![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
მემგონი მთავარია არ გამოძალო ვინმეს რამე თირე ეხლა ყველას ბუღალტერი რომ გახდე და ხარჯების მინიმიზაცია უწარმოო შენი სურვილით მემგონი ეს ცოტა გადამეტებულია. ოჯახიც ხომ დიდი პასუხისმგებლობაა და არა მგონია ბავშვების მშიერი ყოლა დიდ სათნოებად ჩაითვალოს. ანუ მანდაც არის რაღაც შუალედური მომენტი და ნიუანსები რაც ღვთის შემწეობით ადამიანს სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს. ანუ ესე ერთი ხელის მოსმით ვერ დაუსვამ დიაგნოზს ამ სიტუაციას.
|
ნონა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
Funkenstein
დასკვნაში გეთანხმები, მაგრამ არგუმენტებში ვერ ![]() ბავშვები მშიერიც რომ გყავდეს ეს არაა გამართლება ცოდვისა თუ თვლი რომ ცოდვაა მნიშვნელობა აღარა აქვს ფინანსურ მდგომარეობას ამ პროცესებს მიღმა განა უფლისთვის ეგ საპატიო მიზეზია?! თუ თვლი რომ ცოდვა არაა თავზეც რომ გადაგდიოდეს მაინც არ სცოდავ და მორჩა ![]() რაღაც გაუკეთე ადამიანს (მისი "კანონიერი" მოთხოვნით), შენ იცი რომ არ არგებს და ამაში ამ ადამიანმა თანხა გადაიხადა. ეს თანხა სამართლიანი საზღაურია შენთვის? სინდისი რას გეტყვის? შენ იცი რადგან პროფესიონალი ხარ, მაგრამ ეუბნები და არ გეთანხმება, ჯიუტია ![]() ასეთი სიტუაცია კი გამონაკლისი კი არა ლამის ნორმაა ![]() პროფესიონალი ხარ და არა ტრენერი რომ ლექციები ჩაუტარო სიღრმისეულად, ეტყვი ნორმალურად და გამგები გაიგებს -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი