![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას გილოცავ დიდი მარხვის დაწყებას. უფალმა მოგვცეს ძალა რომ ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ თითოეულ კვირას ცალკე თემა მივუძღვნათ და ყველავ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი მასალა მოვაგროვოთ დიდი მარხვის შესახებ.
15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული. ორშაბათი მიგებება (მირქმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი (მსახურება გადაიტანება წინა დღეს, 1 თებერვალს). VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20. მირქმის შემდეგომი დღესასწაულისა და წარგზავნის მსახურებები არ აღესრულება. მართალი სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის ხსენება გადმოიტანება ორშაბათს. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრიტელის დიდი კანონი. შემოგთავაზებთ წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებებს, მიძღვნილს დიდი მარხვის ყოველი დღისადმი (გამოკრებილია მარხვანიდან) ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
17 თებერვალი (ძვ. სტ. 4 თებერვალი). დიდი მარხვის I შვიდეული ოთხშაბათი
ღირსისა ევაგრესი, ღირსი შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (დაახლ. 436-440); მოწამისა იადორისა (III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (868). პირველშეწირულის ლიტურგია. VI ჟამ. - ეს. II, 3-11. მწუხ. - შესქ. I, 24 - II, . იგავ. II, 1-22. ოთხშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, მოკუდინებისათვის ვნებათასა, და სამკალისათვის სულიერსა. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო, მოწევნული ესე ჟამი მარხვისა, ჟამი არს შრომათა და ოფლთა ხორციელთა, ხოლო მოსაგებელთა და გვირგვინთა და მადლთა სულიერთა, ვითარცა უკუე ხილულსა ამას და საწუთოსა შრომასა, განვალს კაცი საქმესა თვისსა, და შრომასა თვისსა ცისკრითგან ვიდრემდე მწუხრამდე, პირუელად ხუნად, და განწმენდად ყანისა თვისისა ეკალთაგან და კუროს თავთა, და ყოველთაგან ნივთთა მავნებელთა, და მერმე თესუად თესლისა და ვითარცა მოიწიოს მკა, არა სცის ლხინებაი თავსა თვისსა, ვიდრემდის სრულიად მომკის, და განლეწის, და წინა მდებარეი იგი საუნჯეთა თვისთა შეიკრიბოს, რაი უკუე ჯერ არს თქმად, რამეთუ უკეთუ ხორციელთა ზედა ესრეთ არს, არა უფროსად საჭირო იყოსა, სულიერსა ზედა ესრეთ ყოფად. რამეთუ ჩუენდაცა წინა მდებარე არს თესვაი და მკაი, ვითარცა თქუმულ არს მოციქულისა მიერ, ვითარმედ: “რომელმან თესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან თესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს”. და უფალი ეტყოდა მოწაფეთა თვისა: “არა თქუენ იტყვითა, ვითარმედ ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი, აჰა ესერა მე გეტყუი თქუენ, აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან აწვე სამკალად და მომკალმან სასყიდელი მიიღოს, და შეჰკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდეს”. აჰა ესერა გიჩუენე თქუენ, რაი არს თესუაი, და მკაი სულიერი. განვიდეთ უკუე ჩუენდა საქმესა ჩუენსა სულიერსა, რომლისათვის ვიჩინენით: ვთესოთ მარხუაი, ლოცუაი, ცრემლი, ფსალმუნებაი, მუხლთდრეკაი, ხმელისა ჭამაი, ხმელსა ზედა წოლაი და სხუა ყოველივე მოღუაწებაი, რათა შევჰკრიბნეთ ნაყოფნი, არა ხორციელნი და წარმავალნი, არამედ სულიერნი და დადგრომადნი ცხოვრებად საუკუნოდ, სიწმიდე, სიყუარული, სიხარული, სულგრძელებაი, მოთმინებაი, სიმშვიდეი, და სხუაი ყოველივე სათნოებაი, რამეთუ ესენი არიან ნაყოფნი სულისანი, რომელთაი ჯერ არს გულისხმისმყოფელისა გონებისა მიერ განლეწვა და შეკრება, ესე იგი არს, რათა შეურევნელ იყოს კეთილი ბოროტისაგან, ვითარ იგი სიყუარული, არამედ არა ვნებულად. და შური კეთილისა, არამედ არა მოშურნეობით და ზრახუაი ძმისათვის, არამედ არა მტერობით, არამედ უფროსღა წადიერებით აღსრულებად ნებაი ღუთისა კეთილი და სათნოი და სრული, ვითარცა წერილ არს: “ხოლო უკეთუ საუნჯეთაცა ჯერ არს შეკრება, ესე ვითართა ამათ ნაყოფთა, რაიმცა იყო სხუა, არამედ სიმდაბლისა მიერ დაკრძალუა”, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ “რაჟამს ყოველივე ჰყოთ, სთქვით, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა გუედუა ყოფად, ვჰყავთ”. და კუალად მოციქული იტყვის, ვითარმედ: “რაი გვაქვს, რომელი არა მიგიღებიეს. რაისა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა”, და ესე შრომაი და ესე მკაი, არა ორთა, და სამთა დღეთა შინა თთუეთა იხილუების ძმანო, არამედ განგრძობილად დასასრულსა თანა ცხოვრებისა ჩუენისასა, ხოლო მერმესა მას რა ცხოვრებასა ჩუენსა თანა შეტყუებულ იქმნას, ვითარცა ერთი დღე შეირაცხოს, რამეთუ მუნ დასასრული არა არს, მუნ ნაყოფსა შრომათა თვისთასა თვითოეული სჭამდეს. მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. ოდენ ნუ უდებვიქმნებით, ნუცა ოდენ მოვიწყინებთ, ნუმცაცა დამძიმდებიან გულნი ჩუენნი შუებითა და მთურალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა, ოდეს მოვაკუდინნეთ ასონი ქუეყანისანი, სიძუაი, არა წმიდებაი, ვნებაი, გულისთქმაი ბოროტი, ანგარებაი, და სხუანი იგი უპატიოებისა ვნებანი, ოდეს გულმოდგინედ ვიტვირთოთ უღელი მორჩილებისა, ბრძანებულსა ყოველსა ვიქმოდეთ, სიმძიმესა ყოველსა ვიტვირთვიდეთ ურთიერთარს, რათა ესრეთ აღუასრულეთ სჯული იგი ქრისტესი, მსგავსად წერილისა. და ნეტარ არს, რომელმან ყოველივე შეურაცხჰყოს ღუთისმოშიშებისათვის, და ნეტარ არს, რომელი უმრავლეს დაშურეს. რამეთუ სადა უმეტეს შრომა იყოს, მუნ უფროს არს სასყიდელიცა, და რომელმან შეურაცხი და უმრწმესი მსახურება აღირჩიოს, მან მიიღოს უფროსობაი, სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ: “რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყავნ იგი ყოველთა მსახურ და უკანასკნელ”, და რამეთუ ძე კაცისა არა მოვიდა, რათამცა იმსახურა ვისგანმე, არამედ მსახურებად, და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის. ჩუენებულ არს უკუე პირუელ თქუმულთა ამათგან, რამეთუ არს წინაშე ჩუენსა თესუა და მკაი ყოვლადვე და მარადის, ხოლო უმეტეს აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა ვთესოთ უკუე, ძმანო, თესლი მოღუაწებისა ცრემლით, და მოვიმკოთ გულსმოდგინებით ნაყოფი სათნოებისა: რომელი ასწავებდეს – სწავლა, რომელი ზედა ადგებოდეს – მოსწრაფება, რომელი განაგებდეს – განმგებობა, რომელი ჰმსახურებდეს – მსახურება, რომელი ჰმორჩილებდეს – მორჩილება, რომელი დაყუდებულ იყოს – დაყუდება, რომელი ილოცვიდეს – ლოცუა წარუტყუენველი; ყოველივე ყოველსა შინა მსგავსად ძალისა საცნაურ არს, რაჟამს ხორციელად მშრომელნი გულსმოდგინედ ხელჰყოფდეს საქმესა, ხოლო ჩუენ უდებებით და დახსნილებით მოუხდებოდეთ სულიერთა მოსწრაფებათა, ბოროტ არს, რაჟამს იგინი ოფლითა შესუარულნი არა განეშორებოდენ საქმესა; ხოლო ჩუენ მცონარე და მოწყინე ვიყუნეთ სიმტკიცისა მიმართ სათნოებათასა, და მოღუაწებისა საღმრთოისა, რომლისათვის სასუფეველი ცათაი წინა სძეს მაშვრალთა მათთვის უფლისათა; რომლისა თვისმე ცხოვრება საუკუნო, რომლისა თვისმე სიხარული გამოუთქმელი არს რამეა დახსნილობით მუშაკთა მიერ მოგებაი დიდთა და გულისსათქმელთა? ნუ იყოფინ. ამისათვის ჯერ არს განფრთხობაი და აღდგომაი, რამეთუ არა განხრწნადი და საწუთო სამკალი სძეს წინაშე ჩუენსა, არამედ უხრწნელი და საუკუნო, რათა ღირს იყოს ჩუენთვისცა თქმად, ვითარმედ ნაშრომი ხელთა შენთა ჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. ნუ ვინმე თქუას, ვითარმედ უძლურ ვარ, და ვერ ძალმიძს სულიერისა ამის სამკალისა მკად, ნუ უკუე და უძლურ ხარ ხორცითა, ხოლო არა სულითა! უკეთუ გნებავს, ძალგიძს საქმედ კეთილისა; ცრემლნი გქონან, სინანული გაქუს, ლმობიერება გაქუს, დაცუაი გონებისა გაქუს, მშვიდობაი გაქუს და სიწმიდეი გაქუს. რომელნი ესე ფრიად საყუარელ არიან ღუთისა. ხოლო უკეთუ უძლურებისათვის მარხუად, ზედგომად და მუხლთდრეკად მრავალ ჟამ ვერ ძალგიძს, ზემო თქმულნი ესე დაიმარხენ და ცხოვნდე. ნუ ვინ იტყუის თუ შემიბრკმა და ვერ ძალმიძს აღდგომად! ინებე ხოლო და აღგადგინოს შენ, რომელმან იგი აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, ნუ უკუე რომელი დაეცის, არა აღსდგისა? ანუ რომელი მიიქცის, ნუ არა მოიქცისა? ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი, არა მნებავს მე სიკუდილი ცოდვილისა, ვითარ მოქცევაი, და ცხოვრებაი მისი. აწ უკუე რაიმცა გუაქუნდა მიზეზი ჯეროვანი, ანუ ადგილი სიტყვისგებისაი? არა ყოველთა გულსმოდგინებითა აღსრულებად მცნებათა და მიმთხუევად აღთქმულთა მათ კეთილთა გვიბრძანებს? აჰა ესერა წმიდანი მამანი ჩუენნი დაჰშურეს, სთესდეს და მოიმკეს, და შეიკრიბეს თვისა საუნჯეთა ცხოვრებაი საუკუნოი, და აწ არიან სიხარულსა შინა, და მოელიან გამოჩინებასა დიდისა მის დღისასა, რომელსა შინა განბრწყინდენ, ვითარცა მზე! გევედრები, ძმანო, ნუ უცხო ვიქმნებით ნეტარებათა ამათგან და ნუცა კნინისა და უნდოისა და საწუთოისა განსუენებისა და გემოისათვის განვსცემთ ცხოვრებასა ჩუენსა, რათა არა საუკუნოდ დავისაჯნეთ; არამედ რავდენცა შესაძლებელ იყოს, ვიღუაწოთ შემდგომად კუალსა წმიდათა მათ და ყოვლად ქებულთა მამათასა, ყოველსავე თავსვიდებდეთ, ყოველსავე მოვითმენდეთ, რათა სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი