![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
აბა თქვენ იცით, იაქტიურეთ. სამწუხაროდ მე ვერ ვიცლი, რომ მასალები მოვიძიო დიდმარხვასთან დაკავშირებით.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
tamuna m |
![]()
პოსტი
#2
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
![]() პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემა იწყება და სახარების საკითხავშიც ვისმენთ (მკ. 8,34-9,1): „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვაღად სულისა თვსისა?“. ამ კვირადღიდან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვისას იხსნება ქრისტეს მიერ შეწირული მსხვერპლის საზრისი - იმ მსხვერპლისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ზეციური სასუფევლის საფარველს მიღმა, ესე იგი, წმიდათა-წმიდამი შესასვლელ კარს უღებს (იხ. მესამე კვირა - ებრაელთა 4,14-5,6; მეოთხე კვირა - ებრაელთა 6,13-20; მეხუთე კვირა - ებრაელთა 9,11-14), მაშინ როცა მარკოზის სახარებაში მოცემულია ქრისტეს ნებაყოფლობით ვნებათა უწყება: „ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი“. ასევე მკვდრეთით აღდგომაც ცხადდება მეხუთე კვირას: „მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,32-45). http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva5-2.htm წმიდა იოანე ოქროპირი რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა? ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: „და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს. ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. „რამეთუ ზატიკ ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“ (1 კორ. 5, 7). ამრიგად, ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან გაგვიღო სამოთხე, შეუძღვა მასში ავაზაკს; ორი უდიდესი საქმე აღასრულა - სამოთხე გააღო და ავაზაკი შეიყვანა, დაუბრუნა მას ძველი სამშობლო, მშობლიურ ქალაქში შეიყვანა. ამიტომ ნურავის შერცხვება ჩვენი ცხონების ღირსეულად თაყვანისცემული ნიშნისა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის საწყისისა, რომლითაც ვარსებობთ, არამედ ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, როგორც გვირგვინი, რამეთუ მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა: თუ შობაა საჭირო (ნათლისღებით), ჯვარს გვაძლევენ, საიდუმლო საზრდელის ხმევა გვსურს, ხელდასხმის მიღება თუ რაიმე სხვა - ყველგან ძლევის ეს ნიშანი გვხვდება. ამიტომ დიდი გულმოდგინებით გამოვსახავთ მას სახლებზეც, კედლებზეც, კარებზეც, შუბლზეც და გულზეც. რამეთუ ჯვარი არის ჩვენი ცხონების, თავისუფლებისა და მეუფის გულმოწყალების საერთო ნიშანი, მეუფისა, რომელიც „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიყვანა“ (ეს. 53, 7). ამიტომ, როდესაც პირჯვარს ისახავ, წარმოიდგინე მთელი მისი მნიშვნელოვნება, დაშრიტე მრისხანება და ყველა სხვა ვნება; დაე, სახეზე ცხოველი სასოება გამოგეხატოს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს. რამეთუ პირჯვარი მხოლოდ თითებით კი არ უნდა გამოვისახოთ, ამას გულის განწყობა და სრული სარწმუნოება უნდა უძღოდეს წინ. და თუ ასე ისახავ პირჯვარს, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამრიგად, ნუ შეგრცხვება ესოდენი სიკეთისა და მაშინ არც ქრისტე შეგარცხვენს პირისპირ, როდესაც მოვა თავისი დიდებით, როდესაც ეს ნიშანი გამოჩნდება მის წინაშე უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე მზის სხივი. ჯვარი არის ჩვენი ქება, თავი ყოველი სიკეთისა, ჩვენი კადნიერება და ჩვენი ერთადაერთი სამკაული. ჯვრის თაყვანისცემისათვის - მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა... - დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა! (ლუკა 23,42-43) მოვიხსენოთ, ძმანო, დღესასწაული ჯვარისაი და ვაქოთ ჯვარი და ვაქოთ დღე ესე და ვადიდოთ ქრისტე, რაითა გვირგვინოსან იქმნენ გონებანი ჩვენნი მოხსენებითა მით ჯუარისათა. არათუ სიტყვითა ჩვენითა ჯვარი იქების, არამედ მოხსენებითა მით ჯუარისაითა გონებანნი ჩვენნი გვირგვინოსან იქმნებიან. ძმანო, დღეს ჯვარი აღემართა და სოფელი განწმიდნა, სიკვდილი უკუნიქცა. ჯვარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს. ჯვარი აღემართა და სიკვდილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰხსნდეს. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების... ძმანო, დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი სამოთხედ. ამოვიდა მპარავი იგი, გარდამავალი მცნებათაი, დღეს შევიდა მპარავი, რომელმან ჯვარსა ზედა მოიპარა ცხორებაი. ამან მპარავმან ძელისაგან მოიყურძნა უკუდავებაი, მოიავაზაკა სასუფეველი, მოიმძლავრა უკვდავებაი. არათუ ძლით დასწერს, არამედ სარწმუნოებით მოიავაზაკებს სასუფეველსა და მოიმძლავრებს უკუდავებასა. არათუ მძლავრ, არამედ სარწმუნოებით სძლევს, რამეთუ თვით უფალი იტყვის, ვითარმედ სასუფეველი ცათაი მიიმძლავრების და მძლავრნი მიიტაცებენ მას... იხილეღა მართალ სასჯელი ესე ღმრთისაი, რაითა შენცა იტყოდი წინასწარმეტყველისა მის თანა: „მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არს სასჯელი შენი“, ერთითა შეცოდებითა ადამ გამოვარდების სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისათა ავაზაკი შევალს სამოთხედ; ერთი შეცოდებაი ადამს გამოხდის სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისაითა ავაზაკი შევალს სამოთხედ და ერთი სიტყვაი სარწმუნოებისაი ავაზაკსა დაამკვიდრებს. ძმაო, ეკრძალე პირსა შენსა, რაითა არა სცოდო ენითა შენითა და მრავალ-ჟამისა იგი შრომილი შენი წარსწყმიდო. მოიხსენე სიტყვაი უფლისაი, ვითარმედ სიტყვითა შენითა დაისაჯო და სიტყვითა შენითა განჰმართლდე. ჰოი, საკვირველი! აბრაჰამსცა არა ესმა ესე ხმაი აღთქმისაი სამოთხისათვის, არამედ სარწმუნოებით აღუთქვამს სასუფეველსა. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესვლად სასუფეველსა. ამას გულს-მოდგინედ დახედე, მსმენელო, და ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა გამოიძიე და ახალსა ჰკითხე გულს-მოდგინედ. არავი უსწრო ავაზაკსა მას შესვლად სასუფეველსა, არცა ესმა ხმითა აღთქუმაი და მიცემად სამოთხისა არცა აბრაჰამს, არცა მოსეს, არცა წინასწარმეტყველთაგანსა ვის, არცა მოციქულთა, არამედ ყოველსა წინა ავაზაკსა მას ესმა. ამენ გეტყვი: დღეს ჩემთანა ხარ სამოთხესა. წოდა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: გამოგვალე შენ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა. და არა ჰრქუა, ვითარმედ: დღეს დაიმკვიდრო სამოთხეი. მოსესცა მისცა ღმერთმან სჯული აღთქმისაი, ხოლო არცა ერთსა ვის აღუთქუა უწინარეს ავაზაკისა სამოთხეი უწინარეის ამათ წინასწარმეტყველთა და რჩეულთა? იტყვის წერილი: ჰრწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ; ჰრწმენა უკუე, კეთილად ჰრწმენა, არა ეგეოდენსა მლევანსა შეურაცხებასა იხილა ღმერთი; ჰრწმენა უფალი, ზეცით გარდამო მეტყველი, ჰრწმენა ზეცით გარდამო წმიდათა ანგელოზთა მიერ, რომელთა მოაქუნდა ბრძანებაი ღმრთეებისა ბუნებისაი; ჰრწმენა ღმერთი ესაიასცა, რამეთუ იხილა დიდებასა ღმრთეებისასა; ჰრწმენა ღმერთი ეზეკიელსცა, რამეთუ იხილა ქერობინთა ზედა მჯდომარეი საყდართა დიდებისა თვისისათა. ჰრწმენა ღმერთი ყოველთა წინასწარმეტყველთა, რამეთუ იხილეს თვითოეულად დიდებასა შინა თვისსა უფალი, რავდენ-იგი შემძლებელ იყო ხილვად ბუნებაი კაცთაი; ჰრწმენა ღმერთი მოსესცა, რამეთუ ეტყოდა ცეცხლით გამო და არმეურით ნესტვითა, საყვირითა და ქუხილითა, რომელი შემძლებელ იყო ურწმუნოთაცა განძლიერებად. ხოლო ამასცა ვიტყვი და არათუ წინასწარმეტყველთა შეურაცხ-ვყოფ, არამედ, რომელმან მოიპოვა მსწრაფლ სამოთხეი, ვაქებ, რამეთუ ხედვიდა უფალსა და მხსნელსა ჩუენსა არა საყდართა ზედა სამეუფოთა და არცა ტაძართა შინა თაყუანის-საცემელსა და არცა კაცთა შორის მოძღვრებასა, არცა ანგელოზთა შორის ბრძანებასა, არამედ იხილა იგი ავაზაკთა შორის ძელსა ზედა დამოკიდებული; იხილა იგი გინებულად და თაყუანის-სცა დიდებულად; იხილა იგი ჯუარსა ზედა და ევედრებოდა, ვითარცა ცათა შინა მჯდომარესა; ხედავს დასჯასა შინა და მეუფედ ხადის მას; მის თანავე ძელსა დამოკიდებულსა ხედავს და სასუფეველსა ინიჭებს. - შჯული არა გისწავიეს, რომელი-ეგე უშჯულოებასა შინა იქცეოდე, წინასწარმეტყველნი არა აღმოგეკითხნეს. აწ ვინაი საღმრთოთა სიტყუათა იტყვი, რომელი ესე მარადის მახვილსა ესევდი? აწ ვისგან ისწავე ქრისტეისთვის ენითა ცნობაი? ჰურიანი ჯუარს-აცუმენ, რომელთა შჯული იციან, და შენ რომელი შჯულსა ყოვლადვე უმეცარ ხარ, ვინაი ღმერთად ჰქადაგებ და შჯულსა მას შინა თაყუანის-სცემ ჯუარ-ცმულსა მას? რომელმან საკვირველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა? ვთქუათ ამას ზედაცა, თუ ვინაი იტყვის ავაზაკი ესე: „ვინაი იტყვი ჰოი, ავაზაკო, ანუ ვინ გასწავა თქუმად, მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა?“ იტყვის ავაზაკი: - მე შჯულსა არა მეცნიერ ვარ! ვხედავ, მზის თუალი შეშინებული დაბნელდა: ვხედავ ქუეყანასა დანლაღებულსა და მკუდართა აღდგინებასა. ვხედავ, რამეთუ ქრისტეის მკვლვლნი ესე ბნელსა შინა ეფეშუებიან, ხოლო მე თუალითა გულისა ჩემისასითა ვხედავ თუალთა ამათ უკუდავთა და მეუფესა საუკუნესა... ჯუარმან განდევნა ეშმაკი; ჯუარმან გამოიღო ნაყოფი სიწმიდისაი, რომელმან გამოსცა ბრწყინვალებაი. ჯუარადმდე ეშმაკთა ჰმსახურებდეს, ხოლო აწ მაცხოვრისა ჯუარ-ცმულისა დიდებაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. უდაბნოს მრავალთავი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/oqropiri/jvari.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი