![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
აბე
არც მე მომწონს, მაგრამ ბიზნესში ასეა. მთავარია მოგება. ეს ქმედება უფრო დაწვრილებით განვიხილოთ და ვნახოთ რა გამოვა: 1) კლიენტს სურს პროდუქტი/მომსახურება 2) ამას მისთვის ზარალი არ მოაქვს (არც სარგებელი, მაგრამ ეს სხვა საქმეა) 3) შენ ღებულობ გაწეული მომსახურებისთვის კუთვნილ თანხას კლიენტი საბოლოო ჯამში კმაყოფილი მიდის. ახლა მეორე შემთხვევა, როცა შენ არ მიყიდი სერვისს: 1) კლიენტს სურს სერვისის შეძენა 2) რაკი შენ არ მიყიდე, გადის კონსულტაციას სხვასთანაც, ამასთან, შენ უკვე გამოართვი თანხა კონსულტაციისთვის და ორმაგად ზარალდება. 3) კლიენტი მაინც ყიდულობს სერვისს, ოღონდ სხვასთან და შეიძლება უფრო ძვირადაც. საბოლოო ჯამში ვერც შენ ნახულობ მოგებას, ისიც საშინლად უკმაყოფილო რჩება სერვისით, რომელიც უფრო მეტი დაუჯდა, ვიდრე წარმოედგინა და მეტად ზარალდება. რომელი შემთხვევა ჯობია? -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი