![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას გილოცავ დიდი მარხვის დაწყებას. უფალმა მოგვცეს ძალა რომ ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ თითოეულ კვირას ცალკე თემა მივუძღვნათ და ყველავ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი მასალა მოვაგროვოთ დიდი მარხვის შესახებ.
15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული. ორშაბათი მიგებება (მირქმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი (მსახურება გადაიტანება წინა დღეს, 1 თებერვალს). VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20. მირქმის შემდეგომი დღესასწაულისა და წარგზავნის მსახურებები არ აღესრულება. მართალი სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის ხსენება გადმოიტანება ორშაბათს. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრიტელის დიდი კანონი. შემოგთავაზებთ წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებებს, მიძღვნილს დიდი მარხვის ყოველი დღისადმი (გამოკრებილია მარხვანიდან) ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
ნონა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ადამიანმა უარყო სიცოცხლე, რომელიც შესთავაზა და აჩუქა მას ღმერთმა, ადამიანმა არჩია სიცოცხლე, რომელიც ღმერთზე კი არა, „მხოლოდ პურზე“ არის დამოკიდებული. ადამიანი არა მარტო არ დამორჩილდა ღმერთს, რისთვისაც დაისაჯა, არამედ შეცვალა თავისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან. უეჭველია, რომ ქვეყნიერება ადამიანს მიეცა როგორც საკვები, ანუ სიცოცხლის საშუალება. მაგრამ სიცოცხლე უნდა ყოფილიყო ღმერთთან ურთიერთობა. სიცოცხლეს ღმერთში არა მარტო თავისი დაგვირგვინება უნდა ჰქონოდა, არამედ თავისი სრულყოფილი სისავსეც. „მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (ი. 1,4). ქვეყნიერება და საკვები იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანს მათი მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა შესძლებოდა და მხოლოდ ღმრთის რწმენით მიღებული საკვები ყოფილიყო სიცოცხლის მომცემი. თავისთავად საკვები სიცოცხლეს არ შეიცავს და არ შეუძლია მისი კვლავწარმოება.
თვით საკვებშიც კი სიცოცხლის საწყისი ღმერთია და არა კალორიები. ქრისტე ახალი ადამია. იგი მოვიდა იმისათვის, რომ მოსპოს სნეულება, რომელიც ძველმა ადამმა სიცოცხლეში ჩაასახლა, რომ ჭეშმარიტი სიცოცხლისათვის აღადგინოს ადამიანი. ამიტომ ქრისტეც თავის მიწიერ მსახურებას მარხვით იწყებს: „და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია“ (მ. 4,3). (აქ მჭირდება თქვენი დახმარება, ქრისტე ცალკე ადამად რომაა მოხსენიებული... იმედია არ დაიზარებთ ![]() სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება საკვები. სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენში არ არსებობს თვითკმარი სიცოცხლე. ეს ის ზღვარია, რომლის მიღმა მე შიმშილით ვკვდები, ან სხეულის საკვებით გამხნევების შედეგად კვლავ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. სხვა სიტყვებით, ეს ის საბოლოო მომენტია, როცა ჩვენს წინაშე დგება შეკითხვა: რაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე? და რადგანაც ეს განყენებული კითხვა არაა, რადგანაც მის გადაწყვეტაზე ჩემი ხორციელი სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს მომენტი იქცევა ცდუნებად. სატანამ ადამს სამოთხეში მიაკითხა, ქრისტეს კი - უდაბნოში. ორმა მშიერმა კაცმა გაიგონა სატანის სიტყვები: ჭამე, რადგანაც შენი შიმშილი გიჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე საკვებზე ხარ დამოკიდებული, რომ შენი სიცოცხლე საკვებშია. ადამმა დაიჯერა და ჭამა. ქრისტემ უარყო ეს ცდუნება და თქვა, რომ არა პურითა მხოლოდ ცოცხლობს კაცი, არამედ ღმრთითაც. მან უარყო ეს მსოფლიო ტყუილი, რომელიც სატანამ მთელს ქვეყნიერებას შთააგონა და ყოველნაირ განხილვაზე მაღლა მყოფ ცხად ჭეშმარიტებად, მთელი საკაცობრიო მსოფლმხედველობის, მეცნიერების, მედიცინისა და, შესაძლოა, თვით რელიგიის საფუძვლად აქცია. ამ სიცრუის უარყოფით ქრისტემ აღადგინა საკვებს, სიცოცხლესა და ღმერთს შორის ჭეშმარიტი დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება, რომელიც დაარღვია ადამმა და რომელსაც ჩვენც ვარღვევთ ყოველდღე. მთელი თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით გაგებული მარხვა არის ერთადერთი საშუალება ადამიანის პირველადი ბუნების აღსადგენად. ეს თეორიული კი არა, პრაქტიკული გამოწვევაა იმ უდიდესი სიცრუისა, რომელმაც დაგვაჯერა, თითქოს მხოლოდ პურზე ვიყოთ დამოკიდებული და ამ სიცრუეზე ააგო მთელი საკაცობრიო ცოდნა, მეცნიერება და არსებობა. მარხვა ამხელს ამ სიცრუეს. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ქრისტე სატანას სწორედ მარხვის დროს შეხვდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ, ეს იმ ყოვლისმომცველი კანონის წინააღმდეგ ნასროლი გამოწვევაა, რომელიც სატანას „ამა სოფლის თავადად“ აქცევს. აქვე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ რამდენადმე კომპეტენტურ ადამიანებს ![]() კვლავ ციტატა მამა შმემანის წიგნიდან: საბოლოო ჯამში ხომ მარხვა ერთი რამეა: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს, ანუ უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და შიმშილის საშუალებით აღმოვაჩინოთ, რომ ეს დამოკიდებულება არაა ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება, რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის მიმშილია. როცა ვიწყებ მარხვას პრაქტიკულად მიქრება შიმშილის გრძნობა და წინასწარ დაგეგმილი რაოდენობით ვღებულობ საჭმელს თანაც არც ამის მიუღებლობა არაა პრობლემა, შეიძლება დამავიწყდეს... მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ამ ერთგვარ გეგმას ვემორჩილები, ანუ ვჭამ შიმშილის გრძნობის იმდენს რამდენიც დაგეგმილი მაქვს... საკვებთან უჩეულოდ გულგრილი დამოკიდებულება მაქვს ჩამოყალიბებული და ეს ე.წ. ნორმირებაც იმიტომ მაქვს შემოღებული, თორემ შეიძლება............. რომ არ მშია და მაინც ვჭამ ცოდვაა? ![]() პ.ს. ისე არ გამიგოთ თითქოს გემრიელად გეახლებოდეთ, მართლა საკმაოდ ცოტას ვჭამ მაგრამ აშკარად მაგის გარეშეც შემიძლია... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი