სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
კანუდოსელი |
Feb 19 2010, 10:16 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სტალინის ძეგლი უნდა ავიღოთ, ოღონდ, ჯერ საზოგადოება უნდა მომზადდეს და ამისთვის პირველ რიგში სტალინი უნდა გასამართლდეს
ამ მხრივ კანონისტი მართალია...თანაც ნაციონალების სტილით მისდგე და დაანგრიო იმ იმედით, რომ ძირეულს ანგრევ - ცოტა სასაცილოა - სტალინი უამრავი ადამიანის ტვინებშია ...აი ჯერ ის უნდა მოვსპოთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
Feb 19 2010, 12:03 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ამისთვის პირველ რიგში სტალინი უნდა გასამართლდეს შენ რა გინდა, სამოქალაქო ომი ატყდეს გორსა და თბილისს შორის? აი ამ აზროვნების ამოძირკვაა ურთულესი, თორემ ძეგლს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც ზღაპრებს და მითებს რომ ყვებიან ამ ჯუჯა ტირანზე, დღესაც და ამ ლეგენდებზე რომ ზრდიან შვილებს და შვილიშვილებსაც, ეგაა ამოსაძირკვი პირველ რიგში, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, სიზიფეს და დანაიდების შრომაა. თუ თაობა არ შეიცვალა, ამას არაფერი ეშველება. ისე კი, მართლა სამარცხვინოა, ამ კაცის ძეგლი სადმე მაინც იდგეს. თუნდაც ტყიბულში და ა.შ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი