![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
მაინტერესებს ერში მყოფმა ადამიანმა, რომელიც ცდილობს იცხოვროს ქრისტიანულად, ნუ როგორ გამოსდის ეგ სხვა თემაა, აქვს თუ არა უფლება იქადაგოს ქრისტე თავის მეგობრებში. აი ეგეთი მომენტი მქონდა რომ მეგობარმა ესეთი რამ მითხრა, რომ მელაპარაკები რაღაცეებს ჯერ შენთვითონ იცხოვრე წესიერად და მერე სხვას ასწავლე ჭკუაო. არა ჭკუას ნამდვილად არ ვასწავლიდი, უბრალოდ ქრისტიანული თვალთახედვიდან ვცდილობდი დამენახებინა რაღაც მოვლენა. ანუ ააქვს კი იმას მნიშვნელობა სიმართლეს ვინ ამბობს მატყუარა თუ მართალი ადამიანი, ნუ თუ იცი რომ რასაც ის გეუბნება სიმართლეა? ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქრისტე რომ იქადაგო, ამისათვის საჭიროა რომ მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელი იყო?
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
"საქმე მოციქულთას" დასაწყისში ამგვარი სიტყვებია ნათქვამი:
პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. (საქმე 1,1) თუკი მიაქცევთ ყურადღებას აქ აღნიშნულია, რომ ქრისტემ დაიწყო თავისი საქმე და სწავლა, ანუ პირველად მითითებულია საქმე და შემდგომ სწავლა. აქედან კი ცხადი ხდება ქრისტიანული მოღვაწეობის არსი და დანიშნულება. ქრისტე არაფერს არ ასწავლიდა ისეთს, რასაც მანამდე საქმით არ აღასრულებდა. იაკობ მოციქულის მთელი ეპისტოლე სწორედ ამგვარ მოღვაწეობაზეა აქცენტირებული. მოციქულის თქმით რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. პავლე მოციქული კი მკვეთრად აღნიშნავს, რომ სასწაულმოქმედების უნარიც რომ მქონდეს, სიყვარული თუ არ მაქვს, არაფრად ვღირვარო. შესაბამისად თუკი ჩვენგან გადაცემულ სწავლებას ზურგს იმავე სწავლების საქმით აღსრულებულობა არ უმაგრებს, ცხადია სწავლება სწავლებად დარჩება, მაგრამ ჩვენი მსმენელი არ მიიღებს მას, რადგან მსმენელი პირველ რიგში მასწავლებლის ზნეობრივ ცხოვრებას ამოწმებს. ყველა ქრისტიანი იდეაში სამოციქულო მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს, ეს ჩვენი ყველას მოვალეობაა, მაგრამ აუცილებელია ზემოთქმულის გათვალისწინება, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ, სხვას ვერ ვასწავლით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 06:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი