საქართველო საქართველოსათვის! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო საქართველოსათვის! |
samreklo |
Feb 20 2010, 04:27 PM
პოსტი
#61
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა. ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი. სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება. ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით. სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად. აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში. რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები. ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი გურამ მუჩაიძე |
Giorgi- |
Feb 22 2010, 11:15 AM
პოსტი
#62
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ციტატა ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის საოცარი წინადადებაა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო... დიახ, ამერიკელები პრაგმატულები არიან და ისინი არ გვანან "მართლმადიდებელ რუსებს", რომლებსაც ქრისტიანობა და ჩამორჩენილ საბჭოთა პოლიტიკურ ინტერესებზე აქვთ მორგებული და დღემდე ვერაფით ვერ გამოვიდა ეს უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა იმპერიალიზმიდან მართლმადიდებელი რუსები - რომელი რუსები? სად არიან მართლმადიდებელი რუსები? ნანახი გაქვს რუსული FSB-ს ოფიციალური ხატი? ღვთისმშობელი და კუთხეებში გადაჯვარედინებული "კალაშნიკოვები"? ნუთუ არ გსმენია FSB-ს საქმიანობის შესახებ? ნუთუ ღვთის ჯარისკაცები არიან და ისეოს სახელით კლავენ ჟურნალისტებს? ნანახი გაქვს სტალინის ხატი? რას ნიშნავს მართლმადიდებელი? მართლმადიდებელი რომ მართლმადიდებელს აუპატიურებს 200 წელი მეტი მადლია სადმე??? აქ ითქვა 93 წელი. სინამდვილეში გაცილებით ადრე დაიწყო მახინჯი იმპერიალიზმი საინტერესოა სად არიან მართმადიდებლები? თამბაქოს ბიზნესით გამდიდრებული ეპისკოპოსები, ნაძირალა მკვლელი KGB-შნიკი პოლიტიკოსები? ბინძური ფეხებგაუპარსავი პროსტიტუტკები, რომელთაც ასე მისტირის ჩვენი უფროსი თაობა? დავანებოთ თავი ისტორიას, ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენი თვალით ვხდავთ, თუნდაც 2008 წლიდან. ვინმეს აქვს ილუზია ღორებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის? ორი რუსეთიაო დაიწყებენ, კარგი და ცუდიო, პოლიტიკოსები და ინტელიგენციაო. არა! რუსეთი ერთია, ჩამორჩენილი, წინა საუკუნეებში დარჩენილი ქვეყანა. რომელსაც ზეგანვითარებული სახელმწიფო გონია თავი. ციტატა აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. — ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ შევა ნატოში. პრეზიდენტი გვეყოლება გიორგაძე, ებრალიძე შეიძლება ნოღაიდელი, ან ვისაც FSB-ში ჩათვლიან საჭიროდ და დაიწყება საშინელი კორუფციის ახალი ტალღა დაწყებული საგზაო ისნსპექტორებიდან უზენაეს სასამართლომდე. წავა მასიური მკვლელობები და ა.შ. არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ამდენი სისულელეები დაგვიწერე. ნუთუ დღეს ვინმეს გგონიათ რომ ისევ მივუბრუნდებით საბჭოთა კავშირს? დღეს სხვა სიტუაციაა, კარგია თუ ცუდია დღევანდელი ახალგაზრდა მიჩვეულია თავისუფლებას, იცის რა ხდება საზღვარგარეთ. რატომ გგონია KGB-ს რომ ვინმეს ენატრება უსამართლო საბჭოთა წყობა? ვისაც ენატრება და ტკბილად აგონდება მათ გვერდითაც დგას, თუმცა რომ არ იდგეს გააგორებენ ისე აქვს შეტოპილი და ესეც გასათვალისწინებელია გამოსავალს რაც შეეხება, მეტნაკლებად ნორმალური ხალხი უნდა უნდა მივიდეს მთავრობაში ამ დებილების ნაცვლად და მერე 10-20 წელიწადში შეიძლება განკურნებული რუსები მივიღოთ, ახალი თაობა მაინც, თუმცა, ამ ეტაპზე პუტინ-მედვედევის კომბინაციის მეტს ვერაფერს ვხედავ მათდა სამწუხაროდ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი