რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
lingvo |
Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით • განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში • სუროგატი დედობა • დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: 1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა 2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე 3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას 4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია 5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე. 6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა 7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს. მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას. პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში. ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად. იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება. ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა. მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
abo |
Feb 15 2010, 11:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ა ნ უ კ ა
ციტატა ერთის მხრივ, კარგია ეს მეთოდი, ანატომიის უკეთ შესასწავლად, მაგრამ მეორე მხრივ ცოდო არ არის ის ადამიანი, ესე რომ აწვალებენ,მერე რა რომ გარდაცვლილია ზრუნვა და მოფრთხილება ჩემი აზრით სხეულში მოთავსებულ სულს უფრო უნდა. უსულო სხეულზე ზემოქმედება არამგონი ცოდვა იყოს, თუმცა არც სასიამვნოა. ინკვიზიცია ხომ არ არის... გიორგი lingvo ხელოვნური ჩასახვა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ, პირველი სულიერი და მეორე მეცნიერული მხრივ, რომელიც დემოგრაფიასაც იტევს. უპირველეს ყოვლისა სულიერი მხარე განვიხილოთ: ვინაიდან უშვილობას ან ერთი მშობლის ან ორივეს ერთად პათოლოგია განაპირობებს, ჩდება კითხვა, ხომ არ არის ეს ფაქტი ღვთის მინიშნება, ან უარესი -სასჯელი? პასუხიც იქვეა... თუ უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება და თმის ღერიც არ ვარდება ძირს, ხომ არ არის უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა ეს ხელოვნური ჩარევა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია-კი. მეორე ვერსიით: მიუხედავად იმისა რომ ეკლესია არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას და არც არსად თქმულა ამის შესახებ, მეცნიერება ყოველთვის სწორ გზას ვერ ირჩევს თავის კვლევებში. მახსენდება მაიმუნის და ადამიანის შეჯვარების მცდელობა გასული საუკუნის 40-47-იან წლებში. რაც შემდეგაკრძალეს. საბჭოთა მეცნიერი კი ევროპაში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ვინაიდან ადამიანი უფალმა მის ხატად შექმნა და უბოძა მას დედამიწის (სამყაროსაც?) მეუფება, აქედან ცხადია რომ უსაზღვროა ადამიანის გონი და შესაძლებლობა, მან ხელოვნურად რობოტიც შეექმნა და ახლა ხორციელ შექმნასაც ცდილობს დაეუფლოს. შემქმნელი ხომ არ უტოლებს ამით უფალს თავს და შესაქმეს ხომ არ ანხორციელებს? მე მგონი კი. უფლის საქმეში ჩარევა კაცობრიობას სიკეთეს ვერ მოუტანს. ამპარტავნებით კი დაჯილდოვდება. ამპარტავნება არ არის იმის იმედი რომ დავხვეწავთ და რისკი შემცირდებაო? ეს ყველაფერი ათეისტური მსოფხედველობისათვის არ არის განკუთვნილი და ტყუილად ნუ ჩაერევა ათეისტი. ათეისტს რომ კითხო მეცნიერების გამვითარებით თვით ღმერთის შექმნაც შეიძლება (უფალო შემინდე მარხვაში მსუბუქი ცინიზმი)... რაც შეეხება დემოგრაფიულ მაჩვენებლებს ხელოვნურად ჩასახული ბავშვების ხარჯზე ღიმილისმომგვრელია... მაგას ის ჯობს უკვე შექმნილებს გაუფრთხილდეთ და საზარბაზნეთ ნუ გავიმეტებთ ხალხს. (არსებობს ამის ფაქტები და არა მარტო ჩვენთან)ან აურაცხელი აბორტები რომ კეთდება იმაზე გავახილოთ თვალი. ხელოვნური ჩასახვა ხალხის საკეთილდღეოდ კი არა უგვარტომო უნივერსალური ადამიანის შესაქმნელად არის შემოტანილი. მაგის დახვეწა და მეუღლის ფენომენიც გაქრება, და გეტყვიან აი ბრილიანტივით სპერმაო, რასაც ვერ გაუწევ წინააღმდეგობას მანამდე მაგის განკარგულებაც გამოვა ტან სამშობლოს საჭიროებისათვისო გეტყვიან... ბევრი შეიძლება ამაზე ისაუბრო, მაგრამ ღმერთთან გატოლების სურვილი ლუციფერის შემდეგ ადამიანსაც თუ გაუჩდებოდა არ მეგონა... კიდევ იტყვით რა.... ჩამორჩენილი , მაგრამ მაინც სწორი აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
terra |
Feb 16 2010, 12:37 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
უსულო სხეულზე ზემოქმედება არამგონი ცოდვა იყოს, თუმცა არც სასიამვნოა. ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით. გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა. ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება. რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი