![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
georgianeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
მზის ჩუქურთმები რაც იყო, არის და იქნება სიყვარულს იმაზე მეტი სახელი გააჩნია, ვიდრე შეიძლება გამოითქვას. მით უფრო განვითარებულად ითვლება ადამიანი, რაც უფრო მეტი ფერის სახელი იცის. იაპონიის, კორეისა და ჩინეთის მოზარდებს 200-ზე მეტი ფერის დასახელება შეუძლიათ. ისლანდიაში კი, თოვლის გამომხატველი ასობით სახელი გააჩნიათ. მზეკაბანი მზისა მზიური ზვარე მზიანი მზესუმზირა მზენამზერი მზეთამზე მზეგრძელი მომზეო/მომზიურო მზისმეტყველება სამზეო/სამზიურო მზეეთი ლამზირა მზერა მზეკარი/ზეკარი მზეჭაბუკი მზენაკრავი მზეთუნახავი მზისთვალა გულმზიანი მზეგული ენამზე ენამზეობა მზისიერი ბზინვა/მზინვარება მზეკაცი მზექალი მზევაჟი გზამზიანი/გზამზიური კერიამზიანი/კერამზიანი გონებამზიანი/გონებამზიური მზისთვალა მზისგულა მზენათელი მზებნელი მზევარვარა მზეჩახჩახა მზელივლივა დღემზიანი/დღემზიური კვირამზიანი/კვირამზიური მზეჟამი ცხოვრებამზიანი/ცხოვრებამზიური მზისშვილი თვალმზიანი/თვალმზიური სამყარომზიანი/სამყარომზიური სიტყვამზიანი/სიტყვამზიური სუნთქვამზიანი/სუნთქვამზიური შაირმზიანი/შაირმზიური მზეკაფია ხმამზიანი/ხმამზიური ცამზიანი/ცამზიური მზეცა ოქრომზიანი/ოქრომზიური ოქრომზე მზეცურვილი მზენაფერი მზისფერა მზისცალა მზისწორი მზენაჯერი მზესავსე როკვამზიანი/როკვამზიური მკერდმზიანი/მკერდმზიური მზემკერდი მზიურსამა დილამზიანი/დილამზიური მზედარი სამართალმზიანი/სამართალმზიური სიყვარულმზიანი/სიყვარულმზიური მზეხალხი მზეღმერთი კეთილმზიანი/კეთილმზიური მზეკეთილი მზემშვენიერი მზელამაზი მზემარადი მზემარდი ბუნებამზიანი/ბუნებამზიური მზეხასიათი განწყობამზიანი/განწყობამზიური სიზმარმზიანი/სიზმარიმზიური მზებედნიერი სიხარულმზიანი მეგობრობამზიანი/მეგობრობამზიური მზესაკრავი მზექნარი ქნარმზიანი/ქნარიმზიური ხელოვნებამზიანი/ხელოვნებამზიური ხელმზიანი საქმემზიანი/საქმემზიური მზესაქმე საუბარმზიანი მზესიტყვაობა სიტყვამზეობა/სიტყვამზიურობა მზეწითელი მზეყვითელი მზეთეთრი მზეწმინდა მზესპეტაკი მზემწვანე მზეჟღალი ჩუქურთმამზიანი/ჩუქურთმამზიური მამამზე მამამზიანი/მამამზიური დედამზე დედამზიანი/დედამზიური დამზიანი/დამზიური დამზე ძმამზე ძმამზიანი/ძმამზიური ხვარამზე სახელმზიანი მზისსახოვანი სახემზიანი სახემზიური იერმზიანი/იერმზიური ოცნებამზიანი/ოცნებამზიური მზეარსი ყოფამზიანი/ყოფამზიური რწმენამზიანი/რწმენამზიური სარწმუნოებამზიანი/სარწმუნოებამზიური ოჯახმზიანი ანბანმზიანი/ანბანმზიური მწერლობამზიანიმწერლობა/მზიური მზენახატი მზეხატი ხატმზიანი ოდამზიანი/ოდამზიური მზექარი მზეველი მინდორმზიანი მზეყვავილობა გვირგვინმზიანი/გვირგვინმზიური მზეშარავანდი შარავანდმზიანი/შარავანდმზიური აზროვნებამზიანი/აზროვნებამზიური ზმნამზიანი/ზმნამზიური არსებამზიანი/არსებამზიური მზეწიგნი (სახარება, “ვეფხისტყაოსანი”, “ღვთაებრივი კომედია”) ღვინომზიანი/ღვინომზიური მზებაღი ვენახმზიანი/ვენახმზიური მზევაზი თხრობამზიანი/თხრობამზიური მზისკარი მზეძლიერი მზემძლავრი მზესუსტი მზეხვავი ჯვარმზიანი/ჯვარმზიური ნებამზიანი/ნებამზიური გრძნობამზიანი/გრძნობამზიური გამზიანება/გამზიურება ამზიანება/ამზიურება ღვაწლმზიანი/ღვაწლმზიური მზემრავალი მზეუხვი მზეთბილი მზეცხელი ზნემზიანი/ზნემზიური მზენიჭი მზექმნილი/მზიურქმნილი მზემშვიდი მზემართალი მზემძლევი მზესრული მზენაკლული მზემკრთალი მზემდიდარი მზეგონიერი მზემტკიცე მზეტკბილი მზეძალუმი მზეღუღუნა მზემღერი მზელურჯი მზემწვანე მზევარდი ქვამზიური მზესასწაული მზეწარუვალი მზემყოფელი/მზემყოფი მზემქმნელი მზემაღალი მზედაბალი მზენამდვილი მზემადლიანი მზემწყაზარი მზებავშვი მზენახევარი მზებრძენი მზემაგარი მზეყოფილი მზემრთელი მზეყანა განგებამზიანი/განგებამზიური მზემწიფე მზეგმირი მზედიდი მზემცირე მზეუშრეტი მზემეტი მზებრიალა მზეანთებული მზეჩამქრალი მზებადრი მზემოსილი მზესათუთი მზეიდუმალი მზენაშობი/მზეშობილი მზეუკვდავი მზეფერადი მზერაობა მზეხალასი მზეანკარა მზეალალი მზელალა მზებევრი მზეფართო მზედინჯი მზესვიანი მზეკურთხეული/მზენაკურთხი გამომზეურება მზესვეტი მზებაჯაღლო მზერაში ლოცვამზიანი/ლოცვამზიური მზეთასი მზენუკრი რქამზიანი/რქამზიური მღერამზიანი/მღერამზიური მზეშინა მზემხნე მზემამაცი მზეციმციმა მზეღონიერი მზემარჯი/მზემარჯვი მზერამზიური/მზერამზიანი ხედვამზიანი/ხედვამზიური მზეწვდომილი მზენაწვდომი მზემოპოვებული მზენაპოვნი მზემოღვაწებული მზეღირსი მზემრუმი მზეჩახუტებული ...და ა.შ.შ. სახელმზნები და ზმნური ფორმები ნაკლებად მაქვს გამოყენებული, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობაზე მიანიშნებს. სხვა დროს გავაგრძელებ... -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
![]() ![]() |
georgianeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ტაააკ-ს
![]() ყოჩაღ შენ, რამდენი კარგი და საინტერესო რამ დაგიხვედრებია ![]() ![]() მოდი, დავიწყებ ბოლოდან, რადგან იქ ვხედავ იმას, რაც დამახასიათებელია ჩვენი დღევანდელი მიმოწერისათვის: ის, რაც ფიქრის აღძვრის კარგი მანქანება შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება იყოს ადრენალინიც და არა მარტო (მოგზაურობაც, უძრაობაც, ოცნებაც, შინაგანი სისავსეც, ძალუმობაც, ირრუბაქიძის მტკიცვის გაგების სიმტკიცეც, უძირო სიღრმეც და ასე შემდეგ). უბრალოდ, აღნიშნულ იქნა შინაგანი დინამიურობის ერთ-ერთი მახასიათებელი. ანუ სახეზეა ერთი და იგივე მოვლენის სხვა და სხვა გამოვლინება, დასახელება და მხარე. ანუ მე და შენ ვხედავთ ერთ და იგივე მოვლენას სხვა და სხვა მხრიდან და მის სხვა და სხვა გამოვლინებას, რაც მოვლენას არ ცვლის, გულისხმიერ ადამიანს კი ამდიდრებს, რადგან ეცნობა სხვის და განსხვავებულ აზრსაც. ამბოხთან და დუმილთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ ქაოსიც ძალაა, რომელიც საკუთარი თავისა და სხვისი გამანადგურებელი თვისებისაა; მაგრამ ამავე დროს, ძალაა ჰარმონიაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოწესრიგებული და დადებითად გამართული იგივე ქაოსის ძალა. შესაბამისად, არის როკშიც თავისი წილი მშვენიერება, მაგრამ ერთია სადაც მხოლოდ წილი მშვენიერებაა (სამწუხაროდ, ხშირად ესაა შერყვნილი მშვენიერება, ანუ თავის საწყისს დაშორებული) და მეორე, როცა მშვენიერების ოდენობა გაცილებით მეტია. შესაბამისად, ყველა ირჩევს თავისი შეგნებისა და გემოვნების მიხედვით. აქედან, ყველას-თავისი. ფსევდო-თავისუფლებასა და თავის-უფლებას შორის არსებითი სხვაობაა. პირველში შერყვნილია თავისუფლების გაგება, მეორე კი თვითონაა ბაჯაღლო ოქრო, ყოველგვარი მინარევის გარეშე. თავისუფლების ღრმა გაგებისაა ემანუელ მუნიეს მთელი პერსონალიზმი, რომელიც უაღრესად ქრისტიანული ბუნებისაა. წარმოადგენდე ადამიანს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, იყო პიროვნება-იგივე კაცი ქართულ ცნობიერებაში. პიროვნება, კაცი მხოლოდ თავის-უფალი, საკუთარ თავზე გამარჯვებული, თავისი თავის შემგრძნობი და შემცნობი ადამიანია. აქედან გამომდინარეობს საკუთარი თავის პატივისცემა, თავმოყვარეობა (ეგოიზმში არასარევი), ღირსების გრძნობა, რომლიდანაც იწყება სხვა ადამიანის, მოყვასის პატივისცემაც, სიყვარულიც და დაფასებაც. ასე რომ, სადაც კი არსებობს ადამიანი, ყველგან აქტუალური საკითხია; გინდა დასავლეთი იყოს და გინდა აღმოსავლეთი. ერი და მასა... თავის-უფალი და არა ოდენ სხვისი, არამედ პირველ რიგში, საკუთარი თავის მონა... მასა შინაგანად დამონებული ადამიანების ერთობაა მაშინ, როცა ერი თავის-უფალ ადამიანთა ჯამი. და როცა ერს თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარად მოვიაზრებ, გამოვდივარ არა მხოლოდ ერის პოლიტიკური განმარტებიდან (რომელიც არსით განსხვავდება "ნაციისაგან"), არამედ უფრო პერსონალისტური გაგებიდან. ქართულ ცნობიერებაში ერი არ ნიშნავს მხოლოდ ხალხს, არამედ პირადად მე მასში ვგრძნობ, რომ აუცილებლად მოიცავს პიროვნებების, თავისუფალი ადამიანების ერთობას. ვფიქრობ, რომ პერსონალისტური თვალსაზრისით ეს არის ერის ერთი კონკრეტული ნაბიჯით კიდევ უფრო ჯანსაღი გაგება. ახლა, ერში უმეტესობა იქნება თავისუფალი, თუ ორი ადამიანი, ეს უკვე მისი თავისუფლების ხარისხზე მეტყველებს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იგი ერი იქნება, თუ მასა. ხელოვნების განკერძოება და მონუმენტურობა... ამასწინათ ახლობელი გააფთრებით იცავდა ამ შეხედულებას. მე კი მშვიდად შევყურებდი და საგონებელში ვყავდი ჩაგდებული ბევრისათვის დამახასიათებელ ამ შინაარსობლივად ტრაგიკულ აზრს. განსაკუთრებით დასავლური ცნობიერების კრიზისი იქამდეა დასული, რომ ღმერთსაა ჩანაცვლებული უმისამართო უსასრულობა. აქედან ზნეობისადმი შეცვლილი მიმართება. კერძოდ, გამოდიოდა პრინციპიდან "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ეს უკანასკნელი მოაზრებულია, როგორც თვითკმარი და საკუთარ თავში სრულქმნილი შემოქმედება; რომ შესაბამისად, არაა მთავარი ზნეობრივი ადამიანი ხარ, თუ არა, რადგან შეიძლება არ იყო კარგი ადამიანი, მაგრამ დიდი ხელოვნების ნაწარმოებები შექმნაო; რომ შედევრი დარჩება, ხელოვანის პირად ცხოვრებას კი ნაკლები მნიშვნელობა აქვსო... შინაგანად ყოველთვის მიჯანყია (ამბოხზე ამახვილებდი ყურადღებას ხომ) ამგვარი სქიზმისადმი ხელოვნებასა და ადამიანის პირად ცხოვრებას შორის, რომელიც ჩემთვის განუყოფელია. შევუბრუნდი და მოვუყვანე კონკრეტული მაგალითები, შემთხვევები არცთუ შორეული წარსულიდან. შორს წასვლა არც დამჭირვებია: საქართველოს 1991-1992 წლების დანაშაულებრივი, სისხლიანი და ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, მასში მონაწილე წითელი ინტელიგენციის ნამოქმედარი და ამ უარყოფითი მოვლენიდან გამომდინარე კატასტროფული შედეგები. ანუ, უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში დიდ სიმაღლეებს აღწევენ ხელოვნებაში, შემდეგ ნიღაბაკრულები, იარაღით ხელში დარბიან, აშინებენ, ესვრიან და ხვრიტავენ სამშვიდობო დემონსრაციებს, ადამიანებს. ძალიან მტკივნეული და ბევრისათვის ძნელადგადასაწყვეტი დილემაა: ერთის მხრივ უნიჭიერესად შესრულებული ხელოვნება და მეორეს მხრივ, კაენური უზნეობა. ანუ, წერ, ასრულებ, ქმნი ერთს და საქმეზე მიდიხარ იგივე პრინციპების საპირისპიროდ... თავისი პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების ურღვევი ერთიანობით ჩემთვის ხელოვნებაა მიქელანჯელო, პიერო დელა ფრანჩესკა, ერაზმ როტერდამელი, დოსტოევსკი. შორს რომ არ წავიდე, ჩემთვის ასევე დიდებული ხელოვნებაა დავით გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, გურამ რჩეულიშვილი (შექმნა კიდეც+იცხოვრა კიდეც+დაიღუპა კიდეც ღრმაადამიანური შინა-არსით). მამაკაცისგან ხედვითი და დედაკაცის მიერ სმენითი აღქმა... ისევ და ისევ მამაკაცური ქვეცნობიერი საწყისი animus და ქალური ქვეცნობიერი საწყისი anima. სხვა და სხვა რამეა და საკითხის მცდარი ფორმულირებაა ერთის მეორეზე უპირატესობა, ან კიდევ უარესი: ერთის მეორესთან დაპირისპირება. ორივე თავისებურად საჭიროა და ორივე ერთმანეთს ა-ვ-ს-ე-ბ-ს. მართალს ბრძანებ, როცა სმენით უფრო გეახლოება, რადგან ემპათიური განცდის შემდეგ შინაგანად შეიგრძნობ. მაგრამ აბა დააკვირდი: როცა ყურით გესმის და შინაგანად შეიგრძნობ, მაშინაც ხომ ყური "ეხება" და "ხედავს" (ეს ხდება ყურის მეშვეობით)? ამბობ, რომ მარწყვის გაგონებაზე მარწყვს ვხედავ (ნიშნავს, რომ დაახლოებით ასეთი სურათია ჩემზე შენში "აშენებული"), ხოლო თავად წვნიანი რბილობის მქონე მატერიაზე გიყვავდება ნერვი ![]() ![]() "კარადაზეც" და ჭეშმარიტებაზეც ერთ და იგივეს ვამბობთ. უბრალოდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძვალიც ბევრია. ისე, ჭეშმარიტების ძიებაზე დიდებული ედიტ შტაინი მახსენდება. წარმოშობით ებრაელმა ჯერ რწმენა დაკარგა, მერე საშური ფილოსოფოსი გახდა და ბოლოს ქრისტიანად მოინათლა. ამბობდა, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, აუცილებლად მიდის ღმერთამდე. აუშვიცში მოწამლეს გაზის კამერაში... ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვს ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში, ემპათიასთან დაკავშირებით და ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ის, რაც ფიქრის აღძვრის კარგი მანქანება შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება იყოს ადრენალინიც და არა მარტო . გულისხმიერ ადამიანს კი ამდიდრებს, რადგან ეცნობა სხვის და განსხვავებულ აზრსაც. მისი როგორც მაღალი ემოციური აქტივობის განმსაზღვრელის მნიშვნელობა გამოვიყენე... ის მუსიკალური ვიდეორგოლი კი ჩემთვის ჭარბი ემოციებისგან მოსასვენებელი მექანიზმივით მუშაობდა სისხლში ადრენალინის "გადასროლა" როგორც წესი სტრესული სიტუაციების მახასიათებელია ესაა ის ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი სტრესულ რეჟიმში გადადის და მისი მახასიათებელია გაფართოებული გუგები, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა... არადა ეგ მელოდია ისე ნაზად იღვრება რომ ჩემთან ადრენალინმა დაიწია აშკარად ნუ ემოციის გაცნობა და შეგრძნობა სხვადასხვაა და ურთიერთდამოუკიდებელიც ხშირად ციტატა ამბოხთან და დუმილთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ ქაოსიც ძალაა, რომელიც საკუთარი თავისა და სხვისი გამანადგურებელი თვისებისაა; ოო ღმერთო ![]() ქაოსში არსებული ძალები მწყობრად მიმართულნი ვერასოდეს იქნებიან, ვერც კარგისკენ და ვერც ცუდისკენ იქ მხოლოდ იხარჯება ძალა უმისამართოდ და შედეგად რჩება მტვერი (აბსტრაქტული გაგებით) რომელიც თავისთავად ცუდია როგორც უნაყოფო ხარჯვა ენერგიისა (არაზუსტი პარალელიზმით ერთგვარი ბაბილონის გოდოლი) შენ ალბათ ქაოსი ამბოხის პარალელურ მნიშვნელობად გამოიყენე და ამაში სავსებით გეთანხმები ![]() ციტატა მაგრამ ამავე დროს, ძალაა ჰარმონიაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოწესრიგებული და დადებითად გამართული იგივე ქაოსის ძალა. მოწესრიგებული ქაოსი ისეთივე შეუთავსებელი ცნება მგონია, როგორიც ხის რკინაქაოსი ჰარმონიად არ გარდაიქმნება. ქაოსის ელემენტთა დამახასითებელი თვისება უმართაობაა, ერთგვარი მოძრაობა "იდეისთვის" თვითგანადგურებისაკენ ჰარმონია არსობრივად არათუ უპირისპირდება ქაოსურობას, არამედ სრულიად სხვა სიბრტყეზე მაღლდება, თვითგანადგურებისაკენ მსრბოლავ ენერგიას მაქ ამაღლება არუწერია რადგან ნება არ გააჩნია საამისოდ. ქაოსიდან წესრიგისკენ მოძრაობის ერთადერთ გზად ქაოსიდან განცალკევება მიმაჩნია მაგრამ საინტერესოა რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე... ციტატა შესაბამისად, არის როკშიც თავისი წილი მშვენიერება, მაგრამ ერთია სადაც მხოლოდ წილი მშვენიერებაა (სამწუხაროდ, ხშირად ესაა შერყვნილი მშვენიერება, ანუ თავის საწყისს დაშორებული) და მეორე, როცა მშვენიერების ოდენობა გაცილებით მეტია. შესაბამისად, ყველა ირჩევს თავისი შეგნებისა და გემოვნების მიხედვით. აქედან, ყველას-თავისი. ნუ მშვენიერი დაწურვაა თემისა იქამდე სანამ მოთხოვნა იდეალისმისაკენ არ გაქანდება თუ მშვენიერება წილს რყვნილებასთან დაიდებს მაინც მშვენიერებაა? მეეჭვება უბრალოდ "ყველას თავისი" იმ აზრის გამტარებელი მგონია რომ თუ ვერ ხედავს შერყვნილ ნაწილს ან არ იმჩნევს დაე უყუროს ![]() მიმაჩნია რომ აქ უკვე ღრმა დაშორიშორებაა ამ მიდგომასა და ქრისტიანიზმს შორის... ციტატა წარმოადგენდე ადამიანს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, იყო პიროვნება-იგივე კაცი ქართულ ცნობიერებაში. პიროვნება, კაცი მხოლოდ თავის-უფალი, საკუთარ თავზე გამარჯვებული, თავისი თავის შემგრძნობი და შემცნობი ადამიანია. აქედან გამომდინარეობს საკუთარი თავის პატივისცემა, თავმოყვარეობა (ეგოიზმში არასარევი), ღირსების გრძნობა, რომლიდანაც იწყება სხვა ადამიანის, მოყვასის პატივისცემაც, სიყვარულიც და დაფასებაც. რომელი უფრო მაღლა დგას მერე ადამიანი თუ პიროვნება?ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატებაა, პიროვნება კი ამ ხატების შესვრის უკუპროპორციული სუბსტაცია პიროვნება გონების სჯილი მცნებაა, ადამიანი ბევრად ღრმაა, მართალია პირველი მეორეს მოიაზრებს მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად რომ მეორე პირველის გარეშე ჰაბისტუსად გავაკრათ როგორც სიმბოლო ერთგვარი სიმდარისა... თავის-უფალობის იდეა კი ყველაზე ხშირად ხდება ყბადაღებულ "ბეზპრედელობამდე" აზროვნების მიზეზი ციტატა მასა შინაგანად დამონებული ადამიანების ერთობაა მაშინ, როცა ერი თავის-უფალ ადამიანთა ჯამი. და როცა ერს თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარად მოვიაზრებ, გამოვდივარ არა მხოლოდ ერის პოლიტიკური განმარტებიდან (რომელიც არსით განსხვავდება "ნაციისაგან"), არამედ უფრო პერსონალისტური გაგებიდან. ერი პერსონა არ არის. მისი პერსონალისტური გაგება რომელია? ქართველი ერი თავისუფალია? ან ყოფილა ოდესმე ? და კიდევ რომელიმე საპროტესტო ან სხვა შინაარსის აქციაზე ყოფილხარ როდისმე? ციტატა განსაკუთრებით დასავლური ცნობიერების კრიზისი იქამდეა დასული, რომ ღმერთსაა ჩანაცვლებული უმისამართო უსასრულობა. აქედან ზნეობისადმი შეცვლილი მიმართება. კერძოდ, გამოდიოდა პრინციპიდან "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ეს უკანასკნელი მოაზრებულია, როგორც თვითკმარი და საკუთარ თავში სრულქმნილი შემოქმედება; რომ შესაბამისად, არაა მთავარი ზნეობრივი ადამიანი ხარ, თუ არა, რადგან შეიძლება არ იყო კარგი ადამიანი, მაგრამ დიდი ხელოვნების ნაწარმოებები შექმნაო; რომ შედევრი დარჩება, ხელოვანის პირად ცხოვრებას კი ნაკლები მნიშვნელობა აქვსო... შინაგანად ყოველთვის მიჯანყია (ამბოხზე ამახვილებდი ყურადღებას ხომ) ამგვარი სქიზმისადმი ხელოვნებასა და ადამიანის პირად ცხოვრებას შორის, რომელიც ჩემთვის განუყოფელია. ![]() უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისათვის შემოგიერთდი მაგრამ ჯანყით არა, ადრენალინის არ იყოს ![]() ციტატა მაგრამ აბა დააკვირდი: როცა ყურით გესმის და შინაგანად შეიგრძნობ, მაშინაც ხომ ყური "ეხება" და "ხედავს" (ეს ხდება ყურის მეშვეობით)? ყურის და გულის ხედვა, განსხვავებით თვალის ხედვისაგან ვიზუალისტ ბუნებასთან კავშირში არაა ერთი ხედვის შემეცნებითი მნიშვნელობა და მეორე მისი განყენებული საზრისი ციტატა მაგრამ რომ გითხრა ქალის ბაგეების ნახვისას მარწყვის დანახვა სულაც არ მჭირდება იმისათვის, რომ მარწყვი წარმომიდგეს თვალწინ და მარწყვის გემო შევიგრძნო, რას იტყვი? ნუ შენ უკვე გქონია მარწყვზე კონკრეტული ასოციაცია, მე მაგაზე არ მიფიქრია სად ტუჩები და სად მარწყვი?! და შენ მაგას ხედვა დაარქვი ხო? სინამდვილეში ეგ ფანტაზიაა ![]() არც დანახვა და არც შეგრძნება ![]() მხოლოდ ფანტაზიიდან შეიძლება მოხდეს გადაყვანა მაგ კონკრეტულ აღქმასთან ციტატა მაგალითად, ამ საღამოს გავედი ქალაქში სავახშმოდ, შემოვიდა ახალგაზრდა უსინათლო ქალი. მაშინ ვიფიქრე, რომ ცხოვრებაში არ უნახავს, როგორია მარწყვი, მაგრამ ყველა დანარჩენი გრძნობით "ხედავს" (ანუ იგივე აზრით, რომელსაც შენ გრძნობას არქმევ) მარწყვს'-თქო. უი მაშინაც მარწყვზე ფიქრობდი? ![]() ჰა გამოტყდი ახლა რომ ეგ პასაჟი მეტი ეფექტისათვის იყო ჩართული მისი აღმატებულება ხატოვანი აზრვნების არქივეთიდან ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#4
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
[quote name='ნონა' date='Jan 28 2010, 10:26 PM' post='586085']
საქმე იმაშია რომ ადრენალინის სამედიცინო დეტერმინანტებზე არ ვაქცენტირებულვარ მისი როგორც მაღალი ემოციური აქტივობის განმსაზღვრელის მნიშვნელობა გამოვიყენე... ის მუსიკალური ვიდეორგოლი კი ჩემთვის ჭარბი ემოციებისგან მოსასვენებელი მექანიზმივით მუშაობდა სისხლში ადრენალინის "გადასროლა" როგორც წესი სტრესული სიტუაციების მახასიათებელია ესაა ის ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი სტრესულ რეჟიმში გადადის და მისი მახასიათებელია გაფართოებული გუგები, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა... არადა ეგ მელოდია ისე ნაზად იღვრება რომ ჩემთან ადრენალინმა დაიწია აშკარად ნუ ემოციის გაცნობა და შეგრძნობა სხვადასხვაა და ურთიერთდამოუკიდებელიც ხშირად [/quote] როცა ფიზიკური სხეულის აქტიურობა ყუჩდება, ხოლო სულიერისა კი, პირიქით-უფრო და უფრო უნაპიროდ იზრდება. ადრენალინი-აქ, ფიგურალური თქმა. როცა ბახს ვუსმენ, არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა სხეულიც და სულიც ისვენებენ. მაგრამ ხდება ისეც, როგორც ზემოთ გითხარი. გააჩნია, ჩემს განწყობას და ნებას შემოქმედებისადმი. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ოო ღმერთო ![]() ქაოსში არსებული ძალები მწყობრად მიმართულნი ვერასოდეს იქნებიან, ვერც კარგისკენ და ვერც ცუდისკენ იქ მხოლოდ იხარჯება ძალა უმისამართოდ და შედეგად რჩება მტვერი (აბსტრაქტული გაგებით) რომელიც თავისთავად ცუდია როგორც უნაყოფო ხარჯვა ენერგიისა (არაზუსტი პარალელიზმით ერთგვარი ბაბილონის გოდოლი) შენ ალბათ ქაოსი ამბოხის პარალელურ მნიშვნელობად გამოიყენე და ამაში სავსებით გეთანხმები ![]() მოწესრიგებული ქაოსი ისეთივე შეუთავსებელი ცნება მგონია, როგორიც ხის რკინა [/quote] უფრო ტევადი და გამართული დასკვნისათვის, საკუთარი აზრის ქონებასთან ერთად საჭიროა მითოლოგიის, ძველი აღთქმის, აღმოსავლური ცნობიერებისა და ასტროფიზიკის უკეთესი ცოდნა. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ქაოსი ჰარმონიად არ გარდაიქმნება. ქაოსის ელემენტთა დამახასითებელი თვისება უმართაობაა, ერთგვარი მოძრაობა "იდეისთვის" თვითგანადგურებისაკენ ჰარმონია არსობრივად არათუ უპირისპირდება ქაოსურობას, არამედ სრულიად სხვა სიბრტყეზე მაღლდება, თვითგანადგურებისაკენ მსრბოლავ ენერგიას მაქ ამაღლება არუწერია რადგან ნება არ გააჩნია საამისოდ. ქაოსიდან წესრიგისკენ მოძრაობის ერთადერთ გზად ქაოსიდან განცალკევება მიმაჩნია მაგრამ საინტერესოა რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე... [/quote] "რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე"-ბოლოს თვითონვე სვამ ჩემს მიერ ნაგულისხმევ სრულიად სწორი მიმართულების კითხვას. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ნუ მშვენიერი დაწურვაა თემისა იქამდე სანამ მოთხოვნა იდეალისმისაკენ არ გაქანდება თუ მშვენიერება წილს რყვნილებასთან დაიდებს მაინც მშვენიერებაა? მეეჭვება უბრალოდ "ყველას თავისი" იმ აზრის გამტარებელი მგონია რომ თუ ვერ ხედავს შერყვნილ ნაწილს ან არ იმჩნევს დაე უყუროს ![]() მიმაჩნია რომ აქ უკვე ღრმა დაშორიშორებაა ამ მიდგომასა და ქრისტიანიზმს შორის... [/quote] სინათლისგან დაშორიშორების ხარისხის სავსებით არეოპაგიტიკული კონცეფცია. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] რომელი უფრო მაღლა დგას მერე ადამიანი თუ პიროვნება? ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატებაა, პიროვნება კი ამ ხატების შესვრის უკუპროპორციული სუბსტაცია პიროვნება გონების სჯილი მცნებაა, ადამიანი ბევრად ღრმაა, მართალია პირველი მეორეს მოიაზრებს მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად რომ მეორე პირველის გარეშე ჰაბისტუსად გავაკრათ როგორც სიმბოლო ერთგვარი სიმდარისა... [/quote] ჯერ გირჩევ, არა მარტო გაეცნო ემანუილ მუნიეს "პერსონალიზმს", არამედ ღრმად გაიაზრო კიდეც იგი. სამწუხაროდ, არ ვიცი, თუკი არსებობს კარგი ქართული თარგმანი. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ერი პერსონა არ არის. მისი პერსონალისტური გაგება რომელია? [/quote] ერი პიროვნება არ არის, არამედ წარმოადგენს მათ ერთობას. დანარჩენისათვის კი, ისევ რჩევა ----> ემანუილ მუნიეს "პერსონალიზმი". [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ქართველი ერი თავისუფალია? ან ყოფილა ოდესმე ? [/quote] მუდამ და იმდენად, რამდენადაც საქართველოს ეროვნული და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ესწრაფვოდა თავის-უფლებას. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] და კიდევ რომელიმე საპროტესტო ან სხვა შინაარსის აქციაზე ყოფილხარ როდისმე? [/quote] აროდეს მიცეკვია არც ე.წ. პოზიციისა (ხასიათით ნაციონალური და ანტიეროვნული ნეოპუტჩისტური ძალა) და არც ე.წ. ოპოზიციის (ფსევდო-ოპოზიცია) დაკრულზე. საქართველოში კი, ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტამ იცის, რა არის მართლაც საჭირო საპროტესტო აქცია. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] მაგრამ ჯანყით არა, ადრენალინის არ იყოს ![]() [/quote] როცა საჭიროა, მოჯანყეც უნდა იყო ქართველებისათვის ბუნებრივად დამახასიათებელი გეორგიანული დატვირთვით. ამ შემთხვევაში, ჩემს ორიენტირებს ჩვენი კეთილგონიერი, კეთილმოღვაწე წმინდანები და ეროვნული გმირები წარმოადგენენ. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ყურის და გულის ხედვა, განსხვავებით თვალის ხედვისაგან ვიზუალისტ ბუნებასთან კავშირში არაა ერთი ხედვის შემეცნებითი მნიშვნელობა და მეორე მისი განყენებული საზრისი [/quote] "ხედვა" აქ წარმოადგენს ფენომენოლოგიურ ეპოხე-ს. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ნუ შენ უკვე გქონია მარწყვზე კონკრეტული ასოციაცია, მე მაგაზე არ მიფიქრია სად ტუჩები და სად მარწყვი?! და შენ მაგას ხედვა დაარქვი ხო? სინამდვილეში ეგ ფანტაზიაა ![]() არც დანახვა და არც შეგრძნება ![]() მხოლოდ ფანტაზიიდან შეიძლება მოხდეს გადაყვანა მაგ კონკრეტულ აღქმასთან [/quote] სინამდვილეში, ფანტაზია ფანტაზიაა, ამას კი ფენომენოლოგია ეწოდება. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] უი მაშინაც მარწყვზე ფიქრობდი? ![]() ჰა გამოტყდი ახლა რომ ეგ პასაჟი მეტი ეფექტისათვის იყო ჩართული მისი აღმატებულება ხატოვანი აზრვნების არქივეთიდან ![]() [/quote] დაახლოებით ისეთი მოვლენაა, რაც გჲოტინგენში ყოველდღიურ ნორმას წარმოადგენდა იქ ჰუსერლის მოღვაწეობის ჟამს, როცა ვარჯიშობდნენ ყოველივეს ფილოსოფიური მხრიდან დასანახად. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] მზეადუღებული მზეაყენებული მზეჩახლეჩილი მზეშეგონებული მზემსუბუქი მზედარწეული მზეაკვიატებული მზეამბოხებული მზეამოვარდნილი მზეაჩეჩილი მზეგაჩეჩილი [/quote] მზეადუღებული, მზედადუღებული-როცა სისხლში მზე გიდუღს. ასევე, შეიძლება, როცა ღვინის დუღილში მზის მადლსა და ძალას გრძნობ ადამიანი და ა.შ. მზეაყენებული-მაღლა ცაზე დღისით აწვერილი მზე მზეშეგონებული-მზით, ღვთით შეგონებული, კეთილგონიერი მზემსუბუქი-უზარმაზარი მზის სიმსუბუქე. ან თუ მზეს სიცოცხლედ მოვიაზრებთ, ციალა, კისკასი სიცოცხლის ადამიანი მზედარწეული-მზით თამაში, მზის დარწევა (ფანტაზია) მზეაკივატებული-როცა გონება მზითაა გაკავებული, მზით შინაარსით ატანილი, მთელი დღე რომ აგეკვიატება მზე, მზე, მზე მზეამბოხებული-"ჩაკრულო"-ში ხიდისთავს დაძმობილებული და მტრის წინააღმდეგ აღმდგარნი ჩემთვის მზეებს, მზევაჟებს წარმოადგენენ მზეაჩეჩილი, მზეგაჩეჩილი-თუ შეგიძლია, აჩეჩე/გაჩეჩე მზის სხივები. როცა ქალი ნათებაა, გამოღვიძებულზე მისი გრძელი ქერა კულულები მზეაჩეჩილი იქნება. უმზეო მზერაგვარი მზეაჩირაღდანებული მზეხენეში მზეწამოწვერილი ჭედავს ფორუმიიიი, თუ რავა? ![]() -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#5
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
უფრო ტევადი და გამართული დასკვნისათვის, საკუთარი აზრის ქონებასთან ერთად საჭიროა მითოლოგიის, ძველი აღთქმის, აღმოსავლური ცნობიერებისა და ასტროფიზიკის უკეთესი ცოდნა. ![]() ანუ ჭეშმარიტების გასაგებად მითოლოგიის ცოდნის გარეშე ფონს ვერ გავალ? ![]() ძველი აღთქმისა და ქაოსის მოწესრიგების კორელაციებზე სიამოვნებით მოვისმენ შენს მოსაზრებას ასტროფიზიკა უნდა ესმოდეს ადამიანს რომ შეიცნოს ქაოსური ქცევის ადამიანები როგორ დააღწევენ თავს მსგავსი ფსიქო-მსოფლმხედველობრივი ტყვეობიდან? ფიზიკას მეტისმეტს ხომ არ ვთხოვთ? ![]() ციტატა "რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე"-ბოლოს თვითონვე სვამ ჩემს მიერ ნაგულისხმევ სრულიად სწორი მიმართულების კითხვას. კითხვა კი დავსვი, მაგრამ პასუხაც ველოდი ![]() ციტატა სინათლისგან დაშორიშორების ხარისხის სავსებით არეოპაგიტიკული კონცეფცია. მხოლოდ დასკვნით ნუ შემოიფარგლები, არგუმენტიც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ![]() ციტატა მუდამ და იმდენად, რამდენადაც საქართველოს ეროვნული და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ესწრაფვოდა თავის-უფლებას. აროდეს მიცეკვია არც ე.წ. პოზიციისა (ხასიათით ნაციონალური და ანტიეროვნული ნეოპუტჩისტური ძალა) და არც ე.წ. ოპოზიციის (ფსევდო-ოპოზიცია) დაკრულზე. საქართველოში კი, ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტამ იცის, რა არის მართლაც საჭირო საპროტესტო აქცია. როცა საჭიროა, მოჯანყეც უნდა იყო ქართველებისათვის ბუნებრივად დამახასიათებელი გეორგიანული დატვირთვით. ამ შემთხვევაში, ჩემს ორიენტირებს ჩვენი კეთილგონიერი, კეთილმოღვაწე წმინდანები და ეროვნული გმირები წარმოადგენენ. ჩემი აზრით მასობრივ ფსიქოზზე ”ძალიან სხვისი” წარმოდგენის უნდა იყო... არცერთი სახის ჯგუფური პროტესტი მასობრივი ფსიქოზის კონცეფციის გარეშე არ რეალიზდება და წმინდანების პროტესტი და აქციები როგორი შინაარსისაა? ნუ მაბნევ გთხოვ ![]() ციტატა "ხედვა" აქ წარმოადგენს ფენომენოლოგიურ ეპოხე-ს. ღვთის გულისათვის, მარტივად დაწერე, იწროება გვტანჯავს სინამდვილეში, ფანტაზია ფანტაზიაა, ამას კი ფენომენოლოგია ეწოდება. დაახლოებით ისეთი მოვლენაა, რაც გჲოტინგენში ყოველდღიურ ნორმას წარმოადგენდა იქ ჰუსერლის მოღვაწეობის ჟამს, ![]() ისე მეჩვენება თუ მართლა გაწყრი?! ![]() ციტატა მზეაკივატებული-როცა გონება მზითაა გაკავებული, მზით შინაარსით ატანილი, მთელი დღე რომ აგეკვიატება მზე, მზე, მზე სიმართლე გითხრა ამდენ აკივატებასა და აჩეჩვაში მზე სულ დამიბნელდა მზეამბოხებული-"ჩაკრულო"-ში ხიდისთავს დაძმობილებული და მტრის წინააღმდეგ აღმდგარნი ჩემთვის მზეებს, მზევაჟებს წარმოადგენენ მზეაჩეჩილი, მზეგაჩეჩილი-თუ შეგიძლია, აჩეჩე/გაჩეჩე მზის სხივები. როცა ქალი ნათებაა, გამოღვიძებულზე მისი გრძელი ქერა კულულები მზეაჩეჩილი იქნება. ![]() მადლობა პასუხისთვის ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი