ბიბლიოთეკა, ღვთისმეტყველება და არა მხოლოდ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბიბლიოთეკა, ღვთისმეტყველება და არა მხოლოდ... |
KAIROS |
Mar 2 2007, 08:57 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხშირად, ჩემო კარგებო, როდესაც შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე, არის გამოწვეული იმით, რომ არ ვიცნობთ წყაროებს, არ წაგვიკითხავს მამები, არ ვიცნობთ თანამედროვე თეოლოგებს, თუნდაც კათოლიკს, პროტესტანტს, ათეისტს, მინდა, რომ ეს თოფიქი იყოს მხოლოდდამხოლოდ ლიტერატურასთან, ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული და კიდევ, გთხოვთ აქ აღარ გინდა ოფთოფიქობა, აქ მხოლოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ ან დადოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, ვიმეორებ შეიძლება ავტორის აზრი მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვალდებულნი ვარ ისინი ვიცოდეთ, სხვაგვარად ჩვენი კრიტიკა სუსტი იქნება, შიგდაშიგ შევეცდებით შევაჯამოთ არსებული წიგნების ჩამონათვალი, ძირითადში სამ ენაზე მინდა გაგაცნოთ წიგნები: ქართულად, რუსულად და ინგლისურად, თუმცა სურვილის შემთხვევაში კიდევ სამ ენაზე შემიძლია მოგიყვანოთ სხვადასხვა წიგნები. წიგნები შევეცდები იქნეს მოყვანილი ან "ზიპ-ვერსიით" ან მივანიშნოთ ბმული, მაგრამ ბმულის მინიშნებისას, მინდა ყველამ მოკლედ დაახასიათოთ წიგნი და თუ საშუალება იქნება სარჩევიც მოიყვანოთ, ასე გვერდს ავუვლით იმ მშრალ ჩამონათვალს, რომელსაც ისედაც იპოვის მსურველი ინტერნეტში. გმადლობთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 5 2007, 12:54 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რამე ლიტერატურა დიდი სიქზმის შესახებ ინგლისურ ენაზე დავითის თხოვნით ვდებ წიგნს "მართლმადიდებლობის ისტორია" ინგლისურ ენაზე წყარო : ბერძნული მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპო დიოცეზი ამერიკაში ( R ყველა უფლება როგორც ამ წიგნისა, ისე ყველასი დაცულია და მათი გამოყენება კომერციული მიზნებით აკრძალულია ! ) წიგნი ძალიან საინტერესოა და ასევე საინტერესო შესავალიც აქვს: HISTORY OF THE ORTHODOX CHURCH Aristeides Papadakis, Ph.D. The true orthodox way of thought has always been historical, has always included the past, but has never been enslaved by it. . . [for] the strength of the Church is not in the past, present, or future, but in Christ. -Fr. Alexander Schmemann სულ რაღაც 16 გვერდში გადმოცემულია მოკლე ისტორია მართლმადიდებლობისა, საინტერესოდ იკითხება და მოკლედ დაგაინტერესებთ. გადმოქაჩვა: http://www.4shared.com/file/11690403/7e6ef...dox_Church.html დღეს კმარა, აბა იკითხეთ, იკითხეთ და იკითხეთ დროებით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი