![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
მაინტერესებს ერში მყოფმა ადამიანმა, რომელიც ცდილობს იცხოვროს ქრისტიანულად, ნუ როგორ გამოსდის ეგ სხვა თემაა, აქვს თუ არა უფლება იქადაგოს ქრისტე თავის მეგობრებში. აი ეგეთი მომენტი მქონდა რომ მეგობარმა ესეთი რამ მითხრა, რომ მელაპარაკები რაღაცეებს ჯერ შენთვითონ იცხოვრე წესიერად და მერე სხვას ასწავლე ჭკუაო. არა ჭკუას ნამდვილად არ ვასწავლიდი, უბრალოდ ქრისტიანული თვალთახედვიდან ვცდილობდი დამენახებინა რაღაც მოვლენა. ანუ ააქვს კი იმას მნიშვნელობა სიმართლეს ვინ ამბობს მატყუარა თუ მართალი ადამიანი, ნუ თუ იცი რომ რასაც ის გეუბნება სიმართლეა? ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქრისტე რომ იქადაგო, ამისათვის საჭიროა რომ მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელი იყო?
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Funkenstein
ციტატა გასაგებია მაგრამ მე რომ ადამიანს ვუხსნი თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცნებების დაცვა იმას ხომ არ ნიშნავს რომ მე ყველა მცნებას ზედმიწევნით უნდა ვიცავდე, მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც ბრძოლაში ვარ მასავით, ესეიგი სანამ რაღაც სულიერ მწვერვალებს არ მივაღწევ ხმა ვერ ამომიღია და ეგ არის. მე რომ ჩემი მოძღვარი მაგალითად მესაუბრება ამპარტავნებაზე ეს იმას სულაც არ უნდა ნიშნავდეს ჩემთვის რომ მას ამპარტავნების ცოდბვაზე გამარჯვება აქვს მოპოვებული, ჩვენ ხომ ყველა ბრძოლის პროცესში ვართ ჩაბმულნი და ხან ვიმარჯვებთ და ხან ვმარცხდებით. ეს სხვა საქმეა ცხადია. უცოდველი ადამიანი არ არსებობს და მაშინ არც არავის უნდა ჰქონოდა უფლება სხვისთვის რამ ესწავლებინა. დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ დიდი სხვაობაა ცოდვებთან მებრძოლ ადამიანსა და ზარმაც ადამიანს შორის. სხვაობაა აგრეთვე პირველი მათგანის მხრიდან სწავლების გადაცემასა და მეორის მხრიდან იგივე ქმედების აღსრულებას შორის. სხვაა ვინც იბრძვის და სხვაა ვინც არ იბრძვის. ამ უკანასკნელს უბრალოდ მორალური უფლება არა აქვს ვინმეს რამე ასწავლოს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 06:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი