IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტიანიანობის ქადაგება.
Funkenstein
პოსტი Feb 22 2010, 03:40 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



მაინტერესებს ერში მყოფმა ადამიანმა, რომელიც ცდილობს იცხოვროს ქრისტიანულად, ნუ როგორ გამოსდის ეგ სხვა თემაა, აქვს თუ არა უფლება იქადაგოს ქრისტე თავის მეგობრებში. აი ეგეთი მომენტი მქონდა რომ მეგობარმა ესეთი რამ მითხრა, რომ მელაპარაკები რაღაცეებს ჯერ შენთვითონ იცხოვრე წესიერად და მერე სხვას ასწავლე ჭკუაო. არა ჭკუას ნამდვილად არ ვასწავლიდი, უბრალოდ ქრისტიანული თვალთახედვიდან ვცდილობდი დამენახებინა რაღაც მოვლენა. ანუ ააქვს კი იმას მნიშვნელობა სიმართლეს ვინ ამბობს მატყუარა თუ მართალი ადამიანი, ნუ თუ იცი რომ რასაც ის გეუბნება სიმართლეა? ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქრისტე რომ იქადაგო, ამისათვის საჭიროა რომ მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელი იყო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Feb 22 2010, 04:03 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



"საქმე მოციქულთას" დასაწყისში ამგვარი სიტყვებია ნათქვამი:

პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. (საქმე 1,1)


თუკი მიაქცევთ ყურადღებას აქ აღნიშნულია, რომ ქრისტემ დაიწყო თავისი საქმე და სწავლა, ანუ პირველად მითითებულია საქმე და შემდგომ სწავლა. აქედან კი ცხადი ხდება ქრისტიანული მოღვაწეობის არსი და დანიშნულება. ქრისტე არაფერს არ ასწავლიდა ისეთს, რასაც მანამდე საქმით არ აღასრულებდა.

იაკობ მოციქულის მთელი ეპისტოლე სწორედ ამგვარ მოღვაწეობაზეა აქცენტირებული. მოციქულის თქმით რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. პავლე მოციქული კი მკვეთრად აღნიშნავს, რომ სასწაულმოქმედების უნარიც რომ მქონდეს, სიყვარული თუ არ მაქვს, არაფრად ვღირვარო.

შესაბამისად თუკი ჩვენგან გადაცემულ სწავლებას ზურგს იმავე სწავლების საქმით აღსრულებულობა არ უმაგრებს, ცხადია სწავლება სწავლებად დარჩება, მაგრამ ჩვენი მსმენელი არ მიიღებს მას, რადგან მსმენელი პირველ რიგში მასწავლებლის ზნეობრივ ცხოვრებას ამოწმებს.

ყველა ქრისტიანი იდეაში სამოციქულო მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს, ეს ჩვენი ყველას მოვალეობაა, მაგრამ აუცილებელია ზემოთქმულის გათვალისწინება, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ, სხვას ვერ ვასწავლით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Feb 22 2010, 04:21 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(afxazi @ Feb 22 2010, 04:03 PM) *

"საქმე მოციქულთას" დასაწყისში ამგვარი სიტყვებია ნათქვამი:

პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. (საქმე 1,1)
თუკი მიაქცევთ ყურადღებას აქ აღნიშნულია, რომ ქრისტემ დაიწყო თავისი საქმე და სწავლა, ანუ პირველად მითითებულია საქმე და შემდგომ სწავლა. აქედან კი ცხადი ხდება ქრისტიანული მოღვაწეობის არსი და დანიშნულება. ქრისტე არაფერს არ ასწავლიდა ისეთს, რასაც მანამდე საქმით არ აღასრულებდა.

იაკობ მოციქულის მთელი ეპისტოლე სწორედ ამგვარ მოღვაწეობაზეა აქცენტირებული. მოციქულის თქმით რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. პავლე მოციქული კი მკვეთრად აღნიშნავს, რომ სასწაულმოქმედების უნარიც რომ მქონდეს, სიყვარული თუ არ მაქვს, არაფრად ვღირვარო.

შესაბამისად თუკი ჩვენგან გადაცემულ სწავლებას ზურგს იმავე სწავლების საქმით აღსრულებულობა არ უმაგრებს, ცხადია სწავლება სწავლებად დარჩება, მაგრამ ჩვენი მსმენელი არ მიიღებს მას, რადგან მსმენელი პირველ რიგში მასწავლებლის ზნეობრივ ცხოვრებას ამოწმებს.

ყველა ქრისტიანი იდეაში სამოციქულო მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს, ეს ჩვენი ყველას მოვალეობაა, მაგრამ აუცილებელია ზემოთქმულის გათვალისწინება, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ, სხვას ვერ ვასწავლით.


გასაგებია მაგრამ მე რომ ადამიანს ვუხსნი თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცნებების დაცვა იმას ხომ არ ნიშნავს რომ მე ყველა მცნებას ზედმიწევნით უნდა ვიცავდე, მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც ბრძოლაში ვარ მასავით, ესეიგი სანამ რაღაც სულიერ მწვერვალებს არ მივაღწევ ხმა ვერ ამომიღია და ეგ არის. მე რომ ჩემი მოძღვარი მაგალითად მესაუბრება ამპარტავნებაზე ეს იმას სულაც არ უნდა ნიშნავდეს ჩემთვის რომ მას ამპარტავნების ცოდბვაზე გამარჯვება აქვს მოპოვებული, ჩვენ ხომ ყველა ბრძოლის პროცესში ვართ ჩაბმულნი და ხან ვიმარჯვებთ და ხან ვმარცხდებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Funkenstein   ქრისტიანიანობის ქადაგება.   Feb 22 2010, 03:40 PM
afxazi   "საქმე მოციქულთა...   Feb 22 2010, 04:03 PM
Funkenstein   "საქმე მოციქულთა...   Feb 22 2010, 04:21 PM
afxazi   Funkenstein ეს სხვა საქმე...   Feb 22 2010, 04:27 PM
Funkenstein   Funkenstein ეს სხვა საქმე...   Feb 22 2010, 04:50 PM
afxazi   Funkenstein ეს უკვე ინტრი...   Feb 22 2010, 04:57 PM
Funkenstein   Funkenstein მარგალიტებს ...   Feb 22 2010, 05:06 PM
newbie   ნუ გააჩნია ალბათ .. ...   Feb 22 2010, 10:07 PM
Funkenstein   მე არვიცი ადამიან...   Feb 23 2010, 12:30 PM
marine   "ღმრთის სიტყვის ქ...   Jan 29 2018, 07:33 PM
marine   "არ არის საჭირო, ვ...   Jun 16 2021, 09:46 PM
marine   "[პავლე] მოციქული ...   Jul 9 2021, 06:03 PM
marine   "ქრისტიანულ სწავ...   Jul 13 2021, 08:49 PM
marine   "როგორ დავმოძღვრ...   Oct 22 2021, 04:15 PM
marine   "ცოდვილ ბაგეებში ...   Oct 24 2021, 07:57 PM
marine   "თუ მქადაგებელს ა...   Jan 10 2022, 08:01 PM
marine   "მქადაგებელნი და ...   Jul 3 2022, 05:26 PM
marine   "ცოდვით დაცემული ...   Jul 28 2022, 08:15 PM
marine   "უდიდესმა მქადაგ...   Mar 18 2024, 05:23 PM
marine   "სხვისი სარწმუნო...   Jul 27 2024, 09:15 PM
marine   "და აი, ძვირფასო ძ...   Aug 16 2024, 01:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 08:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი