![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ახლა ეს სიტუაცია განვიხილოთ:
პროდუქტისა თუ მომსახურების გამყიდველები ხშირად არჩევენ იმას, თუ ვინ არის უფრო შეძლებული კლიენტი და მას შედარებით მაღალ ფასს ეუბნებიან. ნუ, თავიდანვე არ მოგვწონს ასეთი რამ და ვამბობთ, ეს არასწორი საქციელია. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა რეალობის გადმოსახედიდან ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. მე ამის მხარდამჭერ არგუმენტად მომყავს ასეთი რამ: ამ გამყიდველმა რომ იცხოვროს ნორმალური შემოსავლით და სახლში "ორ კაპიკზე" ოდნავ მეტი შეიტანოს, ამისათვის სულ ისეთ ფასად უნდა ყიდოს, როგორ ფასსაც შედარებით შეძლებულ ადამიანს ეუბნება. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად თავიანთი დისკრიმინაციული პოლიტიკისა (მიყიდვა მდიდრებს ძვირად, ღარიბებს იაფად), მაინც უჭირთ ფინანსურად და უამრავი რამ აკლიათ. რას იტყვით, ვცდები თუ მართალი ვარ? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი