![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
აბა თქვენ იცით, იაქტიურეთ. სამწუხაროდ მე ვერ ვიცლი, რომ მასალები მოვიძიო დიდმარხვასთან დაკავშირებით.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
tamuna m |
![]()
პოსტი
#2
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
![]() თაყვანისცემა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა (სვინაქსარის ადაპტირებული ტექსტი) დიდი მარხვის მესამე კვირაკეს, წმ. ორმეოცის შუაში, ვდღესასწაულობთ თაყვანისცემას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში მაცხოვრის მსგავსად ჩვენც ჯვარცმასა და ტანჯვას ვტვირთულობთ და მოვაკვდინებთ ხორცთა ჩვენთა, ვინაიდან ჟამი არს მწუხარებისა, გლოვისა, სხეულთა დაჭკნობისა და მოკვდინებისა. ამ ღვაწლში წინ მიგვიძღვის ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარი ქრისტესი, რომელიც მხიარულ-გვყოფს გულითა, და გვამხნევებს სასოებითა, გვახსენებს ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ნუგეშინისგვცემს. ხოლო უკეთუ ღმერთი ჩვენთვის ჯვარს ეცვა, რაოდენ გვმართებს ჩვენც, რომ მისთვის ასევე ვჰყოთ? სნეულებანი უსჯულოებათა ჩვენთანი განსდევნა და შეგვიმსუბუქა, და მარადის შეგვეწევა ძლიერი ღმერთის ჯვრის ძალით. როგორც მაცხოვარი და მხსნელი ჩვენი, ჯვარსა ზედა ჩვენთვის ამაღლდა და დაბადებულთა თვისთაგან შეურაცხჰყოფის სიმწარე თავს იდვა, ასევე ჩვენთვისაც ჯერ არს, რომ მასთან ერთად ვევნოთ და მისთანავე ვიდიდოთ. და თუ ჩვენ ისევე ვერ ვევნებით საქმით, მწუხარე მაინც ვიყოთ გულითა, რადგან ჩვენი სარბიელი ამა სოფლის გაჭირვება და მწუხარებაა. როცა შევკრავთ ხოლმე ნამუშევრის მძიმე ტვირთს და მივდივართ სიმძიმით შეურვებულნი, სადაც კი ვნახავთ კარგი ფოთლოვანი ტყის ჩრდილს, იქ დავისვენებთ ხოლმე და კვლავ განვაგრძობთ გზას გამხნევებულნი. ასევე, რადგან ჟამი მარხვისა არს ჟამი მწუხარებისა და ღვაწლისა, წმიდა მამათა მიერ დაწესდა თაყვანისცემა ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვარისა, რომელიც მოგვანიჭებს შვებას, სიხარულს, მხნეობას, შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს და უმეტესი ღვაწლისაკენ მიგვიზიდავს. აქვთ ერთი ჩვეულება ქვეყნიერთა მეფეთა - როდესაც სძლევენ ბრძოლაში მტერს და სურთ სახლში დაბრუნება, წინ წაიმძღვარებენ ხოლმე გამარჯვების ნიშნად თავისი მეფობის სკიპტრას - და ასე ბრუნდებიან დიდი სიხარულით. მასთან მყოფნიც ყველანი ერთხმად ხარობენ და ადიდებენ მას დიდებითა დიდითა. აგრეთვე უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ინება, რათა უძლეველსა და შეუპოვარსა სიკვდილსა ჯვარისა მიერ სძლიოს და არცხვინოს, და იქმნეს დიდებულ. გაიმარჯვა კიდეც აღდგომითა თვისითა და წარმოუგზავნა სკიპტრა - თავისი სამეფო ნიშანი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, რითაც მოგვანიჭა გამოუთქმელი სიხარული და ნუგეში. აღგვავსო მრავლითა კეთილითა, და განგვამტკიცა, რათა მზად ვიყოთ მეუფის მისაღებად და ბრწყინვალე ქება მივაგოთ მას გამარჯვებისთვის. წმიდა ორმეოცის შვიდეულთა ეს წმიდა მარხვა მწუხარებისა, გლოვისა და ტირილისა, ხორცთათვის მწარე წყაროს მსგავსია, მაგრამ როგორც მოსემ თავის დროზე საღმრთო მადლით ჩააგდო ძელი და დაატკბო წყალი, ეგრეთვე ჩვენც განგვარიდა და გვიხსნა ღმერთმა გონების მეწამულ ზღვაში ფარაონისაგან პატიოსანი ჯვრის ცხოველსმყოფელი ძელით, რომელიც დაგვიტკბობს ჩვენ მარხვის ორმეოცის დღეთა სიმწარეს და ნუგეშინისგვცემს უდაბნოში მყოფთა მსგავსად, მანამ, სანამ უფალი არ მიგვიყვანს ზეციურ იერუსალიმში. ხოლო ჯვარი ეს ძელისა, ცხოველსმყოფელად გადმოითარგმნება და არის ცხოვრების ხე, რომელიც დანერგულ იყო სამოთხეში ედემს შუა, ამიტომ ღმერთშემოსილმა მამებმა ძელი ჯვარისა წმიდა ორმეოცს შუა დანერგეს, და აწ, ამ ხის ნაყოფის გემოს იხილავს, აღარ მოკვდება, არამედ საუკუნო ცხოვრება ექნება. მისითა ძლიერებითა, ქრისტე ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ბოროტისა განსაცდელისაგან და ღირს გვყვენ თაყვანისცემად საღმრთოთა ვნებათა შენთა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, რათა სავალი ორმეოცთა წმიდათა დღეთა გზა-შუენიერად განვლოთ და შეწყნარებულ ვიქმნეთ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ. წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი სიტყვა დიდმარხვის მესამე კვირიაკეს წმინდა ეკლესიამ დიდმარხვის შუალედში მარხვის შესამსუბუქებლად უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსვენება დააწესა. ვინც ჭეშმარიტად მარხულობს, იგი უეჭველად უნდა განიცდიდეს ხორცთა წუხილს, მასთან სულის შეუპოვარ ბრძოლას და ამ ყველაფრის გარდა, – მანქანებას ეშმაკისას, რომელიც ჩვენს სულზე მოქმედებს გულისთქმათა გზით, რომელთაც დიდი სევდა მოაქვთ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრებაში არასრულყოფილნი და განუმტკიცებელნი არიან. სწორედ ამგვარნი მმარხველნი, დე, ანუგეშოს თაყვანისცემისათვის, გულითადი ჭვრეტისა და ამბორებისათვის, ამჟამად გამოსვენებულმა ცხოველსმყოფელმა ჯვარმა უფლისა, დე, აღამსუბუქოს ღვაწლი მათი; დე, ნუ მოაკლდებიან მისგან ნუგეშინისცემას არაჭეშმარიტად მმარხველიც და საერთოდ – უმარხველნიც; დე, ემთხვიოს მასზედ მაცხოვარს; დე, ჯვრიდან ასწავლოს ღვთიურმა ვნებულმა ქრისტიანის მნიშვნელოვანი მოვალეობა – მარხვა და ცოდვისმოყვარულ ხორცთა ჩვენთა მოკვდინება. იმდენად, რამდენადაც ჯვარი თავისთავად სიყვარულზე სასაუბროდ განგვაწყობს, ამჟამად ჩვენც ვიტყვით რასმე ჯვარზე განცხადებული ღვთის ჩვენდამი სიყვარულის დიდებულებაზე, რათა ქრისტიანთა გაციებულ გულებში ღვთისა და ქრისტიანის შესაფერისი ცხოვრებისადმი სიყვარული აღვანთოთ. მართლაცდა, შემოქმედი ღმერთის მიერ თავისი ქმნილებისადმი – ადამიანისადმი სიყვარულის რაგვარი უფსკრული გამოიხატა ჯვარზე. შემოქმედმან ცისა და ქვეყანისამან, – ყოველთა ხილულთა და არახილულთა, მან, რომელმან დაჰკიდნა ცასა ზედა მზე, მთოვარე და ურიცხვნი ვარსკვლავნი; მან, რომელმან განჰფინა ჰაერი საარსებოდ (განსასვენებელად) ყოველთა სულდგმულთა, რომელმან მიმოჰღვარა მდინარენი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა; ვინაც დაჰფარა მიწა ყოველი მწვანვილითა და კვლავაც განამრავლებს, აღმოაცენებს და ჰკვებავს ყოველსა ცოცხალსა ქმნილებასა, მხოლოდშობილმან ძემან ღვთისამან ნებითა თვისითა თავს-იდვა, განკაცებულიყო სიცოცხლიდან სიკვდილად ადამიანისა დაცემულისა ცხონებისათვის; იგი ყველაფერზედ უფრო მტანჯველ სიკვდილს დაითმენს მისთვის ჯვარზე, და თანაც სიკვდილს – ყველაზე უფრო საკიცხველს, რათა მისი ვნებები მართლმსაჯული ზეციური მამის მიერ შერაცხულიყო, ვითარცა საკუთარი ვნებები ყოველი დროისა და ადგილის კაცობრიობისა; რათა ამ გზით, მისდამი რწმენითა და სიყვარულით შესაკუთრებული კაცობრიობა დაიხსნას ჯოჯოხეთის წარმოუდგენელ სატანჯველთაგან და მეორე სიკვდილისაგან. ადამიანიც, ხედავს რა დაუბინდავი თვალითა გულისათა დიდებული, ყოვლადძლიერი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს ცოდვილი ადამიანისადმი, შეუძლებელია ღვთის უკიდეგანო სიყვარულის შეგრძნებით არ ატირდეს; – და ისიც ღვრის სიყვარულისა და მადლიერების ცრემლებს, არმქონე სხვა რაიმე შესაწირისა, გარდა ცრემლებისა მისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ცრემლები ჩვენი სიყვარულისა. მაგრამ ღვთის ამგვარ სიყვარულს რით პასუხობს უმეტესობა? უგრძნობელობით, მზადყოფნით კვალაც ჯვარს აცვას თავის სულში ძე ღვთისა ყველა შესაძლო მანკიერებებით, თავისი ცოდვილი ხორცის გაძლიერებული მაამებლობით ისე, რომ მრავალმა ჩვენგანმა თითქოს დაივიწყა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ჯვარზე გადატანილი ვნებები, უმეტესობა ცხოვრობს არა ზეცისათვის და არცა სულისათვის, არამედ მიწისა და საკუთარი სხეულისათვის, და ძალითი-ძალად, ეკლესიის განწესებისაებრ, თანხმდება, სხეულს რამდენიმე დღით უარი უთხრას ზედმეტი ჭამა-სმისაგან. მაშ, ჩვენ ყველა საშუალებით გავურბივართ ჩვენსავ ცხონებას; ევნო ჩვენთვის მაცხოვარი ჯვარზე, ჩვენ კი არც გვსურს ამ ვნებებზე რაიმე ვიცოდეთ; ჩვენი ხსნისათვის მცნებად მოგვცა, თითოეულმა ავიღოთ საკუთარი ჯვარი და თანაწარვყვეთ მას ზეციური დიდებისაკენ, ჩვენ კი ამის გაგონებაც არ გვსურს; მიგვითითა, როგორც წამალზე, თვისთა ხორცთა მოკვდინებაზე ვნებებითა და გულისთქმებითურთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ, ვნებები დავიკმაყოფილოთ, გულისთქმანი ავისრულოთ. და რა? დასასრულიც მსგავსივე იქნება. და შთავინთქმებით მარადიული ცეცხლით, და გეჰენიის ალში წვეთსაც არავინ მოგვცემს ენის გასაგრილებლად, იმის გამო რომ აქ გვქონდა მრავალგვარი გასაგრილებლები, ათასგვარი სიამოვნებანი ცოდვილი ხორცისთვის. ნუ იქნებინ, უფალო! ვიჩქაროთ ჯვრისაკენ, ვიდრეღა ჯვარცმული ჯერაც გვიწყაროებს თვისთა წყალობათა. ამინ. http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...kvira/kvira.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი