![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
წიგნი დაბადებისა
![]() წიგნი დაბადებისა 4:3-4-5-8 3. და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. 4. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. 5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი. ![]() 8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 6:12-22 12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა. . . . . . . . . 22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 8:11 11. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 8:15-20 15. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს. 16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი. 17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა. 18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი. 19. და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან. ![]() 20. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 11:8 8. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 12:14 14. და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 13:8 8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ![]() წიგნი დაბადებისა - 14:18-20 18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა. 19. და აკურთხა აბრაამ და თქუა: 20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ქვიდან წყალმა გამოხეთქა
![]() წიგნი გამოსვლათა 17:6 6. რამეთუ მე ვდგე პირველ მოსლვისა შენისა მუნ კლდესა ზედა ქორებს; და სცე კლდესა და გამოვიდეს წყალი, და სუას ერმან, და ქმნა მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაჱლისათასა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - აარონი და ორი ბრძოლის დროს, მოსეს ეხმარებიან ![]() წიგნი გამოსვლათა - 17:11-12 11. და იყვის, რაჟამს აღიხუნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი, ხოლო რაჟამს შთამოიხუნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი. 12. ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს მძიმე, და მოიღეს ქვაჲ, და დადვეს ქუეშე მისსა, და დაჯდა მას ზედა. ხოლო აჰრონ და ორ განამტკიცებდეს ჴელთა მისთა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მოსეს ღვთისაგან 10 მცნება მიეცა ![]() წიგნი გამოსვლათა - 31:8 18. და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ოქროს კერპი ![]() წიგნი გამოსვლათა - 32:1-6 1. და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას. 2. და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა. 3. და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსა ყურთაგან მათთა და მოართვეს აჰრონს. 4. და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოუქმნა იგი გამოწერით და შექმნა ჴბო გამოდნობილად დასხმით. და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით. 5. და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე. 6. და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მოსე განრისხებისაგან მცნებებს ანადგურებს ![]() წიგნი გამოსვლათა - 32:19 19. და ვითარცა მოეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მწყობრი და განრისხნა მოსე გულისწყრომითა და განუტევა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მოსე ხელმეორედ მოაქვს ღვთისაგან ქვაზე დაწერილი მცნებები ![]() წიგნი გამოსვლათა - 34:29-30 29. და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ. 30. და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - წიგნი მეორე სჯულისა მოსემ იხილა ღვთისაგან დანაპირები ქვეყანა ![]() წიგნი მეორე სჯულისა - 34:4 4. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი