![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ციტატა ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? არ შეიძლება. ის ვერ ერკვევა, მაგრამ შენ ერკვევი და იცი, რომ არ არგებს ის საქმე რასაც უკეთებ და თან საზღაურს იღებ ამაში. თუ მაინც გთხოვა გამიკეთეო, შეიძლება უსასყიდლოდ გაუკეთო. ჩემი აზრით ასეა. ლოგიკური ჩიხი არ არის აქ.-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ნონა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
თუ მაინც გთხოვა გამიკეთეო, შეიძლება უსასყიდლოდ გაუკეთო. ლოგიკური ჩიხი არ არის აქ. lingvo სად მუშაობ? კლიენტების უმრავლესობა იმას ითხოვს რაც რეალურად ყველაზე ნაკლებად ესაჭიროება შეიძლება აუხსნა, მაგრამ ე.წ. ინდიფერენტული წრეების გავლენა ძალიან მაღალია (ვგულისხმობ მეგობრების, ახლობლების, კოლეგების, ოჯახის წევრების და სხვათა). მისმა ნაცნობმა წარმატებულმა ადამიანმა მსგავსი მეთდი გამოიყენა და მასთან საუბრისას ეს მეთოდი დაახასიათა როგორც წარმატების ფორმულა. ![]() მხლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოიჩენს კლიენტი ნებას რომ წამოგყვეს უკვე ჩამოყალიბებული აზრის შეცვლაზე. ზოგჯერ შეთავაზებული სერვისი მხოლოდ სიტყვები არ არის და მატერიალურ (და არამხოლოდ) ხარჯებთან თუ რისკებთანაა დაკავშირებული ასეთ დროს ალტრუიზმი მართლა უადგილო მგონია ![]() უსასყიდლოდ მაგის გაკეთებას მორალი არ გავალდებულებს როცა უხსნი და იქით გიხსნის თუ სად ცდები ![]() ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი