![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ყველას გილოცავ დიდი მარხვის დაწყებას. უფალმა მოგვცეს ძალა რომ ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ თითოეულ კვირას ცალკე თემა მივუძღვნათ და ყველავ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი მასალა მოვაგროვოთ დიდი მარხვის შესახებ.
15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული. ორშაბათი მიგებება (მირქმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი (მსახურება გადაიტანება წინა დღეს, 1 თებერვალს). VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20. მირქმის შემდეგომი დღესასწაულისა და წარგზავნის მსახურებები არ აღესრულება. მართალი სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის ხსენება გადმოიტანება ორშაბათს. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრიტელის დიდი კანონი. შემოგთავაზებთ წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებებს, მიძღვნილს დიდი მარხვის ყოველი დღისადმი (გამოკრებილია მარხვანიდან) ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
21 თებერვალი (ძვ. სტ. 8 თებერვალი) დიდი მარხვის I კვირა. მართლმადიდებლობის ზეიმი, კვირა.
დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319); წინასწარმეტყველისა ზაქარია ნამგლისმხილველისა (დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე); მღვდელთმთავრისა საბა II-სი, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1269). წმ. ბასილი დიდის წირვა. ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - ებრ. 329 დას. (შუათგან) XI, 24-25, 32 - XII, 2. ინ. 5 დას. I, 43 - 51. პირველსა კვირიაკესა წმიდათა მარხუათასა, რათა გამოვზარდოთ სული ხედვისა მიერ სულიერთა მცნებათასა. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო, ვინაითგან ყოველი დასაბამი ძნელ არს, დაწყებაიცა მარხვისა შეცუალებისათვის ჭამადთასა, სიფიცხესა და სიმყვირტესა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი და გამოცდილება დააყუდებს და დააწყნარებს. ამისათვის წერილ არს, ვითარმედ: "ყოველი სწავლაი დასაბამსა არა არს სიხარული, არამედ მწუხარება, ხოლო უკანასკნელ ნაყოფი მყუდროებისა მის მიერ წურთილთა მათ მოაგის, სიმართლე". ამისთვის ჩუენცა ღირს ქმნულნი გარდახდად პირუელსა შვიდეულსა მარხუათასა, შემდგომითი შემდგომად უგულს-მოდგინეს-ვიქმნნეთ გამოცდილებისა მიერ, გულისხმავჰყოთ, რამეთუ გულსმოდგინება განამხნობს სულსა და ხორცთა, მძიმესა მსუბუქ ჰყოფს, და ძნელსა - ადვილ, ვიტარცა დახსნილება მსუბუქსა მძიმე ჰყოფს და ადვილსა - ძნელ. არა ვიტყვით, თუ უაღრეს ძალისა ჩუენისა განვაგრძობდეთ მოღუაწებათა, არამედ სულიერისა მის სიმრთელისა თანა დავიცუათ სიმრთელეცა ხორცთა. რამეთუ რაი სარგებელ არს დასაბამსა ფრიად სლუა და ადრე დაცემა? უფროსღა იყავნ დამარხულ პირუელი იგი წესიერება მოღუაწებისა, და მხედუელი სიგრძისა მიმართ სავანისა. ხოლო ვინაითგან სიგრძე დღისა მოწყინებასა შეიქმს, კეთილითა მყუდროებითა, და სულიერითა ხედვითა გამოვზარდოთ სული ჩუენი და ნუ მსოფლიოთა, რომელთა შინა არს ამაოება, და სიბნელე, და უბადრუკება, და სიწმიდე; არამედ რომელთა შინა არს სიტკბოება, და სიხარული, ვითარცა იტყვის: "მოვიხსენე ღუთისა და ვიხარე". ღუთისა მიმართ მხედუელი იყავნ გონება ჩუენი, და ზეცისა საკვირუელთა მათ სახილუელთა, მშუენიერებისა მიმართ სამოთხისა, სავანეთა მიმართ საუკუნეთა, განწყობილისა მიმართ ანგელოზთასა, და მერმისა მისთვის მოქალაქეობისა. და თუ სადა არიან სულნი მართალთა და ცოდვილთანი, თუ ვითარ იქმნას გამოჩინება დიდისა ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელსა შინა ვითარცა წერილ არს: "ცანი მძაფრიად წარხდეს და წესნი იგი დაიწუნნენ, და დაზულენ, და ქუეყანა, და მას შინა საქმენი დაიწუნეს". და თუ ეგების თვითოეულსა სულსა მეუღლეთა მათ თვისთა ხორცთა შემოსაი, ანუ ვითარი მე იყოს შესაკრებელი იგი ადამისითგან ვიდრემდე აღსასრულამდე შეკრებილი ერი მრავალი? რაბამ საშინელ იყოს, და უფროს მზისა ბრწყინუალე, დიდებული იგი პირი ქრისტესი! ვითარ მე გუესმას ხმა მისი, ანუ რაიმე იყოს უკანასკნელი განჩინებაი, რაჟამს მართალნი წარიყუანნენ სასუფეველსა ცათასა, ხოლო ცოდვილნი წარისხნენ სატანჯუელად საუკუნოდ! ვითარი მე გლოვა იყოს და ტირილი, რაჟამს იგი განიყუნენ ურთიერთარს: მამა-შვილისაგან და ძმა-ძმისაგან, მეგობარი-მეგობრისაგან და მეცნიერნი-მეცნიერთაგან და წარისხმოდენ ანგელოზთა მრისხანეთა მიერ: რომელნიმე-ბნელად გარესკნელად, რომელნიმე-ცეცხლად უშრეტად, რომელნიმე-ტარტაროსად განუნათლებლად და მიეცემოდნენ სატანჯუელთა დაუსრულებელთა, მატლსა დაუძინებელსა, და ღრჭენასა კბილთასა, სადა იგი არს ტირილი, და გოდება, და ვაება მიუთხრობელი, და თვითოეულმან დაიმკვიდროს სატანჯუელი მსგავსად საქმეთა თვისთა, ვითარცა ექმნათ სოფელსა ამას შინა! შევიშინოთ ჟამისა მისგან და დღისა, და ვიღუაწოთ ყოველთავე მსგავსად ძალისა, რათა არა მივეცნეთ სატანჯუელთა მათ დაუსრულებელთა, არამედ ღირს ვიქმნნეთ, რათა დავიმკვიდრნეთ კეთილი იგი საუკუნენი! ესე ვითართათვის ჯერ არს ჩუენდა, ძმანო, ზრუნვა და გოდება და ამათ შინა ქცევა და წურთა, ვითარცა გარეშე სოფლისა მყოფთა, რომელთა მოქალაქეობა ცათა შინა არს, და არა რა გუაქუს ზიარება მათ თანა, რომელნი იგი ხორციელად ცხონდებიან, რამეთუ ამათ საღმრთოთა გულის ზრახუათა შინა, არს სინანული და ცრემლნი, და განათლება გონებისა და საწუთოსა ამის ცხოვრებისა მშვიდობით აღსრულება, და საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი