IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მზის ჩუქურთმები, მოვიგონოთ და მოვაგროვოთ ლამაზი სიტყვები
georgianeli
პოსტი Jul 30 2008, 07:04 PM
პოსტი #1


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



მზის ჩუქურთმები

რაც იყო, არის და იქნება

სიყვარულს იმაზე მეტი სახელი გააჩნია, ვიდრე შეიძლება გამოითქვას.

მით უფრო განვითარებულად ითვლება ადამიანი, რაც უფრო მეტი ფერის სახელი იცის. იაპონიის, კორეისა და ჩინეთის მოზარდებს 200-ზე მეტი ფერის დასახელება შეუძლიათ. ისლანდიაში კი, თოვლის გამომხატველი ასობით სახელი გააჩნიათ.


მზეკაბანი
მზისა
მზიური
ზვარე
მზიანი
მზესუმზირა
მზენამზერი
მზეთამზე
მზეგრძელი
მომზეო/მომზიურო
მზისმეტყველება
სამზეო/სამზიურო
მზეეთი
ლამზირა
მზერა
მზეკარი/ზეკარი
მზეჭაბუკი
მზენაკრავი
მზეთუნახავი
მზისთვალა
გულმზიანი
მზეგული
ენამზე
ენამზეობა
მზისიერი
ბზინვა/მზინვარება
მზეკაცი
მზექალი
მზევაჟი
გზამზიანი/გზამზიური
კერიამზიანი/კერამზიანი
გონებამზიანი/გონებამზიური
მზისთვალა
მზისგულა
მზენათელი
მზებნელი
მზევარვარა
მზეჩახჩახა
მზელივლივა
დღემზიანი/დღემზიური
კვირამზიანი/კვირამზიური
მზეჟამი
ცხოვრებამზიანი/ცხოვრებამზიური
მზისშვილი
თვალმზიანი/თვალმზიური
სამყარომზიანი/სამყარომზიური
სიტყვამზიანი/სიტყვამზიური
სუნთქვამზიანი/სუნთქვამზიური
შაირმზიანი/შაირმზიური
მზეკაფია
ხმამზიანი/ხმამზიური
ცამზიანი/ცამზიური
მზეცა
ოქრომზიანი/ოქრომზიური
ოქრომზე
მზეცურვილი
მზენაფერი
მზისფერა
მზისცალა
მზისწორი
მზენაჯერი
მზესავსე
როკვამზიანი/როკვამზიური
მკერდმზიანი/მკერდმზიური
მზემკერდი
მზიურსამა
დილამზიანი/დილამზიური
მზედარი
სამართალმზიანი/სამართალმზიური
სიყვარულმზიანი/სიყვარულმზიური
მზეხალხი
მზეღმერთი
კეთილმზიანი/კეთილმზიური
მზეკეთილი
მზემშვენიერი
მზელამაზი
მზემარადი
მზემარდი
ბუნებამზიანი/ბუნებამზიური
მზეხასიათი
განწყობამზიანი/განწყობამზიური
სიზმარმზიანი/სიზმარიმზიური
მზებედნიერი
სიხარულმზიანი
მეგობრობამზიანი/მეგობრობამზიური
მზესაკრავი
მზექნარი
ქნარმზიანი/ქნარიმზიური
ხელოვნებამზიანი/ხელოვნებამზიური
ხელმზიანი
საქმემზიანი/საქმემზიური
მზესაქმე
საუბარმზიანი
მზესიტყვაობა
სიტყვამზეობა/სიტყვამზიურობა
მზეწითელი
მზეყვითელი
მზეთეთრი
მზეწმინდა
მზესპეტაკი
მზემწვანე
მზეჟღალი
ჩუქურთმამზიანი/ჩუქურთმამზიური
მამამზე
მამამზიანი/მამამზიური
დედამზე
დედამზიანი/დედამზიური
დამზიანი/დამზიური
დამზე
ძმამზე
ძმამზიანი/ძმამზიური
ხვარამზე
სახელმზიანი
მზისსახოვანი
სახემზიანი
სახემზიური
იერმზიანი/იერმზიური
ოცნებამზიანი/ოცნებამზიური
მზეარსი
ყოფამზიანი/ყოფამზიური
რწმენამზიანი/რწმენამზიური
სარწმუნოებამზიანი/სარწმუნოებამზიური
ოჯახმზიანი
ანბანმზიანი/ანბანმზიური
მწერლობამზიანიმწერლობა/მზიური
მზენახატი
მზეხატი
ხატმზიანი
ოდამზიანი/ოდამზიური
მზექარი
მზეველი
მინდორმზიანი
მზეყვავილობა
გვირგვინმზიანი/გვირგვინმზიური
მზეშარავანდი
შარავანდმზიანი/შარავანდმზიური
აზროვნებამზიანი/აზროვნებამზიური
ზმნამზიანი/ზმნამზიური
არსებამზიანი/არსებამზიური
მზეწიგნი (სახარება, “ვეფხისტყაოსანი”, “ღვთაებრივი კომედია”)
ღვინომზიანი/ღვინომზიური
მზებაღი
ვენახმზიანი/ვენახმზიური
მზევაზი
თხრობამზიანი/თხრობამზიური
მზისკარი
მზეძლიერი
მზემძლავრი
მზესუსტი
მზეხვავი
ჯვარმზიანი/ჯვარმზიური
ნებამზიანი/ნებამზიური
გრძნობამზიანი/გრძნობამზიური
გამზიანება/გამზიურება
ამზიანება/ამზიურება
ღვაწლმზიანი/ღვაწლმზიური
მზემრავალი
მზეუხვი
მზეთბილი
მზეცხელი
ზნემზიანი/ზნემზიური
მზენიჭი
მზექმნილი/მზიურქმნილი
მზემშვიდი
მზემართალი
მზემძლევი
მზესრული
მზენაკლული
მზემკრთალი
მზემდიდარი
მზეგონიერი
მზემტკიცე
მზეტკბილი
მზეძალუმი
მზეღუღუნა
მზემღერი
მზელურჯი
მზემწვანე
მზევარდი
ქვამზიური
მზესასწაული
მზეწარუვალი
მზემყოფელი/მზემყოფი
მზემქმნელი
მზემაღალი
მზედაბალი
მზენამდვილი
მზემადლიანი
მზემწყაზარი
მზებავშვი
მზენახევარი
მზებრძენი
მზემაგარი
მზეყოფილი
მზემრთელი
მზეყანა
განგებამზიანი/განგებამზიური
მზემწიფე
მზეგმირი
მზედიდი
მზემცირე
მზეუშრეტი
მზემეტი
მზებრიალა
მზეანთებული
მზეჩამქრალი
მზებადრი
მზემოსილი
მზესათუთი
მზეიდუმალი
მზენაშობი/მზეშობილი
მზეუკვდავი
მზეფერადი
მზერაობა
მზეხალასი
მზეანკარა
მზეალალი
მზელალა
მზებევრი
მზეფართო
მზედინჯი
მზესვიანი
მზეკურთხეული/მზენაკურთხი
გამომზეურება
მზესვეტი
მზებაჯაღლო
მზერაში
ლოცვამზიანი/ლოცვამზიური
მზეთასი
მზენუკრი
რქამზიანი/რქამზიური
მღერამზიანი/მღერამზიური
მზეშინა
მზემხნე
მზემამაცი
მზეციმციმა
მზეღონიერი
მზემარჯი/მზემარჯვი
მზერამზიური/მზერამზიანი
ხედვამზიანი/ხედვამზიური
მზეწვდომილი
მზენაწვდომი
მზემოპოვებული
მზენაპოვნი
მზემოღვაწებული
მზეღირსი
მზემრუმი
მზეჩახუტებული

...და ა.შ.შ.
სახელმზნები და ზმნური ფორმები ნაკლებად მაქვს გამოყენებული, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობაზე მიანიშნებს.
სხვა დროს გავაგრძელებ...


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
georgianeli
პოსტი Feb 19 2010, 08:24 PM
პოსტი #2


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 05:53 PM) *

ნუ თუ ცოტა, არაუშავს მაშინ a075.gif

უბრალოდ, რაც უფრო მეტ ცოდნას ვიღებ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს ზღვაში წვეთია. შესაბამისად, ცხოვრებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა შეხედულება იმის შესახებ, რომ არსებობს ცოდნის ინფორმაციულ მიღებაზე (თუნდაც, ძალიან ბევრი ცოდნის, რომელიც რა თქმა უნდა, სასურველი და საჭიროა) გააააცილებით უფრო ღრმა, პირველადი და მთავარი მოვლენები.

ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 05:53 PM) *

თუმცა რამდენიმე ტერმინის მნიშვნელობას ვერ მივეწიე

თუკი და როცა მზეს ძველქართული მნიშვნელობითაც მოვიაზრებთ, მაშინ მზის გააზრების განზომილებაც უნაპიროდ ფართოვდება. ეს ეხება მის ალუზიურ გაგებას ღმერთთან; ასევე, როგორც სიცოცხლის, სულის, მფარველი ანგელოზის აღმნიშვნელს, განწყობის მახასიათებელს, მრავალფეროვანი ბავშვური სიხალასით გააზრებულ და წარმოდგენილ ყოფიერებასაც, რომელშიც ყველაფერი და თვით არსებობაც კი ტალღოვანი, პლაზმური ხდება და სადაც ნების-მიერი რამეა შესაძლებელი.... აბა, ახლა გახედე, როგორ დაინახავ.


ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 08:25 PM) *

ენოვნება - ამ სიტყვას ჩემი აზრით მარტო სიღრმე და ასოხლართი კი არა აქვს, თავისი მსოფლმხედველობრივი გამხელის უნარიც თან ყვება ეროვნებასთან მსგავსების გამო.

ორგემაგე - წინააღმდეგობებისაგან ნაქსოვი ორმაგი, ორკერძოვე ბუნების აღსანიშნავად.

ხვატრული - ერთგვარი შენივთებაა ორი დამოუკიდებელი სიტყვის: ხვატი და რული... და რა დახვეწილი მხატვრული სილამაზე იქმნება

ენოვნება / ენოვანება
ძალიან ლამაზი და ღრმა შინაარსის მქონე სიტყვებია, ბაჯაღლო ოქროები. ჰაიდეგერს ქართველური ენა-სუპერდიალექტები რომ ცოდნოდა, გერმანული ენის ფილოსოფიურ სიღრმეს მინიმუმ 2 ათასი წლით ჩამოიტოვებდა უკან...

მზედახუნძლული
მზემხიარული
მზეჩუმი
მზემდუმარე
თეომზიანი / თეომზიური
მზესხივი
მზერაოდენი
მზემასპინძლობა
მზემასპინძელი
სტუმარმზიანი
მზესანატრელი
მზენანატრი
ნატვრამზიანი
მზენიადაგ
ზრუნვამზიანი
მზეპატარა
მზეცუგრუმელა
მზემოწყალე
მზერბილი
მზეხისტი
მზელეგა
მზეზორბა
მზეგულმოდგინე
მზეგულითადი
მზემოკისკასე
მზედასახლებული
მზეჩასახლებული
მზეჩანერგილი
მზედალეული
მზეწვრთნილი
მზეჩაუქი
მზემხარე
მზექალაქი
მზესოფელი
ვაკემზიანი / ვაკემზიური
მზეგამოლაშქრებული
მზეკმაყოფილი
მზემწველი
მზეახსნილი
მზევაგლახი
მზედადუღებული
მზეჩამაჭრებული
მზედაღვინებული


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 19 2010, 08:48 PM
პოსტი #3


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(georgianeli @ Feb 19 2010, 09:24 PM) *

უბრალოდ, რაც უფრო მეტ ცოდნას ვიღებ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს ზღვაში წვეთია. შესაბამისად, ცხოვრებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა შეხედულება იმის შესახებ, რომ არსებობს ცოდნის ინფორმაციულ მიღებაზე (თუნდაც, ძალიან ბევრი ცოდნის, რომელიც რა თქმა უნდა, სასურველი და საჭიროა) გააააცილებით უფრო ღრმა, პირველადი და მთავარი მოვლენები.

ოხ, ეს ცნობილი დიდი და მცირე ფილსოფიური წრეები smile.gif
biggrin.gif
ოხ, გოეთე...!
ამ სიტყვების გამო გავიხსენე ახლა:
როცა ადამიანი ბევრს კითხულობს და საღი ანალიზისა და განსჯის უნარს მაინც მოკლებულია, ღირსია წიგნების კარადას შევადაროთო dry.gif
საიდან სად დარბის ჩემი გონება - გზააბნეული... :რაშუაშია: :რამგამახსენა:
:მომცროკარადა:


ციტატა
მზის გააზრების განზომილებაც უნაპიროდ ფართოვდება..... აბა, ახლა გახედე, როგორ დაინახავ.

მე სიტყვებს ვერ ვხედავ, მირჩევნია შევეხო a075.gif
:აღქმის წინააღმდეგობა შენს ვიზუალისტ და ჩემს კინესთეთიკ ბუნებას შორის: tongue.gif

ამდენი ხანიაა მზენარევ სიტყვებს რომ გიქებ განა მაგ ჰორიზონტს არ ვუწვდენდი თვალს? biggrin.gif
ნისლი მომერია და ცალკეულის გამოჩინება მიტომ გთხოვე


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Feb 19 2010, 09:38 PM
პოსტი #4


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 09:48 PM) *

როცა ადამიანი ბევრს კითხულობს და საღი ანალიზისა და განსჯის უნარს მაინც მოკლებულია, ღირსია წიგნების კარადას შევადაროთო dry.gif

არა მარტო "კარადობა", რომელსაც აკლია ადამიანობა, კაცობა, სულიერება. თუ ეს საკმარისად მაინც არ გაქვს, რამდენიც გინდა იცოდე. ცოდნა თუ სიცოცხლესა და სიყვარულს არაა დამყნობილი, ხენეშია და უმზეო: ჩამქრალია, არ გათბობს, გაციებს.

ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 09:48 PM) *

მე სიტყვებს ვერ ვხედავ, მირჩევნია შევეხო a075.gif
:აღქმის წინააღმდეგობა შენს ვიზუალისტ და ჩემს კინესთეთიკ ბუნებას შორის: tongue.gif

ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, აღქმის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სხვა და სხვა რაგვარობაა. არსობრივად რახანია, გამოკვლეულია, რომ ხედვა ვიზუალური შეხებაა და თუ არ ხედავ, ვერც შეეხები, რადგან მაშინ შენთვის ის საგანი არ არსებობს (ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დადგინება გააჩნიათ დიდ ფრანგ ფილოსოფოსს, მერლო-პონტის და ასევე... ჩვენს გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც შესანიშნავად ფლობდა თავის თანამედროვე სიახლეებსაც ფილოსოფიაში. მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამჟამად შეგნებულად ვიკავებ თავს არგუმენტის განვრცობისაგან). საერთოდ კი, ეს ცოდნასა და მოქმედებას შორის ისტორიული განხეთქილების ბრალია. სამწუხაროდ... დასავლურმა კულტურამ სოკრატედან მოყოლებული შექმნა ცოდნის პრიმატი. ანუ, ვთქვათ, თუ არ იცი, რა არის სიქველე, სიკეთე, არ და ვერ იქნები კეთილი, ქველი. ამან იქამდე დაიყვანა დასავლის ადამიანი, რომ ცხოვრება და ხელოვნება გაიმიჯნა ერთმანეთისაგან. საზოგადოება უფრო და უფრო ხდება სპექტაკლის საზოგადოება, ანუ პასიური მაყურებლის ერთობა (ცოდნა მოქმედების გარეშე. ამგვარად ხდება თავის-უფალ ადამიანთა ერთობის მასად გადაქცევა. თავის-უფალ ადამიანთა ერთობა არის ერი,-და ერი არა ოდენ პოლიტიკური გაგებით, არამედ ანთროპოლოგიური, კულტურული შინაარსითაც. ერი და მასა კი, არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან). აქედან სტერილური პრინციპის დაბადება: "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ხელოვნება უფრო განყენებულია, მონუმენტალურია, გაკერპებულია, ვიდრე ცხოვრებაში განხორციელებული. გარეგნულად ლამაზი, მაგრამ შინაგანად მშვენიერებაგამოწრეტილი არტეფაქტის სამჭედლოა რა. აღმოსავლური ცნობიერებისათვის კი საპირისპიროდაა: თუ არ გააკეთე სი-კეთ-ე, ვერ გახდები კეთილი და არ გეცოდინება იგი.

ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 09:48 PM) *
ამდენი ხანიაა მზენარევ სიტყვებს რომ გიქებ განა მაგ ჰორიზონტს არ ვუწვდენდი თვალს? biggrin.gif
ნისლი მომერია და ცალკეულის გამოჩინება მიტომ გთხოვე

მაგ:
მზემხიარული დღე
მზემასპინძლობა, ანუ ღმერთივით დიდებული მასპინძლობა გაგვიწია (უძველესი ცივილიზაციების ცნობიერებიდან შემორჩენილი დიდებული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის ამსახველი რაობა, სადაც სტუმარი ღმერთადაც მოიაზრებოდა. გავიხსენოთ აბრაამთან ღვთის სტუმრობა სამი ანგელოზის სახით, რომლის გამოძახილია წარმართობაში ღმერთების სტუმრობები ადამიანებთან. ელადაში სპეციალური ტრადიცია და ინსტიტუტიც არსებობდა საამისოდ, რომელსაც პროქსენია ეწოდებოდა. თავად ზევსი პროქსენს წარმოადგენდა. აქედან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საკრალური წარმოშობა)
მზელეგა, ანუ მზესავით უზარმაზარი
მზემოკისკასე, ანუ მზესავით ციალა; ხასიათითაც მზესავით მოხდენილი
შეიძლება გაგრძელება. უბრალოდ, ინტერპრეტაცია საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სხვა და სხვა ადამიანს შორის.




ციტატა(ნონა @ Feb 19 2010, 10:09 PM) *

georgianeli ხომ არ გეწყინა შემთხვევით ?!...

არ გრცხვენია?smile.gif) ბავშვური-ც ვარ, მაგრამ არა 2 წლის ბავშვიsmile.gif


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 19 2010, 10:28 PM
პოსტი #5


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(georgianeli @ Feb 19 2010, 10:38 PM) *

არა მარტო "კარადობა", რომელსაც აკლია ადამიანობა, კაცობა, სულიერება. თუ ეს საკმარისად მაინც არ გაქვს, რამდენიც გინდა იცოდე
არამარტო კარადობა?
განა კარადად აღიარების შემდეგ მისთვის მაღალი მორალური იმპერატივების წაყენება საერთოდ საფიქრალია?!

ციტატა
ცოდნა თუ სიცოცხლესა და სიყვარულს არაა დამყნობილი, ხენეშია და უმზეო: ჩამქრალია, არ გათბობს, გაციებს.
გამორჩეულად მიყვარს ერთი ფრაზა: ვინც ჭეშმარიტებას სიყვარულის გამო არ ეძებს და მიზანი თვითკმაყოფილებაა, მას ერგება ძვალი ნამდვილი ჭეშმარიტებისაგან... rolleyes.gif


ციტატა
ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, აღქმის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სხვა და სხვა რაგვარობაა. არსობრივად რახანია, გამოკვლეულია, რომ ხედვა ვიზუალური შეხებაა და თუ არ ხედავ, ვერც შეეხები, რადგან მაშინ შენთვის ის საგანი არ არსებობს

ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ არც მოიცავს და მათი თანხვედრის წონა ინდივიდუალურია.

ჩემგან ხსენებული სიტყვის შეხება მხოლოდ პოეტური დამოკიდებულება იყო smile.gif
სიტყვას რეალისტურად ხელს ვერ მოკდებ, უპრიანია გაიგონო ვიდრე დაინახო...

სწორედ სუბიექტის ფსიქოტიპი განაპირობებს იმას თუ როგორ გაიაზროს გაგონილი სიტყვა, შენ ცდილობ მნიშვნელობის დანახვას და მის ამგვარად განცდას, მე მირჩევნია მასთან ახლობლობას შეხების ემპათიით მივაღწიო...
შენ თუ მარწვის გაგონებაზე წითელი ფერის და მისთვის დამახასიათებელი ფორმის მქონე ხილი გენახვება, მე წვნიანი რბილობის მქონე მატერიაზე მიყვავდება ნერვი biggrin.gif


ციტატა
(ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დადგინება გააჩნიათ დიდ ფრანგ ფილოსოფოსს, მერლო-პონტის და ასევე... ჩვენს გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც შესანიშნავად ფლობდა თავის თანამედროვე სიახლეებსაც ფილოსოფიაში. მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამჟამად შეგნებულად ვიკავებ თავს არგუმენტის განვრცობისაგან).

არადა სულ ტყულად, აშკარად საინტერსო იქნებოდა smile.gif

ციტატა
საზოგადოება უფრო და უფრო ხდება სპექტაკლის საზოგადოება, ანუ პასიური მაყურებლის ერთობა (ცოდნა მოქმედების გარეშე. ამგვარად ხდება თავის-უფალ ადამიანთა ერთობის მასად გადაქცევა. თავის-უფალ ადამიანთა ერთობა არის ერი,... ერი და მასა კი, არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან). აქედან სტერილური პრინციპის დაბადება: "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ხელოვნება უფრო განყენებულია, მონუმენტალურია, გაკერპებულია, ვიდრე ცხოვრებაში განხორციელებული. გარეგნულად ლამაზი, მაგრამ შინაგანად მშვენიერებაგამოწრეტილი არტეფაქტის სამჭედლოა რა. აღმოსავლური ცნობიერებისათვის კი საპირისპიროდაა: თუ არ გააკეთე სი-კეთ-ე, ვერ გახდები კეთილი და არ გეცოდინება იგი.

იმის თქმა გინდა რომ მასიზმი მხოლოდ დასავლური საზოგადოების პრობლემაა?
თავის-უფალი ადამიანი მასა ნამდვილად არასოდეს გახდება თავს ჭეშმარიტად რომ უფლობდეს .
უბრალოდ ცალკე ფასეულობად დამკვიდრდა თავისუფლების ილუზიური გაგება, პრინციპში დამახინჯება... და ამ გაგებამ თავის-უფლობის რეაური არსი გადაფარა.
ერი და თავისუფალ ადამიანთა ერთობა ურთიერთშემცველი გაგება არ არის სამწუხაროდ.
ერის როგორც ერთობის ყველა წევრის ვერთავისუფლობა ერის ვერთავისუფლობას არ ნიშნავს... და პირიქით.

აი ხელოვნების მონუმენტურობის საკითხი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება... ხომ განგევრცო?!... smile.gif


რაც შეეხება განმარტებებს მე გამწვანებული ტექსტის შესახებ ვიკითხე, ისე კია გასაგები ეგ სიტყვები a075.gif

ციტატა

არ გრცხვენია?smile.gif) ბავშვური-ც ვარ, მაგრამ არა 2 წლის ბავშვიsmile.gif

რა ვიცი, ვიფიქრე იქნებ სწორად ვერ გაიგო რისი თქმაც მსურდა თქო და... sad.gif

Jon Hopkins - The Wider Sun

უცნაურია, შენთვის ადრენალინს ბადებს, ჩემთვის - ფიქრის აღძვრის კარგი მანქანებაა smile.gif
ადრენალინი რომელია biggrin.gif
ჰო კიდევ -
ის რაც დუმილიდან იბადება არ იმსახურებს რომ ამბოხისგან შობილს შეადარო
არ მეთანხმები? smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
georgianeli   მზის ჩუქურთმები   Jul 30 2008, 07:04 PM
ქავთარაძე   ამ სიცხეში რადროს ...   Jul 30 2008, 07:45 PM
georgianeli   ამ სიცხეში რადროს ...   Jul 30 2008, 08:00 PM
ქავთარაძე   georgianeli არა მეც მაგ მზ...   Jul 30 2008, 08:18 PM
nini1   მუზამზიანი, ბედმზი...   Jul 30 2008, 10:53 PM
iisperiTOVLI   გულმზიანი   Jul 30 2008, 11:24 PM
ლეონტი   georgianeli ყველა არსებით...   Jul 31 2008, 02:21 PM
georgianeli   georgianeli ყველა არსები...   Jul 31 2008, 02:29 PM
ქავთარაძე   ფეხმზიანი ხელმზია...   Aug 1 2008, 10:26 AM
ლეონტი   სირბილმზიანი დგომ...   Aug 1 2008, 02:46 PM
georgianeli   ალპინისტური ლოგიკ...   Aug 1 2008, 03:49 PM
iisperiTOVLI   მზეთუნახავი.. :)   Aug 1 2008, 04:32 PM
ლეონტი   მაზერი მიზერი მაუზ...   Aug 1 2008, 04:37 PM
iisperiTOVLI   პირიმზე :)   Aug 1 2008, 05:36 PM
georgianeli   მზებრუნი მზემალი მ...   Sep 15 2008, 06:58 PM
georgianeli   ამოკრებილი ლამაზი ...   Sep 16 2008, 08:39 PM
syd   ცხრა მზე რამზესის ...   Nov 17 2008, 10:32 AM
georgianeli   რაობამზიანი მზემო...   Jan 20 2010, 09:26 PM
ნონა   თემა სრულად კი წავ...   Jan 20 2010, 09:46 PM
georgianeli   თემა სრულად კი წავ...   Jan 27 2010, 07:27 PM
ნონა   :thumbs: P. S. არაა აუცილე...   Jan 28 2010, 09:26 PM
georgianeli   ლიკლიკისი საქსაქი...   Feb 17 2010, 06:59 AM
სოფი   მზექალი კი ითქვა,მ...   Jan 27 2010, 10:49 PM
georgianeli   მასე უკვე წერია და ...   Jan 28 2010, 09:11 PM
ნონა   რონინი ფოფინი ციცი...   Feb 18 2010, 07:41 PM
georgianeli   [b]რონინი ფოფინი ცი...   Feb 19 2010, 01:12 AM
ნონა   [b][color=#FF0000]მზედაძინებ...   Feb 19 2010, 04:53 PM
ნონა   ამ თემაში რომ შემო...   Feb 19 2010, 07:25 PM
georgianeli   ნუ თუ ცოტა, არაუშა...   Feb 19 2010, 08:24 PM
ნონა   უბრალოდ, რაც უფრო მ...   Feb 19 2010, 08:48 PM
georgianeli   როცა ადამიანი ბევ...   Feb 19 2010, 09:38 PM
ნონა   არა მარტო "კარად...   Feb 19 2010, 10:28 PM
ნონა   georgianeli ხომ არ გეწყინა...   Feb 19 2010, 09:09 PM
georgianeli   რახან მზის ჩუქურთმ...   Feb 19 2010, 10:05 PM
georgianeli   ტაააკ-ს :) ყოჩაღ შენ, ...   Feb 20 2010, 08:31 AM
ნონა   ის, რაც ფიქრის აღძ...   Feb 20 2010, 12:40 PM
georgianeli   საქმე იმაშია რომ ა...   Feb 20 2010, 06:56 PM
ნონა   უფრო ტევადი და გამ...   Feb 20 2010, 07:03 PM
georgianeli   აქ ცოტა უფრო დალაგ...   Mar 5 2010, 06:52 AM
ქევანა   მშვენივრად ბაასობ...   Mar 5 2010, 09:47 PM
ნონა   მზეზე შეყვარებული...   Apr 6 2010, 11:03 PM
KAIROS   ინ ბოკა ალ ლუპო :) ნუ...   Apr 7 2010, 04:11 AM
ნონა   კოკადძერწილო სად ...   Apr 15 2010, 11:23 AM
ქევანა   ან გეორგიანელი სა ...   Jun 30 2010, 02:26 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი