![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
samreklo |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 ![]() |
ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება,მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება.
განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას,რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას. ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით,რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა. მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც. ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში,მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას,შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე. ცით შთაგონებული,იგი ლექსებსაც წერდა,რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭვდა გადააწყვეტინეს. ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ხაზგასმულია,რომ “უფლის განგება დიდია”. ი.სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო. გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში. სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა,რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად. განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია. მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულელეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები. მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა. იგი მიზანმიმართულად,ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის,მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს. ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის მცნება.მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით. როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა,ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა,მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი. მართალია,ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს,მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა. დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად. პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტე,მიაღწია იმას,რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ი.სტალინის ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი,საღვთო წიგნები,აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი. მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი. ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკ-პეტერბურგს სტალინმა ბრძანა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო. საკვირველმომქმედი ხატის,ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა. მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ცნობილია,რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა,სადაც ის სტუმრობდა axal aTonze simon kananelis მონასტერს,რომლის წინამძღოლმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას. მონასტრის ბერებთან საუბრებისას ი.სტალინი ანვითარებდა აზრს,რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება. გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”,სადაც აღნიშნავდა,რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა.ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში. ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს. ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა.მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა,ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა,რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით. შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვრთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ. უდავოა,რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო.მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის,ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა. მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსლი გაავლო ღმერთის მოძულე ძალებს. ი.სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა,რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები. არც ისე შორსაა ის დრო,როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ მუჩაიძე |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
საინტერსოა, მუჩაიძის სიწმინდის კრიტერიუმების გაგება ...
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი