![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
აბე
არა, სასხვათაშორისოდ არ უნდა უთხრა. უნდა აუხსნა ერთხელ, მაგრამ დაბეჯითებით და არგუმენტირებულად. შემდეგ თვითონ იცის. მისი ქმედება ხომ სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გავაჩეროთ? აქ მეორე მომენტი უფროა: ადამიანი ფიქრობს, რომ რახან არ ეკუთვნის ფული უსინდისოდ იქცევა. აიღე ასეთი შემთხვევა: ვითარება ზუსტად იგივე, ოღონდ შენ ამ გაწეულ სამსახურში თანხას არ იღებ. ერთხელ რომ აუხსნი, რომ არ არის საჭირო და მას თუ მაინც უნდა, მერე ხომ გაუკეთებ? ჰოდა, ფინანსური ფაქტორის დროსაც გაუკეთე. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი