![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
q-e-T-i |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა
და ესე ენაჲმძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ » წელი ათასი, ვითარცა ერთიდღჱ»,- და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ-ათასსა მარაგსა;-და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მამისაჲთა. და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც- და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაჲ. ზოსიმე, იოანე (X საუკუნე) ქართული ენის ისტორია, მისი განვითარება და ამდენი მტრის მიუხედავად ისევ მტკიცედ არსებობა ![]() ქართულმა სალიტერატურო ენამ V საუკუნიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ერთმანეთს დაუპირისპირდა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა გულისხმობს, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების ენას V-XI-ს ჩათვლით. ხოლო ახალი ქართული XIX და XXს-ის მწერლობის ენას. XIIს-დან XVIIIს-მდე ქართული სალიტერატურო ენა გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. ძველი ქართულიდან ახალი ქართულისაკენ, ამ პერიოდის სალიტერატურო ენას საშუალო ქართული ჰქვია. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
![]() ![]() |
georgianeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ნაწყვეტი ვალერიან ვეკუას ენა, მამული, სარწმუნოების შესახებ დაწერილ სენტენციებიდან
კარიდან "ენა" * * * ენა ის საუნჯეა, რომელიც აკეთილშობილებს ერს და აახლოებს უფალთან. * * * ენა ერის ციხე-სიმაგრის ის გალავანია, რომლის მორღვევით ჩქარდება ერის სიკვდილი. * * * ენა სამიზნეა იმათთვის, ვისაც ერის სიკვდილი აქვს გადაწყვეტილი. * * * ენა ერის ძლიერების ლიბოა, ამის უარყოფა კი საფუძველს ურყევს ამ ძლიერებას. * * * ენა შესაძლებელს ხდის, მოხდეს ერის კონსოლიდაცია და მობილიზება უკეთესი მერმისის მისაღწევად. * * * ენისა და ერის გადარჩენა ცალ-ცალკე არ ხდება. ეს ერთიანი პროცესია და ამ კეთილშობილი საქმისათვის თავდადება ერის წიაღიდან უნდა მომდინარეობდეს. რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება დამღუპველია ორივესათვის. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
georgianeli |
![]()
პოსტი
#3
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ნაწყვეტი ვალერიან ვეკუას ენა, მამული, სარწმუნოების შესახებ დაწერილ სენტენციებიდან კარიდან "ენა".............. გამოსაცემი წიგნის საშესავალო მიმოწერიდან გამარჯვება, ვალერი ბიძია. ჩავუტარე რედაქტირება გამოთქმებს "ენა, მამული, სარწმუნოება"-ს შესახებ. არის რამდენიმე აზრობრივი თუ სტილისტური ხასიათის საკითხი, რომელიც გასარკვევია და უკეთ გამოსაკვეთი. ამაზე ცალკე, ან როცა შევხვდებით. ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული არაერთგზის გააზრებულა ეს ეროვნული წმინდა სამება და დაწერილა სხვა და სხვა სოციოლოგიური კვლევა, თუ ნარკვევი, მაგრამ სენტენციების სახით თქვენ სრულიად ორიგინალური ფორმისა და სიღრმის ფიქრთა კრებულს მოუყარეთ თავი, რაშიც მდგომარეობს კიდეც ნაშრომის უმთავრესი ღირსება. განსხვავებულ დროს ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებული მაქვს "ენისა" და "მამულის" კარედები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ საკითხის გაშლას, ვფიქრობ, უფრო მეტი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ერის ბედზე, ყოფას, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალ ადამიანებს შორის. ამ შემთხვევაში, საგნის პოლიტიკური მხარე მაინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაშრომის საფუძველი კენტი თეორიული ანალიზით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებითაა შედედებული. ამიტომაა, გამოკვეთილად ძლიერია ზნეობრივი პათოსი. ეს უკანასკნელი კი, დიდაქტიკური ხასიათისას ქმნის თქვენს "ენა, მამული, სარწმუნოება"-ს, რაც მისასალმებელია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ ნაწარმოებ უზნეო, დანაშაულებრივი და სისხლიანი საერთაშორისო პოლიტიკის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დღევანდელ მაინც უფრო დაბალი აკადემიური შეგნების პირობებში უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია თვითონ პოლიტიკის არსი და განსაზღვრება, ამჯერად მისი საფუძვლების ჩამოყალიბება-განხილვას არ შევუდგები, რადგან ეს სრულიად ცალკე თემაა. ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან მოყოლებული, ადამიანისა და საზოგადოების ყოფა სამყაროული წესრიგის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ამ კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა ეგვიპტელების ქალღმერთი-მაატი, რომელიც თვით ღმერთების არსებობის მომწესრიგებელი ძალის სახით გვევლინებოდა. შუმერში გვაქვს დურ-ან-ქი (კავშირი ცასა და მიწას შორის), რაც არა მარტო ანტიკურობის უდიდეს ქალაქს-ბაბილონს, არამედ შუმერისა და ბაბილონის ხანის სხვა დიდ ქალაქ-სახელმწიფოებს აღნიშნავდა. ანუ არსობრივად, შუამდინარეთის პოლისების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებადი კავშირი მიწასა და ზეცას შორის წარმოადგენდა დაახლოებით იმას, როგორ ერთობასაც გულისხმობს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია”-ში მოხსენიებული შინაგანი და გარე სამყაროს ურთიერთთანხვედრა. ამ მითაჟამური ტრადიციის გაგრძელება იყო პრეელინურ კულტურებზე ამოზრდილ ძველბერძნულ ცნობიერებაში ადამიანის მნიშვნელობის ზრდა პოლიტიკურ მოღვაწეობასა და პოლისის ფარგლებში, სადაც ქალაქ-სახელმწიფო მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის შემოქმედების ნაყოფი (უღრმესი ესთეტიკური დატვირთვითაც). თუმცა, მაშინაც ელადის ქალაქების საუკეთესო შვილთა მისწრაფებას პოლისში დამყარებული წესრიგის სამყაროული ჰარმონიის მიხედვით გამართვა წარმოადგენდა. რენესანსული პერიოდისაგან განსხვავებით ანტიკური ხანის პოლიტიკოსისა და პოლიტიკურ საქმიანობაში განმსაზღვრელი იყო ქველი ზნეობა. ასწლეულების განმავლობაში შემთხვევით არ წარმოადგენდნენ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, სენეკა, კვინტილიანე, ბოეციუსი სასულიერო, თუ საერო ინტელიგენციის ორიენტირებს. მაგრამ, აი, დადგა აღორძინების ხანა, სადაც დასავლეთის გვიან შუა საუკუნეების სულიერმა კრიზისებმა და აპოსტასიამ გონების პრიმატი გამოიწვია. ამის შედეგი იყო, მექანიკური მსოფლმხედველობის გაბატონება ჯერ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე, ხოლო შემდეგ კვანტურ მექანიკამდე. რა მოვლენა იყო ეს? თანამედროვე მეცნიერებების წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა ფრენსის ბეკონმა, როგორც მექანიციზმის თეორეტიკოსმა, ხოლო გალილეო გალილეიმ - როგორც პრაქტიკოსმა. სინამდვილის შესწავლა მათემატიკური მეთოდის მიხედვით დაიწყო, სადაც "საბუნებისმეტყველო ფილოსოფია" რეალობის ამა თუ იმ დეტალს იკვლევდა ნებისმიერი გარეპირობისაგან განკერძოებულად. ნაწილის შესწავლის მიზანი მთელის დაუფლება, შეცნობა გახდა, რადგან შემეცნება მოიაზრებოდა, როგორც ძალა და ადამიანის სამყაროზე გაბატონების საშუალება. შემეცნების პროცესის მთავარ მეთოდად ექსპერიმენტი იქცა. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება პოლიტიკური მეცნიერების დაბადება, როცა ნიკოლო მაკიაველიმ და თომას ჰობსმა მექანიკური მოდელი საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების შესწავლას მიუსადაგეს. შესაბამისად, ისინი პირველები იყვნენ, ვინაც პოლიტიკას და საზოგადოებას ზნეობისა და მეტაფიზიკისაგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ. ამიტომაა, საზოგადოებრივი ურთიერთობების განყენებული განხილვა უფრო მათი მოდელის სტრუქტურულ დადგინებამდე მიდის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური მეცნიერების მამები არ გამორიცხავდნენ ზნეობა-მეტაფიზიკის ურთიერთობას პოლიტიკასთან, როგორც ეს, სამწუხაროდ, არაერთ საკითხში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია. თომას ჰობსი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის (სადაც ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს, ზიანი მოჰქონდეს) შემზღუდველ მექანიზმად, სადაც მისი თითოეული წარმომადგენელი თანასწორია სახელმწიფოს წინაშე. აქვე შემუშავებულ იქნა ანტიკურისაგან განსხვავებულ ახალ ხანაში გაჩენილი კონცეცია სახელმწიფოს შესახებ: თუკი პლატონ-არისტოტელესთან სახელმწიფო ჭეშმარიტებამდე მისაღწევი საშუალებაა, შუალედური მექანიზმია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ბედნიერების მისაღწევად (ეუდაიმონია), აქ თვითონ სახელმწიფო აწესებს ჭეშმარიტებას, აკანონებს ზნეობას. თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მიმართებამ მაშინ, როცა საზოგადოება ფსევდო-ღირებულებებითაა მართული და მათ ემყარება, ამის უცხადესი მაგალითი XX საუკუნე იყო. როდესაც ზნეობრივი პოლიტიკის კონცეფციით სახელმწიფოს სათავეში უზნეოთა მთავრობაა მოქცეული, ან საზოგადოებაა უზნეო, ან ორივე ერთად (კიდევ უარესი), მაშინ უზნეობის ნორმადქცევის ტენდენცია იძალებს, ან უზნეობა იქცევა საზოგადოებრივ ნორმად. გასული და ჩვენი ასწლეულის პერიოდში დამყარებული ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები (მათ შორის, ჩვენს სამშობლოში) ამაზე ნათლად მეტყველებენ. ამად, არაორაზროვანია თქვენი სენტენციების ზნეობრივ-დიდაქტიკური ხასიათის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკური ამინდის დაკნინების პირობებში და მათი აქტუალურობა თანამედროვე ქართულ, თუ მსოფლიო პოლიტიკაში. 2008 წელი -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 12:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი