ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
uperuli |
Sep 14 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 4-August 08 წევრი № 5,431 |
პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად .... თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ. როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა . ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი . კიდევ იქნებ მიამატოთ? ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 01:29 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
tamuna m
იმპრესიონისტი სეზანი ამბობდა, რომ შავი ფერი ბუნებაში არ არსებობსო და მართლაც, იმპრესიონისტების შემოქმედებაში შავ ფერს ვერსად შეხვდებით. ჩრდილებში შავის გამომყენებელს ხელები აქვს მოსატეხი. ნამდვილი და ცოცხალი ჩრდილებისათვის კომპლემენტარული ფერი აცოცხლებს ნახატს. ვინც არ იცის, კომპლემენტარული ფერი რა არის მოკლედ ვეტყვი: მაგალითად მწვანე ფერისათვის, რომელიც შედგება ლურჯისა და ყვითელი ფერის სინთეზისაგან, კომპლემენტარი არის წითელი ე.ი. ის ფერი, რომელიც მწვანეში არ არის საერთოდ. კომლემენტარი ის ფერია, რომელიც ნათელში მყოფ ფერში არ არის. კვერცხის გულის ემულსიით მიღებულ ტემპერას არაფერი ჯობს- აბრეშუმის გაწონასწორებული და მისტიური ბზინვარება აქვს. არ მესმის რატომ უნდა გამოვიყენო საეჭვო წარმომავლობის ტუბის ე.წ. ტემპერა, როცა კვერცხის გულის ემულსიის გაკეთებას 5 წუთი ჭირდება. გრუნტის დამზადებაც არაა გადაუჭრელი პრობლემა. ძალიან ადვილია და თან სიამოვნებასაც იღებთ იმით, რომ თავიდან ბოლომდე აკონტროლებთ თქვენს ნამუშევარს. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს, როცა ზუსტად ვიცი ჩემი ნამუშევარი რომ თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებულია და რა კომპონენტებისაგან შედგება. ხატის საწერი დაფის დაგრუნტვას ნაყიდი გრუნტით არავის ვურჩევ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი