![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
terra |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი, კვლავ ვიხილო მთები ქარში,ჩემგან გადანალახი. გაგიტაცო,ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა, მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა. ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ, სისხლს გავუშვებ ღვარადა, ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ, ტოტს ვიფარებ ფარადა. ბაგე მალო,ვერ დამალავ,კოცნას მაინც დავაჩენ, ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ. მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს, გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს. ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით, სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები. უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი, ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი და სიკვდილმაც ჩემთან ახლოს ბევრის თვალი მოფისა, მთებსაც ახსოვს,ქარსაც ახსოვს ეხო ჩემი თოფისა... დამაცადე,შავ ღამეში დაგილეწო კარები, მოვიხვიო შენი ეშხი,შენი შმაგი მკლავები... მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს, გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 11:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი