ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი... |
სოფი |
Jul 7 2007, 04:44 PM
პოსტი
#1
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც), რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას. თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფ ვფიქრობ ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს.ვიღაცამ შეიძლება საკუთარ მაგალითსაც შეადაროს ... აქვე მოდი ვისაუბროთ თქვენს სულიერ ცხოვრებაზე ქართველო ემიგრანტებო. გამიგია (ამ ფორუმზეც), რომ ბევრი ვერ ახერხებს ეკლესიაში სიარულს, ზოგჯერ არის ისეც, რომ ახლომახლო ვერ პოულობენ მართლმადიდებლურ ტაძრებს, თქვენ რამდენად ახერხებთ ამას? თქვენთან რა ენაზე სრულდება წირვა-ლოცვა? როგორ გგონიათ, იქ ყოფნა რამენაირად ხომ არ გაბრკოლებთ სულიერ ცხოვრებაში? ინტერვიუ აღებულია რამდენიმე ადამიანისაგან,მათ შორის არქიმანდრიტ ლაზარესა და მამა მამუკას (ჩვენთვის კარგად ცნობილი ) მეუღლისაგან, თინათინ გამცემლიძისაგან... 2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი(გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე ( სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ.. მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია. მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია,რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს: _ ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას.თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Feb 18 2010, 04:35 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
salome zhvania
ესე იგი შენზე ზედგამოჭრილია ეს სიტყვები ციტატა ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი