![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მოდი განვიხილოთ პატარა მაგალითი. შენ ხარ გარკვეული საქმის სპეციალისტი და უწევ სერვისს ადამიანებს/კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. შეგხვდა კლიენტი, რომელსაც სურს გაუწიო ეს სერვისი მას, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი არ სჭირდება. თვითონ ჰგონია, რომ საჭიროა ეს სერვისი, სინამდვილეში კი არაა იგი საჭირო.
შენ შეგიძლია აუხსნა კიდეც მას, რომ არ არის ამ სერვისის საჭიროება და ტყუილად დახარჯავს ფულს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მას ფული არ ადარდებს საერთოდ და შენ სახლში ნახევრად მშიერი ბავშვები გელოდებიან, ხომ შეიძლება გაუწიო მას ეს სერვისი და აიღო თანხა იმ შრომის სანაცვლოდ რაც მართლა დახარჯე მისთვის, არა მოტყუებით, არამედ კლიენტის სურვილით? თუ არ შეიძლება? უამრავი პრაქტიკული მაგალითის მოყვანა შეიძლება და ალბათ თითოეული მათგანი ცალკე განსახილველია... ჯერ ამ მაგალითზე ვიმსჯელოთ... ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ჰო გადავიკითხე პროსტები და ჩემს მოსაძრებებს გეტყვით.
1. ეგრედ წოდებული ,,პრესტიჟი" ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია ბევრი საქმის გასაკეთებლად. ხალხს ის ნამდვილად ჭირდება და მაგაში ფულს იხდიან. და უფრო მეტ ფულს ვიდრე რეალურად საქონელში. ,,როლექსი" უკეთესად არ აჩვენებს დროს, მაგრამ მაინც ყიდულობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, იაფი რომ ღირდეს ზუსტად იგივე პროდუქტი არ იყიდიან. ძალიან ძნელია იაფფასიანი ტელეფონი გედოს ჯიბეში როცა უცხოელ ინვესტორ რამოდენიმე მილიონზე ეჩალიჩები. ეს ნიუანსია, მაგრამ ადამიანები როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ნიუანსს... რაც შეეხება ვინდოუსის გადაყენებას. ვინდოუსის გადაყენება შეიძლება უფრო მეტად ფსიქოლოგიური სარგებელი იყოს ვიდრე უბრალოდ კომპიუტერის სიჩქარე. მას ურჩევნია ფული გადაიხადოს და დარწმუნდეს რომ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეტებაც შეიძლებოდა ვიდრე თქვენ დაგიჯეროთ. თქვენც ხომ შეიძლება ცდებოდეთ. ეს გამორიცხულია ? რა ტქმა უნდა არა. ჰოდა მანაც იცის რომ ეს არ არის გამორიცხული და რაც არ არის გამორიცხული იმის გამოსარიცხად იხდის ფულს. მეც მეუბნებიან ვისტა რად გინდა იქსპი დააყენეო, ვისტა მძიმეაო და ა.შ. მაგრამ კაცო მე ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს და ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. გავაგებინებ ახლა მე ამას ცემს პროგრამისტს ? დავუწყო ახსნა ? არა. ვეუბნები თუ ძმა ხარ ვისტა დამიყენე და თავი დამანებე ნუღა მისხსნი. რაც შეეხება ფასების დისკრიმინაციას მდიდრებსა და ღარიბებზე. ეს ძალიან კარგია. უბრალოდ უნდა გავიგოთ რომ ერთიდაიმავე რაღაცა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა შინაგან ღირებულებას ატარებს. მთელი ხელოვნებაა როგორ უნდა გაყიდო ერთიდაიგივე ნივთი ერთ ადამიანზე იაფად მეორეზე ძვირად. ასე თუ არ გააკეტე ბიზნესის მომგებიანობა მოიკოჭლებს. იაფად გაყიდი და ისინიც იაფს მოგცემენ ვისაც ძვირი უნდა მოეცა, ძვირად გაყიდი და მხოლოდ ისინი იყიდიან ვისაც ბევრი ფული აქვს... მტელი ხელოვნებაა ფასები დისკრიმინაციის უნარი. და ეს ყველას არ გამოდის. -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი