine "დახელოვნებით მო... Jan 29 2022, 06:51 PM
marine "საქართველოში ჭე... Feb 28 2022, 07:08 PM
marine "თამარის დროს მოღ... Mar 1 2022, 09:37 PM
marine "ოქრომჭედლობის თ... Mar 6 2022, 05:04 PM
marine "უახლესი აღმოჩენ... Mar 6 2022, 06:42 PM
marine "განსაკუთრებით ბ... Mar 7 2022, 12:34 PM
marine "ძვ.წ. II ათასწლეულ... Mar 7 2022, 01:04 PM
marine "ეს მხატვრულ-სტილ... Mar 8 2022, 03:09 PM
marine "ოქროს მოსაპოვებ... Apr 24 2022, 02:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th December 2025 - 04:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი