პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
qristiani gio |
Feb 4 2010, 08:04 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 29-January 10 წევრი № 8,072 |
მაინტერესებს თქვენი თვალსაზრისი ინტერნეტში განთავსებული სხვადასხვა ფასიანი პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვიწერთ და შეგვყავს ვიღაცის მიერ ,,მოპოვებული" ან გატეხილი ლიცენზია, ხომ არ შეიძლება ამით ჩვენ ქურდობის თანაზიარი გავხდეთ? |
m.g.giorgi93 |
Feb 24 2010, 12:00 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-November 09 წევრი № 7,706 |
მე Zorin OS დავაყენე ძალიან მომწონს, უბუნტუს ჩემი აზრით ჯობია.ვიზუალურად ვინდოუზს გავს.
გადმოსაწერი ლინკი : http://zorin-os.webs.com/download.htm -------------------- ,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
|
აბე |
Feb 24 2010, 01:19 PM
პოსტი
#23
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე Zorin OS დავაყენე ძალიან მომწონს, უბუნტუს ჩემი აზრით ჯობია.ვიზუალურად ვინდოუზს გავს. გადმოსაწერი ლინკი : http://zorin-os.webs.com/download.htm ისევე როგორც ძალიან ჰგავს უინდოუზს, აგრეთვე საოცრად ჰგავს ლინუქსს (და არის კიდეც ლინუქსი, ან სულ მცირე ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა). უბუნტუშიც იგივე პროგრამებია: Gimp, OpenOffice, Evolution e-mail client, Rhythmbox music player, Totem video player. ბოლო-ბოლო Zorin OS-იც ღია კოდის (open source) ოპერაციული სისტემაა და მისი გრაფიკული გარსიც არის GNOME. ამ Zorin OS-შიც, ისევე როგორც უბუნტუში, უინდოუზის აპლიკაციების (პროგრამები, თამაშები) გაშვება ხდება WINE-ის დახმარებით. მოკლეთ, ეს იგივე ლინუქსია. რა პრობლემაა, ვისაც რომელი ვერსია მოეწონება ლინუქსის ის დააყენოს. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
Feb 24 2010, 10:51 PM
პოსტი
#24
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე თარგმანიც მიაყოლე ხოლმე შენს ნათქვამს კი ბატონო. დიდი არაფერი გამეგება მეც, მაგრამ ვცადოთ... მემგონი ღრმა ცოდნა არც თქვენ გჭირდებათ... ისევე როგორც ძალიან ჰგავს უინდოუზს, აგრეთვე საოცრად ჰგავს ლინუქსს (და არის კიდეც ლინუქსი, ან სულ მცირე ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა). ზოგადად ოპერაციული სისტემა ნიშნავს იმ "დიდ პროგრამას", რომელიც მრავალი პატარა პროგრამისაგან შედგება. ოპერაციული სისტემა საშუალებას გვაძლევს კომპიუტერის ნაწილებს მივცეთ ბრძანებები კონკრეტული დავალების შესასრულებლად. ოპერაციული სისტემები სხვადასხვა "გვარისაა". ლინუქსი მიეკუთვნება ე.წ. ღია კოდის "გვარის" ოპერაციულ სისტემას. უბუნტუშიც იგივე პროგრამებია: Gimp, OpenOffice, Evolution e-mail client, Rhythmbox music player, Totem video player. Gimp არის ფოტოშოპის ალტერნატიული საკმაოდ ძლიერი პროგრამა; OpenOffice არის მაიკროსოფტ ოფისის ალტერნატიული, ასევე საკმაოდ ძლიერი პროგრამა; Evolution e-mail client არის Outlook Express-ის ალტერნატიული, ასევე საკმაოდ ძლიერი პროგრამა. მისი ფუნქციაა ელ-ფოსტის მენეჯმენტში დაგეხმაროს. მისი საშუალებით კითხულობ და აგზავნი წერილებს ბრაუზერის (ინტერნეტში შესასვლელი პროგრამა. მაგ: Internet Explorer, Opera, Mozilla FireFox, Google Chrome...) გამოყენების გარეშე. ელ-ფოსტის მართვის საქმეში მოსახმარად ბრაუზერზე უფრო კომფორტულია. ამ Evolution-ის გარდა არსებობს კიდევ სხვა მრავალი მეილის კლიენტი პროგრამა. Rhythmbox music player ჩვეულებრივი მუსიკის დასაკრავი პროგრამაა Totem video player ვიდეოების დასაკრავი პროგრამა, ასევე საკმაოდ მომწონს მე... ბოლო-ბოლო Zorin OS-იც ღია კოდის (open source) ოპერაციული სისტემაა Zorin OS საკუთარ სახელს წარმოადგენს იმ ოპერაციული სისტემისა, რომელიც m.g.giorgi93-მა შემოგვთავაზა. მის სახელწოდებაში ჩართული ასოთ-შეთანხმება OS წარმოადგენს ინიციალებს საზოგადო სახელისა Operating System (ოპერაციული სისტემა). ღია კოდი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ოპერაციული სისტემის "გვარია", ანუ ტიპი... ეს პრაქტიკულად ჩვენ რაში გვეხმარება? იმაში, რომ მოსახმარად უფრო მოხერხებულია, მაგრამ ჯერ მე არ ვიცი რატომ... ზოგადად, ბორბლებიანი "გვარის" სკამები უფრო მოსახერხებელია კომპიუტერთან დასაჯდომად, ვიდრე არაბორბლებიანი "გვარის"... ასეთი რაღაცაა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას ნიშნავს ღია კოდი ზუსტად და კონკრეტულად რა არის ასეთი ტიპის (ღია კოდის) ოპერაციული სისტემის უპირატესობანი... და მისი გრაფიკული გარსიც არის GNOME. გრაფიკული გარსი არის ოპერაციული სისტემის ვიზუალური მხარე. ალბათ გინახავთ ფილმებში პროგრამისტები რომ მუშაობენ კომპიუტერზე, სადაც შავ, ლურჯ თუ სხვა ფერის ეკრანზე მხოლოდ ასოები წერია და კლავიატურით წერენ რაღაცა ბრძანებებს. ჩვენ კი როდესაც კომპიუტერს ვრთავთ ეკრანზე "იხატება" რაღაცეები: ფონი, ქვემოთ ამოცანათა პანელი, რომელზეც არის Start მენიუ. მუშაობის პროცესში ფანჯრები, პაპკები, ფაილები და ა.შ. უამრავი რაღაცეები იხატება მონიტორზე. აი ეს არის გრაფიკული გარსი. ლინუქსზე მაგარი პროგრამისტები მუშაობენ გრაფიკული გარსის გარეშე და ერთფეროვან ეკრანზე ასოების გარდა არაფერი არ "იხატება". თუმცა ამგვარ მუშაობასაც აქვს ალბათ თავისი უპირატესობა, თორემ თავს რატომ დაიტანჯავდნენ... მათთვის ტანჯვა გრაფიკულ გარსთან მუშაობაა ზოგჯერ/ყოველთვის... ამ Zorin OS-შიც, ისევე როგორც უბუნტუში, უინდოუზის აპლიკაციების (პროგრამები, თამაშები) გაშვება ხდება WINE-ის დახმარებით. უინდოუზის პროგრამები ზოგადად ლინუქსზე არ ყენდება. მაგრამ არსებობს ლინუქსისთვის დაწერილი პროგრამა WINE, რომელიც აღიქვამს უინდოუზის პროგრამებს და გაძლევს საშუალებას დააინსტალირო ისინი ლინუქსზე... თუ კიდევ ვერ ხვდებით რაცხას, იქნებ სხვა ფორუმელი დამეხმაროს, ვინც უფრო განათლებულია კომპიუტერებში... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი