![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
ikanosi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა ვთისგან არის გამოგზავნილი რომ შენ შენი ნახევრად მშიერი ბავშვები დააპურო და თან კეთილსინდისიერი შრომის ფასად, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა თქვა მემგონი უფალი ამით უფრო გამოგვცდის რამდენად კეთილსინდისიერად ვიქცევით ამიტომ საჭიროა ჯერ ავუხსნათ რომ მას(კლიენტს) არ ესაჭიროება ეს მაგრამ თუ მოითხოვა შემდეგ შეგვიძლია მოვემსახუროთ -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მემგონი უფალი ამით უფრო გამოგვცდის რამდენად კეთილსინდისიერად ვიქცევით ამიტომ საჭიროა ჯერ ავუხსნათ რომ მას(კლიენტს) არ ესაჭიროება ეს მაგრამ თუ მოითხოვა შემდეგ შეგვიძლია მოვემსახუროთ ამის (რომ არ არის საჭირო სერვისი) სხვათაშორის, მოვალეობის მოხდის მიზნით თქმა რა გამართლებაა? თუ მართლა გინდა რომ აუხსნა ცდას არ დააკლებ რომ შეაგნებინო, რომ არაა საჭირო ეს სერვისი მისთვის. და ბოლო-ბოლო თუ დაგიჯერა გული არ დაგწყდეს იმ ფულზე, რომელიც დაკარგე და წამოხვიდე. და შენ თუ ეგრე ეუბნები, სხვათაშორის, მისი დარწმუნების მცდელობის გარეშე, მაშინ ალბათ საკუთარ სინდისთან გამართლებას ცდილობ, მაგრამ სინამდვილეში თავს იტყუებ. ასე მგონია. არადა, ხომ შეიძლება მართლაც უფლისაგან იყოს გამოგზავნილი, რათა ოჯახში "ორი კაპიკი" შეიტანო... არ ვიცი რა... ლოგიკური ჩიხია... ჯერ-ჯერობით ამ ჩიხიდან გამოსასვლელს ვერ ვხედავ... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი